შპს "დაცვა და ბიზნესი"-სთან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „დაცვა და ბიზნესთან” არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. საარბიტრაჟო წარმოების წესები (რეგლამენტი)
1. საარბიტრაჟო წარმოების წესები (იგივე რეგლამენტი) წარმოადგენს წინამდებარე დოკუმენტს, რომლითაც დადგენილია შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ სახელშეკრულებო და სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესი.
2. საარბიტრაჟო წარმოების წესები წარმოადგენს იმ მხარეებს შორის საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილს, რომლებმაც დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართეს შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებულ მუდმივმომქმედ არბიტრაჟს.
3. საარბიტრაჟო წარმოების წესებით რეგულირდება ის საკითხები, რომლებიც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის დისპოზიციური ნორმების მიხედვით შესაძლოა დადგენილ იქნეს მხარეთა შეთანხმებით.
4. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, წინამდებარე რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. არბიტრაჟი – შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟი საარბიტრაჟო შეთანხმება – წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც დავის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ორგანიზება უნდა განახორციელოს არბიტრაჟმა.
2. საარბიტრაჟო განხილვის საგანი – ნებისმიერი დავა, ან უთანხმოება მხარეთა შორის, რომელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა საარბიტრაჟო შეთანხმებით მინდობილი აქვს შპს „დაცვა და ბიზნესთა“ არსებულ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს და რომლის არბიტრაჟის მიერ განხილვაც აკრძალული არ არის კანონით, ან არ ეწინააღმდეგება ზნეობასა და საჯარო წესრიგს.
3. რეგლამენტი – „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული და შპს „დაცვა და ბიზნესის“ პარტნიორის გადაწყვეტილებით/პარტნიორთა კრების ოქმით დამტკიცებული რეგლამენტი, რომელიც გამოიყენება მუდმივმომქმედი არბიტრაჟის სახელით დავის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
4. საარბიტრაჟო განხილვა – „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად ორგანიზებული განხილვა, რომლის მიზანია საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული დავის საბოლოო გადაწყვეტა.
5. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე – შპს დაცვა და ბიზნესის“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს კანონით, შპს „დაცვა და ბიზნესის“ წესდებით, საარბიტრაჟო შეთანხმებითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
6. არბიტრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონის, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად უფლებამოსილია გადაწყვიტოს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა
7. საარბიტრაჟო კოლეგია – სამი ან მეტი არბიტრისაგან შემდგარი კოლეგია.
8. არბიტრაჟი – შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, დავის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრი, რომელიც არ არის შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ან საარბიტრაჟო კოლეგია, იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი იხილავს კონკრეტულ დავას ამ დებულების კონკრეტული ნორმის შინაარსისა და კონტექსტის გათვალისიწინებით.
9. საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარე – არბიტრი, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად დანიშნულია საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარედ.
10. მხარე – საარბიტრაჟო შეთანხმების მონაწილე პირი ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
11. საარბიტრაჟო პრეტენზია – „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით გათალისწინებული საარბიტრაჟო სარჩელი – მხარის მიერ არბიტრაჟში წარდგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს პირველის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულება, ან მოქმედებისაგან თავის შეკავება. პრეტენდენტი – საარბიტრაჟო მოსარჩელე – საარბიტრაჟო პრეტენზიის წარმდგენი მხარე.
12. მოპასუხე – მხარე, რომელსაც წაეყენება საარბიტრაჟო პრეტენზიაში მითითებული მოთხოვნა.
13. საარბიტრაჟო მოსაკრებელი – ფულადი თანხა, რომელსაც იხდის მხარე მის მიერ წარდგენილი სარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისათვის.
1. შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმომქმედი არბიტრაჟი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
2. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს, მაშინ არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ გამოიწვევს კანონის ძალით საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობას.
3. თუ საარბიტრაჟო განხილვისას აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო განხილვის საგანია და რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს განხილვის შედეგზე, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არბიტრაჟი არ ჩაითვლება შემდგარად. თუ საარბიტრაჟო განხილვა დამთავრებული არ არის, მაშინ გარემოებების გათვალისწინებითა და დავის განმხილველ არბიტრებთან შეთანხმებით შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმომქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო განხილვაზე.
4. არბიტრაჟი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელმძღვანელობს კანონით, საარბიტრაჟო შეთანხმებითა და ამ რეგლამენტით. მის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა დაუშვებელია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა, რომლის თანახმადაც დავის განხილვისა და გადაწყვეტის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საარბიტრაჟო ინსტიტუტს, გამორიცხავს ამ დავის განხილვას ნებისმიერი სხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულების მიერ.
6. სასამართლოს უფლება არ აქვს განიხილოს სასარჩელო განცხადება საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთახმების საგანს წარმოადგენს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები ითხოვენ საქმის განხილვას სასამართლოში ანდა თუ სასამართლო დადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია, ან შეუძლებელია მისი შესრულება.
7. სასამართლოში საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენა არ იწვევს საარბიტრაჟო განხილვის ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, თუ კანონით ან სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
8. თუ ამ რეგლამენტის რომელიმე დებულება, რომლიდანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იყო დაცული, და თუ მიუხედავად ამისა, მხარე აგრძელებს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვაში ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ, ანდა თუ ამისათვის გათვალისწინებულია ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წამოაყენებს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
9. საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა, რომლის თანახმადაც დავის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საარბიტრაჟო ინსტიტუტს, გულისხმობს საარბიტრაჟო განხილვისას ამ რეგლამენტის გამოყენებას.
10. საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული, მაგრამ ამ რეგლამენტის შესაბამისი ნორმებისაგან განსხვავებული მოწესრიგება არბიტრაჟისათვის სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი მოწესრიგების უფლება მხარეებს კანონით აქვთ მინიჭებული.
1. საარბიტრაჟო განხილვა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას (რომელიც ცალსახად და არაორაზროვნად უნდა განსაზღვრავდეს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავას განიხილავს შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმომქმედი არბიტრაჟი) იწყება მხარის ან მხარეების მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენით.
2. თუ შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებულ მუდმივმომქმედ არბიტრაჟს დავის განხილვისა დ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით მიმართა მხარემ, რომელსაც მოპასუხესთან არ აქვს კანონითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაფორმებული საარბიტრაჟო შეთანხმება, მაშინ მუდმივმომქმედ არბიტრაჟს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის აცნობოს მოპასუხეს საარბიტრაჟო პრეტენზიის წარმოდგენის შესახებ, გაუგზავნოს საარბიტრაჟო შეთანხმების ხელმოსაწერად გამზადებული ტექსტი და შესთავაზოს მას დავის განხილვა შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმომქმედი არბიტრაჟის მიერ. თუ მოპასუხე დაეთანხმება შეთავაზებას და ხელს მოაწერს მისთვის გაგზავნილ საარბიტრაჟო შეთანხმებას, მაშინ შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმომქმედი არბიტრაჟი უფლებამოსილი ხდება განიხილოს და გადაწყვიტოს დავა ამ რეგლამენტის შესაბამისად.
3. თუ საარბიტრაჟო პრეტენზიაში მითითებული გარემოებები და მოთხოვნები სცილდება მხარეთა შორის არსებული საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს, არბიტრაჟს უფლება აქვს შესთავაზოს მხარეებს ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებითი საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმება. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ მოილაპარაკებენ დამატებითი საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმებაზე, არბიტრაჟი დავას განიხილავს და გადაწყვეტს მხოლოდ არსებული საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებში, რის შესახებაც განუმარტავს მხარეებს. არბიტრაჟის განმარტება შეიტანება საარბიტრაჟო განხილვის ოქმში.
4. მხარეები საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვა და ამ განხილვის საგნად არსებული დავა მორიგებით დაამთავრონ. პრეტენდენტს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო პრეტენზიაზე, ხოლო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს საარბიტრაჟო პრეტენზია.
5. საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6. საქმის გარემოებათა გასარკვევად არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით, საარბიტრაჟო შეთანხმებითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ ნებისმიერ ღონისძიებას, ან ისეთ ღონისძიებას, რომელიც პირდაპირ არ არის აკრძალული კანონით.
საარბიტრაჟო განხვილვისას გამოიყენება რეგლამენტის ის რედაქცია, რომელიც ძალაშია არბიტრაჟის მიერ კონკრეტული მოქმედების შესრულებისას.
საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არის შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებულ მუდმივმომქმედ არბიტრაჟს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული არბიტრაჟს შეუძლია შეიკრიბოს ნებისმიერ ადგილას დავის სწრაფად გადაწყვეტის მიზნით.
1. დავის განხილვისა და გადაწყვეტისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, არბიტრაჟი იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
2. თუ ამ რეგლამენტში არ არის ნორმა, რომელიც არეგულირებს საარბიტრაჟო განხილვის დროს კონკრეტული მოქმედებების შესრულებისას წარმოშობილ ურთიერთობებს, არბიტრაჟი იყენებს რეგლამენტის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს; ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საარბიტრაჟო განხილვის საყოველთაოდ აღირებულ საერთაშორისო პრინციპებს.
ამ რეგლამენტით დადგენილი დღეებით გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
1. საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ზეპირად, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ არბიტრაჟი დავას განიხილავს და გადაწყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე, მისთვის წერილობით წარდგენილი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.
3. თუ მხარეები წინასწარ არ არიან შეთანხმებული დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით, მხარეს შეუძლია მეორე მხარეს შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებულ მუდმივმომქმედ არბიტრაჟის მეშვეობით წერილობით შესთავაზოს საქმის განხილვა და გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე. არბიტრაჟი საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ მეორე მხარე ამაზე წერილობით განაცხადებს თანხმობას.
მუხლი 9. არბიტრის კანდიდატურის შერჩევა
1. არბიტრად შეიძლება დაინიშნოს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს.
2. არბიტრად არ შეიძლება დაინიშნოს:
ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირი;
ბ) სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ან საჯარო მოხელე;
გ) მსჯავრდებული პირი, რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა განზრახი დანაშაულისათვის.
დ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავი.
ე) პირი, რომელსაც არ გააჩნია მხარეთა მიერ შეთანხმებული პროფესია, ცოდნა ან გამოცდილება.
ვ) პირი, რომლის მიმართაც კონკრეტულ ფაქტებზე მტკიცებულებებზე და გარემოებებზე მითითებით შეიძლება დასაბუთებული ვარაუდი, რომ საქმის გარმოებებიდან გამომდინარე მისგან მოსალოდნელი იქნება ერთერთი მხარის გავლენით გადაწყვეტილების გამოტანა.
მუხლი. 10. არბიტრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი
1. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით, ან ამ შეთანხმების შესაბამისად დადებული სპეციალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შპს „დაცვა და ბიზნესთან” არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟი განსახილველ დავას ერთპიროვნულად იხილავს და წყვეტს შპს „დაცვა და ბიზნესთან” არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ან მის მიერ დანიშნული ერთი არბიტრი.
2. განსახილველი დავის სირთულის ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით თავმჯდომარე უფლებამოსილია დაადგინოს დავის განხილვა სამი არბიტრის მიერ.
3. სამი არბიტრის მიერ დავის განხილვის განჩინებით თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განჩინების მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში დანიშნონ თითო არბიტრი. თუ მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრები 10 დღიანი ვადის გასვლიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ვერ შეათანხმებენ მესამე არბიტრის – საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარის კანდიდატურას, მაშინ მესამე არბიტრს _ საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარეს თავის დადგენილებით ნიშნავს შპს „დაცვა და ბიზნესთან” არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
4. თუ საარბიტრაჟო კოლეგიის ფორმირება ვერ მოხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში, საქმის განმხილველ სამივე არბიტრს ნიშნავს თავმჯდომარე თავისი განჩინებით. ამავე განჩინებით განისაზღვრება საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარის ვინაობაც.
1. შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ რეგლამენტით;
2. შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) საარბიტრაჟო პრეტენზიის/სარჩელის განსახილველად მიღება;
ბ) საარბიტრაჟო პრეტენზიის/სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
გ) საარბიტრაჟო პრეტენზიის/სარჩელის განუხილველად დატოვება მის წარმოებაში მიღებამდე.
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი აქვეყნებს არბიტრთა სიას. მხარეებს უფლება აქვთ მათ მიერ დასანიშნი არბიტრის კანდიდატურის შერჩევისას ისარგებლონ ამ სიით.
1. მხარის ან მუდმივმომქმედი არბიტრაჟის მიერ არბიტრად დანიშნული პირი არბიტრად დანიშვნაზე თანხმობას აცხადებს წერილობითი ფორმით. არბიტრად დანიშვნაზე წერილობით თანხმობასთან ერთად პირი ხელს აწერს დეკლარაციას, რომლითაც ადასტურებს, რომ არ იმყოფება მხარესთან სახელშეკრულებო, სამსახურებრივ, ნათესაურ ან ისეთ დამოკიდებულებაში, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების გამოტანისას მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე. არბიტრად დასანიშნი პირი ასევე ვალდებულია დაადასტუროს, რომ მას წინასაწარ არ გამოუთქვამს თავისი აზრი განსახილველი დავის გადაწყვეტის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
2. „მხარე, რომელიც მუდმივმოქმედ არბიტრაჟს მიმართავს არბიტრის დანიშვნის შესახებ განცხადებით, ვალდებულია ამ განცხადებასთან ერთად მუდმივმოქმედ არბიტრაჟს წარუდგინოს არბიტრის მიერ ხელმოწერილი წერილობითი განცხადება არბიტრად დანიშვნაზე თანხმობის შესახებ, ასევე არბიტრის დეკლარაცია დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. არბიტრის დანიშვნის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს არბიტრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის/მობილურის ნომერი, პროფესია და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ან ნებისმიერი მისამართი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია არბიტრთან დაკავშირება.
3. არბიტრი უფლებამოსილია განიხილოს დავა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურების შემდეგ. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებული არ არის მისცეს განმარტება მხარეებს უფლებამოსილების დადასტურებაზე უარის ან თანხმობის შესახებ. არბიტრის უფლებამოსილება დადასტურებულად ითვლება, თუ მუდმივმომქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე არ მიიღებს განჩინებას უარის თქმის შესახებ.
4. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს არ აქვს უფლება, დაადასტუროს არბიტრის უფლებამოსილება ამ უკანასკნელის მხრიდან წერილობითი თანხმობისა და ხელმოწერილი დეკლარაციის წარმოდგენამდე, მაგრამ უფლება აქვს უარი თქვას დადასტურებაზე მხარის მიერ არბიტრის კანდიდატურის დასახელებისთანავე.
5. თუ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის ან მხარის მიერ დანიშნული არბიტრი, რომელსაც წარმოდგენილი აქვს განცხადება და დეკლარაცია, არასაპატიო მიზეზით ერთხელ მაინც არ გამოცხადდება საარბიტრაჟო განხილვაზე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე განუმარტავს, მხარეს, რომ არბიტრის მხრიდან ადგილი აქვს საარბიტრაჟო განხილვის გაჭიანურებას და არბიტრის მოვალეობების უხეშ დარღვევას, რის შემდეგაც, გამოუცხადებლობის გამო, არბიტრი გადაყენებულად ითვლება. არბიტრის გადაყენების დღესვე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განმხილველ ახალ არბიტრს და ავალებს ასეთი ფორმით ჩამოყალიბებულ საარბიტრაჟო კოლეგიას განაგრძოს საქმის განხილვა.
1. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუკი არსებობს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული საფუძვლები, ან სხვა გარემოებები, რომლებიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევენ არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში, აგრეთვე, თუ არბიტრაჟის წევრის არ ფლობს საარბიტრაჟო განხილვის ენას, ან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას.
2. პირი, რომელსაც სთავაზობენ არბიტრად დანიშვნას, ვალდებულია უარი თქვას დეკლარაციის ხელმოწერაზე და აცნობოს როგორც მხარეებს ასევე საარბიტრაჟო ინსტიტუტს იმ გარემოებათა არსებობა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებენ მის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას.
3. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის ამოწურვიდან 30 დღეში. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
4. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
5. თუ დავას იხილავს საარბიტრაჟო კოლეგია და არბიტრი, რომელსაც განუცხადეს აცილება, თვითონ არ ამბობს უარს არბიტრის უფლებამოსილებაზე, ან თუ მეორე მხარე არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს წყვეტენ საარბიტრაჟო კოლეგიაში შემავალი სხვა არბიტრები.
6. თუ აცილება მისცეს მუდმივმომქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, რომელიც ერთპიროვნულად იხილავს საქმეს, ის აცილების საკითხს ერთპიროვნულად წყვეტს.
7. თუ აცილება მისცეს არბიტრს, რომელიც არ არის მუდმივმომქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, მაგრამ ერთპიროვნულად იხილავს დავას, მაშინ მისი აცილების საკითხს წყვეტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
1. თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში არბიტრაჟის წევრი შეიძლება გადაყენებულ იქნეს საკუთარი ან ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ, ან მხარეთა შეთანხმებით.
2. არბიტრაჟს არბიტრის თხოვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საპატიო მიზეზი.
3. მხარეს არა აქვს უფლება, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი.
4. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში შეთანხმების მიუღწევლობისას, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. არბიტრის მიერ უარის თქმა თავისი მოვალეობის შესრულებაზე ან მხარის თანხმობა არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, არ გულისხმობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან აცილების ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან მათ აღიარებას.
6. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება იმ წესების დაცვით, რომლებიც გამოყენებულ იქნა წინა არბიტრის დანიშვნისას.
მუხლი 16. მხარეებისა და წარმომადგენლებისათვის უწყების ჩაბარება
1. მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება ზეპირი განხილვის ან ცალკეული მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაჰბარების შესახებ აცნობოს მხარეს. უწყებით მუდმივმომქმედი არბიტრაჟი იბარებს აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
2. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ ზეპირ განხილვაზე დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შესაბამისი თანამშრომელი.
1. უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟისათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
2. თუ პრეტენდენტის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
3. თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა, მხარე უფლებამოსილია, არბიტრაჟის განჩინების საფუძველზე, თავისი ხარჯებით განახორციელოს საჯარო შეტყობინება ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ასეთ შემთხვევაში უწყება (გზავნილი) მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
4. თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი დამატებით სთხოვს პრეტენდენტს მისამართის დაზუსტებას. მუდმივმომქმედი არბიტრაჟი უფლებამოსილია, მაგრამ ვალდებული არ არის, სთხოვოს პრეტენდენტის მისამართის განმეორებით დაზუსტება. თუ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ მითითებულ ვადაში პრეტენდენტი ვერ დააზუსტებს მისამართს, ან მის მიერ დამატებით მითითებული მისამართიც არასწორი აღმოჩნდება, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი საარბიტრაჟო პრეტენზიას განუხილველად დატოვებს და განუმარტავს მხარეს, რომ მას შეუძლია თავიდან მიმართოს შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებულ მუდმივმომქმედ არბიტრაჟს მოპასუხის მისამართის დაზუსტების შემდეგ.
5. ამ მე-4 პუნქტის შესაბამისად საარბიტრაჟო პრეტენზიის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პრეტენდენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 25%.
1. უწყება უნდა შეიცავდეს:
ა) მუდმივმომქმედი არბიტრაჟის სრულ სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს;
ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის;
გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ;
დ) მუდმივმომქმედ არბიტრაჟში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული;
ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება;
ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს;
ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს მუდმივმომქმედ არბიტრაჟს გამოუცხადებლობის მიზეზები.
2. უწყებასთან ერთად მუდმივმომქმედი არბიტრაჟი მოპასუხეს უგზავნის საარბიტრაჟო პრეტენზიას და თანდართული დოკუმენტების ასლებს. უწყებასთან ერთად მუდმივმოქმედი არბიტრაჟი პრეტენდენტს უგზავნის მოპასუხის წერილობითი განცხადების ასლს, თუ ასეთი განცხადება შემოვიდა სასამართლოში უწყების გაგზავნის დროისათვის. მუდმივმოქმედ არბიტრაჟში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს უწყების გაგზავნამდე, ასევე მას შემდეგ, რაც უწყება გაგზავნილია.
1. უწყება იგზავნება ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებულ მუდმივმომქმედ არბიტრაჟის ოფისშიც.
2. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც, იმავე ან მუდმივმომქმედი არბიტრაჟისათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
3. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი უწყების ჩაბარება დასტურდება:
ა) ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით;
ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
4. დეპეშით დაბარების შემთხვევაში, უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.
5. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც მუდმივმოქმედ არბიტრაჟს უნდა დაუბრუნდეს. ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება აქტში.
6. უწყებისა თუ ნებისმიერი დოკუმენტის მეორე მხარისათვის გაგზავნას და ჩაბარების დასტურის წარმოდგენა მუდმივმომქმედი არბიტრაჟში შესაბამისი განჩინების საფუძველზე შეიძლება დაევალოს თავად მხარეს, ამ შემთხვევაში მხარე ვალდებულია ჩაბარების დასტური მუდმივმოქმედ არბიტრაჟში წარმოადგენოს ორი თვის ვადაში.
7. ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ფიზიკური პირისათვის გაგზავნილი უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო ფიზიკური პირის სამუშაო ადგილზე, ასევე იურიდიული პირის ან სხვა გაერთიანებისათვის (ამხანაგობისათვის) გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – იურიდიული პირის ან სხვა გაერთიანების (ამხანაგობის) შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
8. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.
თუ ადრესატმა ან ამ რეგლემენტით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება მუდმივმოქმედ არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს საქმე, თუ ჩაბარებაზე უარი უშუალოდ ადრესატმა განაცხადა. სხვა პირის მიერ უარის გაცხადების შემთხვევაში დამატებით, ერთხელ მაინც, უნდა გაეგზავნოს. სხვა პირის მიერ განმეორებითაც უწყების (გზავნილი) მიღებაზე უარის გაცხადება, ნიშნავს, რომ უწყება (გზავნილი) არის ჩაბარებული.
მუხლი 21. მისამართის შეცვლა საარბიტრაჟო განხილვის დროს
მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს განხილვის მსვლელობისას თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება მუდმივმომმედი არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
1. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობა მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.
2. თუ საქმეში პრეტენდენტი ან მოპასუხე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, უწყება ეგზავნება საარბიტრაჟო პრეტენზიაზე (შესაგებელზე, წერილობით ახსნა-განმარტებაზე და ა.შ.) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის.
1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.
2. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
3. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესები ვრცელდება ასევე მხარისათვის საქმის მასალების, საარბიტრაჟო განჩინების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების და სხვა ნებისმიერი იმ დოკუმენტის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომლის ჩაბარებაც მხარისათვის სავალდებულოა ამ რეგლამენტის მიხედვით.
მუხლი 24. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება. საარბიტრაჟო პრეტენზია (საარბიტრაჟო სარჩელი).
1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია საარბიტრაჟო შეთანხმების მხარის მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენა. საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საარბიტრაჟო პრეტენზია უნდა შეიცავდეს:
ა) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სრულ სახელწოდებას.
ბ) მითითებას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც მუდმივმოქმედი არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს დავა.
გ) პრეტენდენტის, მისი წარმომადგენლის (თუ საარბიტრაჟო პრეტენზია შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელს, გვარს (სახელწოდებას), ძირითად მისამართს (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში ალტერნატიულ მისამართს, სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონს, მათ შორის, მობილურს, ელექტრონულ ფოსტას, ფაქსს; საარბიტრაჟო პრეტენზიაში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები;
დ) დავის საგნის მოკლე აღწერას;
ე) საარბიტრაჟო პრეტენზიის ფასს;
ვ) პრეტენდენტის მოთხოვნას.
3. საარბიტრაჟო პრეტენზიაში შეიძლება ასევე მიეთითოს:
ა) სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც პრეტენდენტი ამყარებს თავის მოთხოვნებს;
ბ) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც პრეტენდენტი ამყარებს თავის მოთხოვნებს;
გ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ პრეტენდენტის მიერ მითითებულ გარემოებებს.
4. საარბიტრაჟო პრეტენზიას უნდა ერთვოდეს:
ა) საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ საარბიტრაჟო პრეტენზია შეაქვს წარმომადგენელს, წამომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს;
გ) თუ პრეტენდენტი ან მოპასუხე იურიდიული პირია, ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან.
დ) საარბიტრაჟო შეთანხმების ან იმ ხელშეკრულების ორიგინალი, რომელიც შეიცავს საარბიტრაჟო შეთანხმებას.
5. საარბიტრაჟო პრეტენზია ხელმოწერილი უნდა იყოს მხარის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
6. თუ საარბიტრაჟო სარჩელი არ შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს, მას თან არ ერთვის პუნქტში მითითებული დოკუმენტები ან/და ხელმოწერილი არ არის ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით,. მუდმივმომქმედი არბიტრაჟი ატყობინებს ამის შესახებ პრეტენდენტს და განუსაზღვრავს ვადას საარბიტრაჟო პრეტენზიის ამ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოსაყვანად. პრეტენდენტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს ორ დღეზე ნაკლები.
7. თუ პრეტენდენტი მუდმივმომქმედი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი უფლებამოსილია შესთავაზოს პრეტენდენტს საარბიტრაჟო პრეტენზიის გახმობა.
8. თუ პრეტენდენტი მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ მითითებულ ვადაში არ გაიხმობს საარბიტრაჟო პრეტენზიას, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი გამოიტანს განჩინებას საარბიტრაჟო პრეტენზიის განუხილველად დატოვებისა და შესაბამისი დოკუმენტების პრეტენდენტისათვის დაბრუნების შესახებ.
9. ამ რეგლამენტის ამავე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით პრეტენზიის გახმობის შემთხვევაში პრეტენდენტს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 25%.
10. ამ რეგლამენტის ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პრეტენზიის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პრეტენდენტს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 25 %.
11. საარბიტრაჟო პრეტენზიის მიმართ ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება შეგებებულ საარბიტრაჟო პრეტენზიაზეც.
12. შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზიას არბიტრაჟი მიიღებს და განიხილავს მხოლოდ მაშინ, თუ შეგებებული პრეტენზიით გათვალისწინებული დავა თავსდება იმავე საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებში, რომელზეც უთითებს თავდაპირველი საარბიტრაჟო შეთანხმება.
13. თუ შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზიის აღმძვრელი პირი (მოპასუხე) უთითებს არა თავდაპირველ პრეტენზიაში აღნიშნულ, არამედ სხვა საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც შეგებებული პრეტენზიით გათვალისწინებული დავის განხილვა ასევე მინდობილი აქვს მუდმივმომქმედ არბიტრაჟს, მაშინ არბიტრაჟი დაუშვებს შეგებებულ პრეტენზიას და ორივე საქმის ერთად განხილვას, თუ მიიჩნევს, რომ ამით მხარეთა შორის არსებული დავა უფრო სწრაფად, იაფად და ობიექტურად იქნება გადაწყვეტილი.
14. საარბიტრაჟო პრეტენზიაში და შეგებებულ საარბიტრაჟო პრეტენზიაში დასმულ საკითხებზე არბიტრაჟს გამოაქვს მხოლოდ საერთო გადაწყვეტილება.
15. თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან/და არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
16. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
17. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
2. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;
ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:
ა) საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
4. ამ რეგლამენტის ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ, ამ რეგლამენტის ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
5. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
6. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
7. არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.
8. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.
9. ამ მუხლით განსაზღვრული საარბიტრაჟო დადგენილების აღსრულება მოხდება “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
1. მუდმივმომქმედი არბიტრაჟი ვალდებულია საარბიტრაჟო პრეტენზია და მასზე დართული მასალები დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მოპასუხეს და განუსაზღვროს ვადა თავის პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენისათვის, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
.2 საარბიტრაჟო შესაგებელში მოპასუხემ უნდა მიუთითოს მუდმივმომქმედი არბიტრაჟის სრული დასახელება და აღნიშნოს, ცნობს თუ არა საარბიტრაჟო პრეტენზიას. თუ მოპასუხე საარბიტრაჟო პრეტენზიას ნაწილობრივ ცნობს, შესაგებელში კონკრეტულად უნდა აღინიშნოს, პრეტენდენტის მოთხოვნებიდან რომელს ეთანხმება მოპასუხე და რომელს –არა. მოპასუხეს უფლება აქვს შესაგებელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არბიტრაჟს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და ისარგებლოს ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც ამ რეგლამენტით მინიჭებული აქვს მხარეს.
3. შესაგებელი ხელმოწერილი უნდა იქნეს მხარის ან წარმომადგენლის მიერ.
4. თუ შესაგებელი არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ატყობინებს ამის შესახებ მოპასუხეს და აძლევს წინადადებას აღმოფხვრას შესაგებლის რეგლამენტთან შეუსაბამობა ზეპირ მოსმენამდე, ან თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვაზე ზეპირი მოსმენის გარეშე, მაშინ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
5. გაფრთხილების მიუხედავად, თუ მოპასუხე ხელს არ მოაწერს შესაგებელს, ან არ წარმოადგენს საარბიტრაჟო განხილვაში მანაწილეობაზე უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილ რწმუნებულებას/მინდობილობას ან სხვა დოკუმენტს, არბიტრაჟი წერილობით განუმარტავს მხარეს/ წარმომადგენელს, რომ საქმის განხილვა გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაგებლისა და მასზე თანდართული დოკუმენტების გათვალისწინების გარეშე.
1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
2. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.
3. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.
4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ რეგლამენტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.
5. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია წერილობით აცნობოს მხარეს არბიტრაჟის ყოველი სხდომის ჩატარების დრო და ადგილი სულ ცოტა 2 (ორი) დღით ადრე შესაბამისი სხდომის გამართვამდე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია მიღებიდან 2 დღის ვადაში მხარეს გაუგზავნოს მეორე მხარისაგან მიღებული ყოველი განცხადების, დოკუმენტის, თხოვნის, ინფორმაციის ასლი, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. არბიტრაჟში საქმის განხილვა მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობის საფუძველზე.
4. საარბიტრაჟო განხილვაში მხარის წარმომადგენლად შეიძლება მონაწილეობდეს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი. მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. ფიზიკური პირის წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებით. იურიდიული პირის წარმომადგენლის რწმუნებულებას ხელს აწერს ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. თუ იურიდიულ პირს აქვს ბეჭედი, მაშინ ხელმოწერასთან ერთად ბეჭედიც სავალდებულოა.
5. არბიტრაჟის მიერ ზეპირი მოსმენით საქმის განხილვისას საარბიტრაჟო განხილვის ოქმის შედგენა სავალდებულოა, ოქმს ხელს აწერს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრი და მდივანი.
6. საარბიტრაჟო განხილვის ოქმი მზადდება, როგორც წესი, ნაბეჭდი ფორმით. ზეპირი მოსმენის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება განხორციელდეს საარბიტრაჟო განხილვის აუდიო ჩაწერა, რის საფუძველზეც არბიტრაჟის მდივანი ადგენს ოქმს. არბიტრი ვალდებულია განუმარტოს მხარეებს რომ საარბიტრაჟო განხილვის შედგენის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება აუდიოჩაწერა. აუდიოჩაწერა დაუშვებელია, თუ ერთ-ერთი მხარე ამის წინააღმდეგია.
7. საარბიტრაჟო განხილვის ოქმი უნდა შეიცავდეს მითითებას საქმის განმხილველ არბიტრაჟზე, მხარეებზე და განხილვაში მონაწილე სხვა პირებზე, ასევე საარბიტრაჟო განხილვის თითოეული მონაწილის მიერ საქმესთან დაკავშირებით ზეპირი ფორმით გამოხატულ მოსაზრებებს დასკვნებსა და შეფასებებს.
8. ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, პროცედურასთან დაკავშირებით წყდება საქმის ერთპიროვნულად განმხილველი არბიტრის მიერ, იმის მიხედვით.
1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. არბიტრაჟი აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს არბიტრთა შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
4. არბიტრაჟს შეუძლია ნებაყოფლობით დაკითხოს მოწმეები და მისცეს წინადადება მხარეს წარმოადგინოს მტკიცებულება.
5. მხარე, რომელიც შუამდგომლობს მოწმის დაკითხვასათან დაკავშირებით, ვალდებულია უზრუნველყოს მოწმის გამოცხადება ზეპირ მოსმენაზე. თუ მხარე ვერ უზრუნველყოფს მოწმის გამოცხადებას, არბიტრაჟს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის ისარგებლოს მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით “არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით.
6. მხარეს უფლება აქვს მის მიერ მითითებულ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოადგინოს ექსპერტის დასკვნა.
7. არბიტრაჟი ვალდებულია დანიშნოს ექსპერტი, თუ მხარეები ამას მოითხოვენ. არბიტრაჟი უფლებამოსილია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა მხარეთა ერთობლივი მოთხოვნით დანიშნული ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოდგენამდე.
8. თუ ექსპერტიზის შესახებ მხოლოდ ერთი მხარე შუამდგომლობს, არბიტრაჟი არ აკმაყოფილებს მის შუამდგომლობას, თუ მიიჩნევს, რომ მხარეს თვითონაც შეეძლო ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა მის მიერ პრეტენზიის, ან შესაგებლის შემოტანისას.
9. თუ გარემოება, რომელზე მითითებითაც ერთ-ერთი მხარე შუამდგომლობს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, წარმოიშვა მის მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის, ან შესაგებლის წარმოდგენის შემდეგ, მაშინ არბიტრაჟი მას უნიშნავს ვადას ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად. არბიტრაჟის მიერ დანიშნულ ვადაში ექსპერტის დასკვნის წარუდგენლობა არ დააბრკოლებს საარბიტრაჟო განხილვას. ამ შემთხვევაში არბიტრაჟი საქმეს გადაწყვეტს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
10. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივითაც დანიშნოს ექსპერტიზა. ამ შემთხვევაში არბიტრაჟი აჩერებს საარბიტრაჟო განხილვას ექსპერტის დასკვნის მიღებამდე.
11. მხარე ვალდებულია არბიტრაჟის შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობისას წარუდგინოს ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ნივთი, ან დოკუმენტი.
12. ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო არბიტრაჟისათვის. არბიტრაჟი შინაგანი რწმენის საფუძველზე აფასებს მას, როგორც ერთ-ერთ მტკიცებულებას.
13. მხარეს უფლება აქვს შესთავაზოს არბიტრაჟს საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით საარბიტრაჟო განხილვაში სპეციალისტის მონაწილეობა. სპეციალისტის მოწვევის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი მხარე უზრუნველყოფს ზეპირ მოსმენაზე სპეციალისტის გამოცხადებას. სპეციალისტის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საარბიტრაჟო განხილვას. არბიტრაჟს უფლება აქვს მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ თავისი ინიციატივითაც მოიწვიოს სპეციალისტი.
14. როგორც მხარის, ასევე არბიტრაჟის ინიციატივით მოწვეული სპეციალისტი ვალდებულია ხელი მოაწეროს დოკუმენტს იმ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის შედეგად. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ექსპერტზეც.
15. ამ რეგლამენტის ამავე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ექსპერტი და სპეციალისტი ვალდებულნი იქნებიან აუნაზღაურონ მხარეებს ზიანი, რომელიც დადგა საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გახმაურების შედეგად.
16. მტკიცებულებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას არბიტრაჟს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის ისარგებლოს სასამართლოს დახმარებით “არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
1. თუ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაგებელი და უწყება ზეპირი მოსმენის გამართვის დროისა და ადგილის მითითებით დაუყოვნებლივ ეგზავნება პრეტენდენტს. შესაბამისი უწყება ეგზავნება აგრეთვე მოპასუხესა და იმ პირებს, რომელთა გამოცხადებასაც არბიტრაჟი მიზანშეწონილად ჩათვლის.
2. ზეპირი მოსმენის დროს მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარე. თუ კანონით, საარბიტრაჟო შეთანხმებით ან რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი არბიტრის მიერ დავის განხილვისას იგულისხმება, რომ არბიტრი აღჭურვილია ყველა იმ უფლებამოსილებით, რაც აქვს საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარეს.
3. არბიტრი ხსნის და დასრულებულად აცხადებს ზეპირ მოსმენას, სიტყვას აძლევს მხარეებს, რამდენიმე პრეტენდენტის და მოპასუხის, ასევე მოწმეების ექსპერტებისა და სპეციალისტების დასწრების შემთხვევაში განსაზღვრავს მათი გამოსვლების რიგითობას, უზრუნველყოფს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, მხარეებს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას გამოხატონ თავიანთი აზრი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების ან გარემოების შესახებ. თითოეული მხარის მოსაზრება, შეფასება, თუ განმარტება შეიტანება საარბიტრაჟო განხილვის ოქმში. თუ შეთანხმებულია საარბიტრაჟო განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, არბიტრაჟი გადაწყვეტილებას გამოიტანს საარბიტრაჟო პრეტენზიის, შესაგებლისა და მხარეთა წერილობით ახსნა-განმარტებების, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით.
4. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ თითოეულ მხარეს უფლება აქვს არბიტრაჟს მიმართოს შემაჯამებელი სიტყვით. შემაჯამებელი სიტყვით ბოლოს გამოდის მოპასუხე.
5. მხარეთა შემაჯამებელი სიტყვის დასრულების შემდეგ არბიტრაჟი საარბიტრაჟო განხილვას დასრულებულად აცხადებს და გამოაქვს გადაწყვეტილება.
