„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2015
ძალის დაკარგვა 13.10.2015
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016197
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 723 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.2015 მიღება
13.10.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2015 წლის 19 თებერვალი ქ. ახალციხე „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის  შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“, დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ  ახალციხის       მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს 1. ყველა მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ” ევროპული ქარტია; გ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 2. ყველა მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) იმ სამსახურის დებულების  და  ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი  აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ  ვაკანტურ  თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს. მუხლი 2🔗. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – გამგებლის წარმომადგენელი  ადმინისტრაციულ ერთეულში უფროს საჯარო თანამდებობის პირს – გამგებლის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამის – Microsoft Office Word-ის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა; ბ) საშუალო განათლება. მუხლი 3🔗. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - განყოფილების უფროსი უფროს საჯარო თანამდებობის პირს – განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა. მუხლი 4🔗. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი  სპეციალისტი უფროს საჯარო თანამდებობის პირს – მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა. ბ) განათლება: ბ.ა) ადმინისტრაციული სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური –  უმაღლესი განათლება; ბ.გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.დ) შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ვ) კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.თ) იურიდიული სამსახური  – უმაღლესი განათლება; ბ.ი) სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება. მუხლი 5🔗. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი უმცროს საჯარო თანამდებობის პირს – წამყვან სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა. ბ) განათლება: ბ.ა) ადმინისტრაციული სამსახური – საშუალო განათლება; ბ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.დ) შესყიდვების სამსახური  – უმაღლესი განათლება; ბ.ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – ტექნიკური განათლება; ბ.ვ) კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.თ) იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ი) სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება. მუხლი 6🔗. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი უმცროს საჯარო თანამდებობის პირს – უფროს სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა. ბ) განათლება: ბ.ა) ადმინისტრაციული სამსახური  – საშუალო განათლება; ბ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.დ) შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ე) ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – ტექნიკური განათლება; ბ.ვ) კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური  – უმაღლესი განათლება; ბ.თ) იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ი) სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება. მუხლი 7🔗. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი უმცროს საჯარო თანამდებობის პირს – სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა. ბ) განათლება: ბ.ა) ადმინისტრაციული სამსახური – საშუალო განათლება; ბ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.დ) შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ე) ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური  – ტექნიკური განათლება; ბ.ვ) კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.თ) იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება; ბ.ი) სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება.