📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

მიღების თარიღი 23.02.2015
ძალაში შესვლა 10.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016305
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,692 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2015 მიღება
10.03.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 26.12.2022 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 26.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №7 2015 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ‘‘ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №951 ბრძანება.  მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. თავდაცვის მინისტრიმინდია ჯანელიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – სამხედრო პოლიცია) დანიშნულებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის ძირითად პრინციპებს, უფლებამოსილებებს და სტრუქტურას. 2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში – გენერალური შტაბი) სამხედრო პოლიცია არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში – გენერალური შტაბი)  სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი. 3. სამხედრო პოლიცია ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს და ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი)  და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე. 4. სამხედრო პოლიციას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი”, აგრეთვე ემბლემა, შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. მუხლი 2🔗 სამხედრო პოლიცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სისხლის სამართლის კანონმდებლობით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების საჯარისო წესდებებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  უფროსის (შემდგომში – გენერალური შტაბის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით. მუხლი 3🔗 სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია­: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში კანონიერებისა და დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; გ) გენერალური შტაბის და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მხარდაჭერა, საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის, სამობილიზაციო მზადყოფნის და ბრძოლისუნარიანობის განსამტკიცებლად. მუხლი 4🔗. სამხედრო პოლიციის კომპეტენცია 1.საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, სამხედრო პოლიცია უფლებამოსილია:         ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში გამოავლინოს, გახსნას, აღკვეთოს დანაშაული, დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება, გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით; გ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით; დ) მოიპოვოს, დაამუშაოს, გააანალიზოს, სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დისციპლინური გადაცდომის საქმეები, შეადგინოს შესაბამისი ოქმები შემდგომი რეაგირებისათვის ან/და შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის ორგანოს, აგრეთვე გამოიყენოს ადმინისტრაციული და დისციპლინური საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ინტერესებში, მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, მოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია მითითებული ვადებისა და ფორმის დაცვით; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ფორმით გამოჰკითხოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე ან/და თანამდებობის პირი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – სხვა პირი, რომელსაც შესაძლოა საქმესთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმის თაობაზე მიიღოს მისგან წერილობითი ან/და სიტყვიერი განმარტება, რაც უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციისათვის დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად შესრულებას; ი) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ნებისმიერ დროს, შეუფერხებლად შევიდეს და გადაადგილდეს სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში განთავსებულ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფების), სამხედრო ობიექტებისა და დაწესებულებების დისლოკაციის ადგილებზე; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, აწარმოოს მოქალაქის ნივთებისა და მისი პირადი გასინჯვა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენეციის ფარგლებში, „სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი; მ) სამხედრო ოპერაციებისა და სამხედრო წვრთნების დროს, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამშვიდობო მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში, საბრძოლო შენაერთებში,  საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთებზე, პოლიგონებზე და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე,  კანონიერების, სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლი, მათ შორის  საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფების)  დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებზე/დაწესებულებებში და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ო) უზრუნველყოს სამხედრო პატრულის ფუნქციონირება და მონიტორინგი; პ) დადგენილი წესით, უზრუნველყოს საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, აგრეთვე პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილება/ესკორტირება; ჟ) უზრუნველყოს მინისტრის ან/და გენერალური შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება; რ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირთა უსაფრთხოება (საჭიროების შემთხვევაში ესკორტით გადაადგილება); ს) სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტების) დაცვის ღონისძიებების განხორციელება, ხოლო