მუხლი 31. საარბიტრაჟო გადაწყევტილების გამოტანის წესი
1. თუ მხარეები არ დაადგენენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის სპეციალურ ვადას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ იქნება გამოტანილი, საქმის განმხილველი არბიტრაჟი უნდა გადადგეს, თუ მხარეები არ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვის ვადის გაგრძელებაზე. ვადის გაგრძელება დაიშვება მხოლოდ ერთჯერადად, არაუმეტეს ოთხი თვის ვადით.
3. თუ მხარეებს არ აქვთ შეთანხმებული გადაწყვეტილების გამოტანის ვადის გაგრძელება, არბიტრაჟის შემადგენლობის გადადგომის შემდეგ ახალი შემადგენლობის ფორმირება ხდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ განმეორებით ფორმირებული არბიტრაჟიც ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას ფორმირების დასრულების მომენტიდან 3 (სამი) თვის ვადაში საარბიტრაჟო შეთანხმება ჩაითვლება გაუქმებულად. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებული არ არის განიხილოს ეს დავა, თუ მხარეები დადებენ ახალ საარბიტრაჟო შეთანხმებას და მაინც მოითხოვენ არბიტრაჟის მიერ დავის განხილვას.
4. არბიტრაჟს, რომელშიც ერთზე მეტი წევრია, გადაწყვეტილებები გამოაქვს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით.
5. არბიტრს არ აქვს გადაწყვეტილების გამოტანისას თავის შეკავების უფლება.
6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს:
ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო, ადგილი და არბიტრაჟის შემადგენლობა;
ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც არბიტრაჟი მოქმედებდა;
გ) მხარეები და საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე სხვა პირები;
დ) დავის საგანი;
ე) სამოტივაციო ნაწილი, მასში გადმოცემული მოსაზრებებით, რომელთა საფუძველზეც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს ასეთი სამოტივაციო ნაწილის არარსებობას;
ვ) არბიტრაჟის დადგენილება.
7. არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ხელს აწერს ყველა არბიტრი. თუ არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილებაში. თუ საქმის განმხილველი ერთი არბიტრია, გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი არბიტრი.
8. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თითო პირი უნდა გადაეცეს თითოეულ მხარეს.
9. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთათვის. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შეიძლება მესამე პირს აკისრებდეს რაიმე ვალდებულების შესრულებას.
საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არბიტრაჟი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
1. მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსის დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს არბიტრაჟს გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის განმარტება. არბიტრაჟი განმარტების მოთხოვნის მიღების დღიდან 30 დღის ვადაში იძლევა განმარტებას, ან გამოაქვს დადგენილება განმარტებაზე უარის შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს.
39.2. მხარეს უფლება აქვს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომის, აგრეთვე ხელნაწერი ან ბეჭდვის დროს დაშვებული შეცდომის გასწორება. თუ არბიტრაჟი შესწორებას მიზანშეწონილად ჩათვლის, მხარეებს ჩაჰბარდება გადაწყვეტილების შესწორებული ვარიანტი. შესწორებაზე უარის თქმა არბიტრაჟმა სათანადოდ უნდა დაასაბუთოს.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 35. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე საარბიტრაჟო განხილვის დასრულების ცალკეული შემთხვევები
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე საარბიტრაჟო განხილვა დასრულდება, თუ:
ა) ამ რეგლამენტის შესაბამისად არბიტრაჟი უარს იტყვის საარბიტრაჟო განხილვაზე;
ბ) ამ რეგლამენტის შესაბამისად საარბიტრაჟო პრეტენზია განუხილველად იქნება დატოვებული;
გ) ამ რეგლამენტის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება;
დ) პრეტენდენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაიხმობს საარბიტრაჟო პრეტენზიას.
1. არბიტრაჟი უარს იტყვის სარბიტრაჟო განხილვაზე, თუ:
ა) დავა, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების თანახმად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს არბიტრაჟმა, არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი.
ბ) საქმესთან დაკავშირებული გარემოებები არბიტრაჟს აძლევს საფუძველს, რომ მოცემული საქმის განხილვა ურყოფითად იმოქმედებს შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმომქმედი არბიტრაჟის რეპუტაციაზე (მაგალითად, თუ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომელიც დასრულებული არ არის და ეხება საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთა საქმიანობას და ა.შ.).
2. არბიტრაჟს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის ამ მუხლის პირველი პუნქტის ‘’ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი თქვას საარბიტრაჟო განხილვაზე, ამ განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი უარი.
3. ამ რეგლამენტის ამავე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში პრეტენდენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%, მიუხედავად იმისა, თუ განხილვის რა ეტაპზე დაფიქსირდა უარი საარბიტრაჟო განხილვაზე.
4. ამ რეგლამენტის ამავე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში პრეტენდენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%.
1. არბიტრაჟი მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით არ მიიღებს საარბიტრაჟო პრეტენზიას განსახილველად, ან შეწყვეტს საარბიტრაჟო განხილვას თუ:
ა) არ არსებობს დავის საგანი;
ბ) არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმავე საგანზე, იმავე მხარეებს შორის და იმავე საფუძვლით;
გ) პრეტენდენტმა უარი თქვა საარბიტრაჟო პრეტენზიაზე; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
დ) მხარეები მორიგდნენ;
ე) მხარე ფიზიკური პირის გარდაცვალებისას ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია;
ვ) საარბიტრაჟო რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
2. თუ საარბიტრაჟო განხილვა წყდება მორიგების საფუძველზე, არბიტრაჟი თავისი გადაწყვეტილებით ამტკიცებს მორიგებას, თუ მორიგების პირობები კანონს არ ეწინააღმდეგება. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდება მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. თუ ხარჯების განაწილების შესახებ მორიგებისას არ არის მხარეთა შეთანხმება, იგი განაწილდება მხარეებს შორის თანაბრად.
3. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადებით მიმართვიდან 3 დღის ვადაში.
4. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შემდეგ იმავე საქმეზე და იმავე საფუძვლით დავის გადაწყვეტის მოთხოვნით მუდმივმოქმედი არბიტრაჟისათვის მიმართვა არ დაიშვება. ამ შემთხვევაში არბიტრაჟი ვალდებულია საარბიტრაჟო პრეტენზია არ მიიღოს და მხარეს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%.
