საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2015
ძალაში შესვლა 23.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №123
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016412
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,717 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2015 მიღება
23.02.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 04.01.2024 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 29.08.2023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 15.12.2017 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 11.12.2019 საქართველოს კულტურის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 16.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №123 2015 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 23 თებერვლიდან.შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის   დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გენერალური ინსპექცია (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების, ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებას. 2. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას. 3.  გენერალური ინსპექცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 4. გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, რომელშიც დაუშვებელია სამინისტროს სისტემის სხვა თანამდებობის პირების ჩარევა. თავი II გენერალური ინსპექციის  ამოცანები და კომპეტენცია მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ამოცანები გენერალური ინსპექციის ამოცანებია: ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა  და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (შემდგომში – სამინისტროს სისტემა) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი; ბ) სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; გ) საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადმოცემულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება; დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – სამინისტროს მოსამსახურე) მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების  საქმიანობაში არსებული დარღვევების და ნაკლოვანებების გამოვლენის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; ე) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებისთვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის კომპეტენციაში შემავალი ამოცანების შესრულების კონტროლი; ზ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციებს; გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლა; თ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების და/ან სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო არხების გამოვლენა. მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექციის კომპეტენცია გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა: ა)გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით,  შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ქვედანაყოფების შესაძლებლობების გამოყენება; ბ)სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობის (მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი) შემოწმება არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის მიზნით; გ)სამინისტროს  სისტემაში შემავალი დანაყოფების მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; დ)სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, პროკურატურასა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა; ე)სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით განხორციელებული შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალების შესწავლა, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა;  სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შესაბამისი დასკვნის ან ცნობის მომზადება; ვ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამინისტროს მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალების  პროკურატურისთვის დადგენილი წესით გადაგზავნა; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადმოცემულ საქმეებზე; თ) საქართველოს კანონმდებლობის და/ან მინისტრის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება. თავი III გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და სტრუქტურული დანაყოფები მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა 1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. გენერალური ინსპექციის უფროსი: ა) ხელმძღვნელობს და წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას, აწესრიგებს დანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დანაყოფის კომპეტენციას; გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზების შესახებ; დ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის დანაყოფებისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლს; ე) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის  მოსამსახურეთა  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) ამტკიცებს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დასკვნებს, ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად; ი) მინისტრის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებას ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან; კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ)  უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; მ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს გენერალური ინსპექციის ქვედანაყოფებსა და ცალკეულ მოსამსახურეებს შორის. 3. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე ან მისივე დავალებით –   ერთ-ერთი მოადგილე.   მუხლი 5🔗. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფები გენერალური ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფებია:  ა) ადმინისტრაცია  (მთავარი სამმართველო); ბ ) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;  გ) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების  მთავარი სამმართველო. თავი IV გენერალური ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენცია და ფუნქციები მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კომპეტენცია და ფუნქციები ადმინისტრაცია: ა) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის დანაყოფების მიერ წარმოებული მუშაობის შედეგების სტატისტიკურ ანალიზს; ბ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით თანამშრომლობს სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას; გ) უზრუნველყოფს საგანგებო დანიშნულების ერთიანი ნომრის ფუნქციონირებას, აღნიშნულ სატელეფონო ნომერზე შემოსული ინფორმაციის (შეტყობინება) დამუშავებას, ქვემდებარეობის განსაზღვრას და ადრესატისთვის დროულ მიწოდებას; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კონსულტაციის გაწევას და აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდებას; შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას; დ) გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით,  საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით აწარმოებს ანალიტიკურ მუშაობას; ე) უზრუნველყოფს გენერალურ ინსპექციაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას; ვ) ორგანიზებას უწევს გადაცემული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და შენახვას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას; ზ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 7🔗. ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო: ა) გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვით ღონისძიებებს, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას; ბ) მოიპოვებს ინფორმაციას სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან ჩადენილი იმ ქმედებებისა და  გარემოებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება  შეუქმნას სამინისტროს საქმიანობას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის  ადმინისტრირების მონიტორინგის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი შემოწმების სრულფასოვანი წარმოებისთვის, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფებიდან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან,  ასევე  ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გამოითხოვს აუცილებელ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას; საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სამინისტროს ნებისმიერი მოსამსახურის გამოძახებას ან/და ადგილზე  წერილობითი ან ზეპირი განმარტების მიღებას; დ) აუცილებლობიდან გამომდინარე, მინისტრის ბრძანებებით დადგენილი წესით ატარებს სამინისტროს მოსამსახურეთა დამატებით სპეციალურ შემოწმებას; ე) დადგენილი წესით გამოითხოვს სამინისტროს მოსამსახურეთა პირად საქმეებს,  სამინისტროს სისტემაში წარმოებულ მასალებს, მათ შორის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეებსა და გამოძიების მასალებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოძიებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს კონკრეტული მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების ან/და სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო არხების გამოვლენისთვის შეისწავლის აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს სისტემაში შემავალ დანაყოფებში არსებულ ვითარებას, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვის და ორგანიზების მიზნით ამზადებს რეკომენდაციებს. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, გენერალური ინსპექციის სხვა ქვედანაყოფებთან კოორდინირებულად ახორციელებს შესაბამის ოპერატიულ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს მუშაობას სამინისტროს მოსამსახურეთა  შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეისწავლის მონაცემებს სამინისტროს მოსამსახურეთა ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ; უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეთა მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ხელშემწყობი გარემოებების შესწავლას და მათი აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; ი)  სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით ახორციელებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს; კ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით ატარებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადმოცემულ საქმეებზე; ლ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 8🔗. დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს კომპეტენცია და ფუნქციები დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველო: ა) განიხილავს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე შემოსულ საჩივრებსა და განცხადებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას; ბ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებისა და მითითებების მოთხოვნათა განუხრელი დაცვის კონტროლს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, გატარებული მუშაობის შედეგების მიხედვით, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს კონკრეტული მოსამსახურის მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე; დ) ახდენს შესაბამის რეაგირებას სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და ეთიკის ნორმების დარღვევებზე; ე) დადგენილი წესით გამოითხოვს სამინისტროს მოსამსახურეთა პირად საქმეებს, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ წარმოებულ  ნებისმიერი კატეგორიის მასალებს, მათ შორის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეებსა და გამოძიების მასალებს. საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სამინისტროს ნებისმიერი მოსამსახურის გამოძახებას ან/და ადგილზე წერილობითი ან ზეპირი განმარტების მიღებას, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას;  ვ) აწარმოებს მუშაობას სამინისტროს სისტემაში ფინანსური სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა დანაკლისისა და ზედმეტობის არსებობის ფაქტებს; თ) ამოწმებს სამინისტროს სისტემაში მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; ი) მინისტრის ბრძანებებით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ წარმოებული ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის, აგრეთვე აღნიშნული დანაყოფების მიერ გაწეული ოპერატიული ხარჯების ინსპექტირებას; კ) მონაწილეობს  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებიც არეგულირებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების  მიერ ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების, აგრეთვე აღნიშნული საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის წესს; ლ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ დანაყოფებში, მათ შორის, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრში,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში  – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, მომსახურების სააგენტოში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და  „112“-ში  სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, მათი საქმიანობის შემოწმებას, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენების წესის კონტროლს, სამინისტროს სისტემაში შესაძლო დარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების პრევენციას;               მ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას. თავი V გენერალური ინსპექციის საქმიანობის მეთოდები მუხლი 9🔗. გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების საფუძვლები და წესი 1. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების საფუძველია სამინისტროს მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის და დისციპლინური გადაცდომის შესახებ მიღებული ინფორმაცია (მათ შორის, ოპერატიული ინფორმაცია) მოქალაქეთა და სამინისტროს მოსამსახურეთა წერილობითი ან ზეპირი განცხადებების, საჩივრების და პატაკების სახით, სასამართლოს (მოსამართლე) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ასევე იურიდიული თუ ფიზიკური პირებისგან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები.       2. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების პროცესში, მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამინისტროს მოსამსახურისგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. 3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად, შეუფერხებლად შევიდნენ სამინისტროს ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებში, ობიექტებსა და ქვედანაყოფებში. 4. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე არ მონაწილეობს სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს სამინისტროს კონკრეტული მოსამსახურის შემოწმების შედეგებისადმი დაინტერესების თაობაზე (ინტერესთა კონფლიქტი). სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან გენერალური ინსპექციის კონკრეტული მოსამსახურის ჩამოცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი. 5. სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე მზადდება შესაბამისი ცნობა ან დასკვნა, რომელსაც ამტკიცებს გენერალური ინსპექციის უფროსი.