საგანგებო დავალებების შემთხვევაში, სამხედრო ობიექტების და კანონმდებლობით დადგენილი წესით – სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა გადაყვანა (ბადრაგირება), აგრეთვე სამხედრო პოლიციის შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას შემთხევევის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა; უ) საგამოძიებო ქვემდებარეობით სამხედრო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, განახორციელოს ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ფოტო-კინო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, აგრეთვე ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე; ფ) მანევრებისა და მობილურობის ოპერაციების, ასევე საბრძოლო მოქმედებების რაიონის უსაფრთხოებისა და ზურგის ოპერაციების განხორციელება/მხარდაჭერა; ქ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, გენერალურ შტაბსა და მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში (მათ შორის, ჯარის სახეობებში) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასანიშნი და დასაწინაურებელი კანდიდატების მონაცემების შესწავლა, შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მიზანშეწონილობის განსაზღვრა; ღ) იძულებით გადაადგილებული პირების/სამხედრო ტყვეების ადმინისტრირების მხარდაჭერა; ყ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფების, გენერალური შტაბისა და მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობების) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, აღნიშნული ფაქტების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან კავშირის დასადგენად  და შესაბამისი დასკვნის მომზადება; შ) ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ორგანოებს სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული ვადით შეყოვნების შესახებ; ჩ) სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; ც) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და  ჩატარების კოორდინაცია; ძ) სამხედრო პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა; წ) სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, ვიზირება; სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფა; ჭ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. მუხლი 5🔗.  სამხედრო პოლიციის სტრუქტურა 1. სამხედრო პოლიციაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები (შემდგომში – ქვედანაყოფი): ა) ადმინისტრაციული მთავარი სამმართველო;  ბ) გამოძიების მთავარი სამმართველო; გ) ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი  სამმართველო; დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო; ე) პირადი დაცვის სამმართველო; ვ) სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველო; ზ) ანალიტიკური სამმართველო; თ) საბრძოლო მომზადებისა და ოპერატიული დაგეგმვის  სამსახური; ი) იურიდიული სამსახური; კ) სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონი; ლ) სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონი. 2. ქვედანაყოფებში შემავალი სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება საშტატო განრიგით. მუხლი 6🔗. სამხედრო პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია 1. ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისათვის წინადადებების წარდგინება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოება; გ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობასა და სპეციალური სიგნალების გამოყენებაზე კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა-რეგისტრაცია; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოება; ე) სამხედრო პოლიციის სრულყოფილად ფუნქციონიერებისათვის საჭირო ლოგისტიკური დაგეგმარების უზრუნველყოფა; ვ) კომპეტეციის ფარგლებში, სამხედრო პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ლოგისტიკური მომსახურება; ზ) სამხედრო პოლიციის ბალანსზე რიცხული  ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშგებების შედგენა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიული საქმიანობის პროცესის, მათ შორის ოპერატიული აღრიცხვის საქმეებისა და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა, არქივისა და საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება/მონიტორნიგი; ი) სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი. 2. ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის  მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; ბ)  ქვედანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება; გ) სამინისტროს სისტემაში სისხლის სამართლის დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, პროგნოზირება და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარება; დ) ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა და დისციპლინურ გადაცდომათა გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება; ე) სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად მიმტოვებელი და დეზერტირობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე ძებნილ პირთა ძებნა-დაკავება; ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, გენერალურ შტაბსა და მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში (მათ შორის, ჯარის სახეობებში) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასანიშნი და დასაწინაურებელი კანდიდატების მონაცემების შესწავლა, შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მიზანშეწონილობის განსაზღვრა;   ზ) ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოზე რიცხული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილება და შესაბამისი ანგარიშგება; თ) სამხედრო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების,  სამართალდარღვევებისა და სამხედრო ტექნიკის (პირადი შემადგენლობის) გაცილების საჭიროების შესახებ განცხადება-შეტყობინებების მიღება-რეგისტრაცია; ი) კომპეტენციის ფარგლებში არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოება; კ) ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის  მთავარ სამმართველოზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და კავშირგაბმულობის საშუალებების მიღება-გაცემის ორგანიზება; ლ) დღე-ღამური ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება და მათი სისტემატიზაცია; მ) სამხედრო პოლიციის საპატრულო ქვედანაყოფების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება; ნ) საპატრულო ქვედანაყოფების მიერ პატრულირების განხორციელების და სამხედრო ობიექტებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ხარისხის შემოწმება, შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბება  და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ო) საპატრულო ქვედანაყოფების მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების ფაქტების შეჯამება სათანადო ინფორმაციის მომზადება, ასევე საპატრულო ქვედანაყოფების მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა შესახებ მონაცემების მიღება და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მონიტორინგი;  პ) საპატრულო ქვედანაყოფების მიერ განსახორციელებელი საპატრულო ღონისძიებების კოორდინაცია, აგრეთვე მათთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარებების გაწევა; ჟ) საპატრულო ღონისძიებების  სრულყოფილად  განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების  გამოვლენა  და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; რ) სამინისტროს სისტემაში არსებული საპატიმრო ადგილების (ჰაუპტვახტების) ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 3. გამოძიების მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სამხედრო პოლიციის კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება; ბ) გამოძიების მთავარ სამმართველოში შემავალი საგამოძიებო ქვედანაყოფების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების კოორდინაცია. 4. პირადი დაცვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) მინისტრისა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ პირთა დაცვისა და პირადი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა, შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობით; გ) დაცვის და უსაფრთხოების ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად, დასაცავ პირთა გადაადგილების მარშუტებზე, მონახულების ობიექტებსა და გასამგზავრებელ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესწავლა. 5. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს  ფუნქციებია: ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული ქვედანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, ინფორმაციის დამუშავება და შეფასება; ბ)  სამინისტროსა და გენერალური შტაბის დისლოკაციის ტერიტორიაზე ვიდეოკონტროლის განხორციელება და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა. 6. სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს ფუნქციებია: ა) კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის დადგენილებით ან დავალებით, სააღრიცხვო/ფინანსური შემოწმების ჩატარება და გამოკვლევის შედეგების წარდგენა;  ბ)  სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფების, გენერალური შტაბისა და მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობების) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, აღნიშნული ფაქტების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან კავშირის დასადგენად  და შესაბამისი დასკვნის მომზადება; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში,  ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ფოტო, კინო-, ვიდეო- გადაღება და  აუდიო ჩაწერა, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, შემთხვევის ადგილზე კვალთა ფიქსირება-ამოღება, აგრეთვე საექსპერტო გამოკვლევების ჩატარება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე. 7. ანალიტიკური სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამხედრო პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა; ბ) სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულებათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია და ერთიანი სტატისტიკური ანგარიშის მომზადება; გ) სამხედრო პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების სტატისტიკური ანალიზი; დ) სამხედრო პოლიციის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის დამაქვეითებელი გარემოებების, საბრძოლო მზადყოფნის, პირადი შემადგენლობის მორალურ - ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ოპერატიული ვითარების ანალიზი, შემოსული ინფორმაციების თემატური განზოგადება და შესაბამისი რეკომენდაციების (წინადადებების) მომზადება/შემუშავება. 8. საბრძოლო მომზადებისა და ოპერატიული დაგეგმვის  სამსახურის ფუნქციებია: ა) სამხედრო პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დაგეგმვა და კოორდინაცია; ბ) სამხედრო პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და  ინდივიდუალური და კოლექტიური საბრძოლო მომზადების ხარისხის თანმიმდევრული განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობა; სახელმძღვანელო  დოკუმენტაციის შემუშავება და სამოქმედოდ შემოღება; გ) საბრძოლო მომზადების საორგანიზაციო მეთოდური მითითების მომზადება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და  ჩატარების კოორდინაცია; 9. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია - სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, ვიზირება; სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფა. 10. სამხედრო პოლიციის ბატალიონების ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დისციპლინური გადაცდომის საქმეები, შეადგინოს შესაბამისი ოქმები შემდგომი რეაგირებისათვის ან/და შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის ორგანოს, აგრეთვე გამოიყენოს ადმინისტრაციული და დისციპლინური საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები; ბ) სამხედრო ოპერაციებისა და სამხედრო წვრთნების დროს, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამშვიდობო მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში, საბრძოლო შენაერთებში,  საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთებზე, პოლიგონებზე და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე,  კანონიერების, სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლი, მათ შორის  საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფების)  დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებზე/დაწესებულებებში და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; დ) უზრუნველყოს სამხედრო პატრულის ფუნქციონირება და განახორციელოს კონტროლი: დ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო დანიშნულების ტექნიკისა და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის უცხო ქვეყნის) გადაადგილების კანონიერებაზე; დ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე; ე) დადგენილი წესით, უზრუნველყოს საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, აგრეთვე პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილება/ესკორტირება; ვ) მინისტრის ან/და გენერალური შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირთა უსაფრთხოება (საჭიროების შემთხვევაში ესკორტით გადაადგილება); თ) იძულებით გადაადგილებული პირების/სამხედრო ტყვეების ადმინისტრირების მხარდაჭერა; ი) მანევრებისა და მობილურობის ოპერაციების, ასევე საბრძოლო მოქმედებების რაიონის უსაფრთხოებისა და ზურგის ოპერაციების განხორციელება/მხარდაჭერა შესაძლებლობის ფარგლებში; კ) საბრძოლო მოქმედებების რაიონის უსაფრთხოებისა და ზურგის ოპერაციების განხორციელება/მხარდაჭერა შესაძლებლობის ფარგლებში; ლ) საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; მ) მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს თანამდებობის პირების დაცვა; ნ) უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, სამინისტროს სისტემაში  უკანონო მოქმედებათა აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება; ო) იარაღისა და საბრძოლო მასალების ესკორტირება საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. მუხლი 7🔗. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები 1. სამხედრო პოლიციის საქმიანობას მართავს და საერთო ხელმძღვანელობას უწევს სამხედრო პოლიციის უფროსი (შემდგომში - უფროსი), რომელსაც გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამხედრო პოლიციას და პასუხისმგებელია სამხედრო პოლიციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამხედრო პოლიციის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამხედრო პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამხედრო პოლიციის თანამშრომლების საქმიანობაზე; დ) იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო პოლიციის მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ე) ამტკიცებს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების ფუნქციებს და სამსახურებრივ ინსტრუქციებს, გამოსცემს მეთოდურ მითითებებს; ვ) განსაზღვრავს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების ოპერატიული დაქვემდებარების საკითხებს; ზ) სამხედრო პოლიციის მოსამსახურეებს აძლევს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს; თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების სამუშაო გეგმებს; ი) წარუდგენს მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ანგარიშს სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; კ) იხილავს სამხერო პოლიციაში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს; ლ) ამტკიცებს სამხედრო პოლიციის ბლანკების ნიმუშებს; მ) პასუხისმგებელია სამხედრო პოლიციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე; ნ) გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს სამხედრო პოლიციის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, ასევე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტებს; ო) განსაზღვრავს სამხედრო პოლიციის მოსამსახურეების ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს; პ) ასრულებს მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. უფროსის წარდგინებით, სამხედრო პოლიციის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს,  თანამდებობიდან ათავისუფლებს, ანიჭებს წოდებას და ამტკიცებს სამხედრო პოლიციის საშტატო განრიგს, გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით, მინისტრი. 4. უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით, უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მათი ფუნქცია-მოვალეობები და საკურატორო ქვედანაყოფები განისაზღვრება   უფროსის ბრძანებით.  5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას უფროსის ბრძანებით ასრულებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.   6. უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან უფროსის წინაშე და კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებენ დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებაზე. 7. სამხედრო პოლიციის სტრუქტურაში შემავალი ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; თ) უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში, უფროსის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, გამოსცეს მითითებები და ბრძანებები; ი) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. კ) ქვედანაყოფის უფროსს (მეთაურს), საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჰყავს მოადგილე(ები), რომელიც ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფროსის ბრძანებით,  ასრულებს მის მოვალეობას.