1. არბიტრაჟი მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, საარბიტრაჟო პრეტენზიას განუხილველად დატოვებს, თუ:
ა) საარბიტრაჟო პრეტენზია შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
ბ) საარბიტრაჟო პრეტენზია დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლებამოსილება;
გ) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, სხვა კერძო არბიტრაჟის ან სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
დ) დაკმაყოფილდა პრეტენდენტის შუამდგომლობა საარბიტრაჟო პრეტენზიისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
2. თუ ზეპირ მოსმენაზე არ გამოცხადდა ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოწვეული არც ერთი მხარე, არბიტრაჟი გადადებს საქმის განხილვას, კიდევ ერთხელ მოიწვევს მხარეებს და გააფრთხილებს გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. თუ გაფრთხილებისა და განმეორებით მოწვევის მიუხედავად, არც ერთი მხარე არ გამოცხადდება, არბიტრაჟი საარბიტრაჟო პრეტენზიას განუხილველად დატოვებს. ამ შემთხვევაში პრეტენდენტს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 25%.
3. საარბიტრაჟო პრეტენზიის განუხილველად დატოვება არ ართმევს პრეტენდენტს უფლებას კვლავ წარადგინოს საარბიტრაჟო პრეტენზია განუხილველად დატოვების საფუძვლების აღმოფხვრის პირობით.
1. პრეტენდენტს უფლება აქვს, გამოიხმოს საარბიტრაჟო პრეტენზია ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. საარბიტრაჟო პრეტენზიის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის შემდეგ საარბიტრაჟო პრეტენზიის გამოხმობა დაიშვება მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე წერილობით არ დაეთანხმება საარბიტრაჟო პრეტენზიის გამოხმობას, მაშინ არბიტრაჟი აგრძელებს საარბიტრაჟო განხილვას და გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება.
2. საარბიტრაჟო პრეტენზიის გამოხმობასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის დროს დაფიქსირებული აზრი შეიტანება საარბიტრაჟო განხილვის ოქმში, რაც უთანაბრდება გამოხმობაზე თანხმობის, ან უარის წერილობით ფორმას.
მუხლი 40. საარბიტრაჟო რეგლამენტის ძალაში შესვლა
1. საარბიტრაჟო რეგლამენტი ძალაშია შპს „დაცვა და ბიზნესის“ პარტნიორთა კრების ოქმით/ პარტნიორის გადაწყვეტილებით მისი დატკიცებისა და „არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მისი საჯარო გამოქვეყნების შემდეგ.
2. საარბიტრაჟო რეგლამენტის რომელიმე დებულების გაუქმება ან მისი ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი რეგლამენტის გაუქმებას, ან მის ბათილად ცნობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბათილი ან გაუქმებული ნაწილის გარეშე ამ რეგლამენტის შესაბამისად დავის განხილვა და გადაწყვეტა შეუძლებელია.
1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს წარმოადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი, წარმომადგენლის ხარჯები, მტკიცებულებათა მოპოვებისა და არბიტრაჟში წარმოდგენისათვის გაღებული ხარჯები.
2. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება:
ა) საარბიტრაჟო პრეტენზიაზე;
ბ) საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის განცხადებაზე;
გ) საჩივარზე, რომლითაც საჩივრდება არბიტრაჟის დადგენილება საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ.
3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართი 1-ის მიხედვით, რომელიც მტკიცდება შპს „დაცვა და ბიზნესის“ პარტნიორთა კრების ოქმით/პარტნიორის გადაწყვეტილებით და წარმოადგენს ამ რეგლამენტის განუყოფელ ნაწილს.
4. თუ ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია რეგლამენტის ტექსტის გაგზავნა მხარისათვის, მას ასევე უნდა გაეგზავნოს რეგლამენტის დანართი 1.
1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ან მის ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა არ აუქმებს იმ საარბიტრაჟო შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც არის მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
2. სასამართლო განჩინების/გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მუდმივმომქმედი არბიტრაჟი უფლებამოსილია განაახლოს საარბიტრაჟო განხილვა და გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება.
3. მუდმივმომქმედი არბიტრაჟი ვალდებულია ახალი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანისას გაითვალისწინოს და აღმოფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების ან მასზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
4. ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვის განახლების შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხებული ან ამ რეგლამენტით განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის ვადა აითვლება თავიდან.
შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმომქმედი არბიტრაჟის რეგლამენტის
დანართი I
1. შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (შემდგომში: მუდმივმოქმედი არბიტრაჟი) მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტისათვის დაწესებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა დგინდება ამ დანართით, რომელიც წარმოადგენს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტის განუყოფელ ნაწილს და ძალაშია მასთან ერთად.
2. წინამდებარე დანართი საარბიტრაჟო რეგლამენტთან ერთად მტკიცდება შპს „დაცვა და ბიზნების“ პარტნიორთა კრების ოქმით/პარტნიორის გადაწყვეტილებით.
3. თუ საარბიტრაჟო რეგლამენტით გათვალისწინებულია რეგლამენტის ტექსტის გაგზავნა მხარისათვის, მას ასევე უნდა გაეგზავნოს რეგლამენტის დანართი 1.
1. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიისათვის განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით:
დავის საგნის ღირებულება ლარებში;
საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ლარებში;
0-100 000, - 2%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა;
100 001-500 000, - 1,8%, მაგრამ არანაკლებ 3000 ლარისა;
500 001-1000 000, - 1,5% , მაგრამ არანაკლებ 8000 ლარისა.
საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15000 ლარს.
2. თუ დავის საგნის ფულადი ღირებულების შეფასება შეუძლებელია ან რთულია, საარბიტრაჟო მოსაკრებელი შეადგენს 3000 ლარს.
3. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის განცხადების წარდგენისათვის შეადგენს 150 ლარს.
4. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ არბიტრაჟის დადგენილების გასაჩივრებისას შეადგენს 150 ლარს.
5. მხარის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი მოიცავს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალიწინებულ გადასახადებს (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით).
1. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით და ჩაირიცხება შპს „დაცვა და ბიზნესის“ ერთ-ერთ ანგარიშზე. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მხარეს ანგარიშის რეკვიზიტები მისთვის მისაღები ფორმით.
2. თუ საარბიტრაჟო რეგლამენტის თანახმად მხარის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია დააბრუნოს იგი დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დასაბრუნებელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საარბიტრაჟო რეგლამენტით.
3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაბრუნება ხდება მხარის იმ ანგარიშზე, რომელიც ცნობილია მუდმივმომქმედი არბიტრაჟისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე წერილობით მოითხოვს თანხის სხვა ანგარიშზე ჩარიცხვას და მიუთითებს შესაბამისი ანგარიშის რეკვიზიტებს.