საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 თებერვლის #3/31 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №03/49
2015 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 თებერვლის №3/31 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 თებერვლის №05/09/260 წერილის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის №20 სხდომის ოქმის (ამონაწერი) შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 21 თებერვლის №3/31 ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის, რიგითი ნომრით 37-ის, აღწერილობა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.
2. „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 21 თებერვლის №3/31 ბრძანებას დაემატოს დანართი №2, ამ ბრძანების თანდართული №2 დანართის რედაქციის შესაბამისად.
3. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).
მინისტრი მ. გიორგაძე
|
37 |
|
ბათუმის ზღვისპირა ბულვარი | ქ. ბათუმი, სანაპირო ზოლი, ამ ბრძანების დანართი # 2- ით დადგენილ საზღვრებში | საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის | 1884- XX საუკუ ნის 30-იანი წლები |
დანართი № 1
დანართი №2
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 თებერვლის #3/31 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 თებერვლის #3/31 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 თებერვლის #3/31 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 თებერვლის #3/31 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №03/49.
- სად არის „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 თებერვლის #3/31 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 20 თებერვლის #3/31 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“, №03/49, 20.02.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2737480/