საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 თებერვლის #3/31 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/49
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №03/49

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 თებერვლის №3/31 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის №05/09/260 წერილის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის №20 სხდომის ოქმის (ამონაწერი) შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 21 თებერვლის №3/31 ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის, რიგითი ნომრით 37-ის, აღწერილობა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.

2. „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 21 თებერვლის №3/31 ბრძანებას დაემატოს დანართი №2, ამ ბრძანების თანდართული №2 დანართის რედაქციის შესაბამისად.

3. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).

 

მინისტრი                                                                                  მ. გიორგაძე                           

                                                 

 

 

 

 

 

 

 

   37

 

 

ბათუმის ზღვისპირა ბულვარი

ქ. ბათუმი,  სანაპირო ზოლი, ამ ბრძანების დანართი # 2- ით დადგენილ საზღვრებში

საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის

1884-

XX საუკუ ნის 30-იანი წლები

დანართი 1

 

 

 

 

 

 

 

 

                                                     

 

 

დანართი №2