ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.02.2015
ძალის დაკარგვა 28.03.2018
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016199
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2015 წლის 19 თებერვალი
ქ.ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №13 დადგენილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება“ (ვებგვერდი www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი 21/07/2014; ს/კ 010250050.35.138.016140).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და
ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3.
სამსახურის საქმიანობაზე, სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 2🔗.
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის სამართლებრივი საფუძვლები
1.
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2.
სამსახური, რომელიც ასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილების უფროსის/უფროსების და დარგის სპეციალისტებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
ეკონომიკური დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილება;
ბ)
მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;
გ)
მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება.
3.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.
სამსახურის უფროსი:
ა)
წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ)
უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით: სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ)
ორგანიზებას უწევს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასა და უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
ე)
გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ)
ანგარიშვალდებულია გამგებელის წინაშე.
თ)
სამსახურის უფროსის არ ყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გადაყენებისას, სამსახურის უფროსის მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს სამსახურის განყოფილების თანამშრომელი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის განყოფილებების მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1.
სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.
სამსახურის განყოფილების უფროსი და განყოფილებაში მომუშავე საჯარო მოხელეები ასრულებენ სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან გამგებლისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე.
3.
სამსახურის განყოფილების უფროსსა და განყოფილებაში მომუშავე საჯარო მოხელეებს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
4.
მოსამსახურე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
5.
მოსამსახურე დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.
6.
მოსამსახურე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
7.
მოსამსახურე ვალდებულია:
ა)
დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ)
იმუშაოს თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე)
შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ)
გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 6🔗.
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა)
მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადება, მათ განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
ბ)
ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
გ)
ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
დ)
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ე)
ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ვ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა;
ზ)
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
თ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;
ი)
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
კ)
წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ლ)
მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლებამოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
მ)
მუნიციპალური გარემოს დაცვითი პროექტების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ნ)
მუნიციპალური აგრარული და მელიორაციული პროექტების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ო)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება
ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების ფუნქციებია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების უზრუნველყოფა, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული პროგრამების პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ბ)
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის საპროგნოზო და ბიუჯეტით გათვალის წინებული ხარჯებით მისაღები შედეგების თაობაზე წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ)
საბიუჯეტო პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავება, ამ პროგრამების განსახორციელებლად თანხებისა და სხვა მატერიალური რესურსების მოზიდვის ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში;
დ)
ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში;
ე)
თვითმმართველი ერთეულის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ)
მუნიციპალიტეტის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეკონომიკური პროგრამის შექმნა და განხორციელება; მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება საკანონმდებლო, სამართლებრივი და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირება;
ზ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა;
თ)
ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციისა და ბიზნესკომუნიკაციების განვითარება; საინფორმაციო სისტემების მონაცემთა ბაზის შექმნა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის მხარდაჭერა, ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა;
ი)
ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
კ)
ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნა და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდული ანალიზი;
ლ)
ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და საკრებულოს დადგენილებების პროექტების მომზადება, მათ შესრულებაზე მონიტორინგი;
მ)
ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების დაგეგმვა და აღრიცხვა თითოეულ გადამხედლზე წლის, კვარტალის და თვეების მიხედვით;
ნ)
დადგენილი მოსაკრებლის ამოღება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ო)
გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება, გადასახადის ვადების და მოცულობის შესახებ;
პ)
ადგილობრივ საბიუჯეტო საკითხებზე – ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე წინადადებების მომზადება;
ჟ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და ზონების საზღვრების განსაზღვრის შესახებ“ შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადება;
რ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილება
მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა)
თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში/ სარგებლობაში (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) აუქციონის ფორმით გადაცემის მიზნით, აუქციონის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
ბ)
საკუთრებაში/ სარგებლობაში (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) თვითმმართველი ერთეულის ქონების მათ შორის არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებისა და საკუთრების მოწმობების მომზადება. ასევე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ)
იჯარით გაცემული ქონების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურისათვის;
დ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიაში მუშაობა, კომისიის საინფორმაციო, მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების კოორდინირება;
ე)
ახალციხის მუნიციპალიტეტის „ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის მომზადება;
ვ)
გამგებელის ბრძანების საფუძველზე, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ იზოლირებული და არაიზოლირებულ ფართობზე კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა;
ზ)
მუნიციპალურ საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი წესით;
თ)
მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზებისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება; საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის წარმომადგენელთა დანიშვნა–არჩევის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება.
ი)
არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი იზოლირებული და არაიზოლირებული ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მოქალაქის განცხადებების განხილვა,და შემდგომი რიაგირება კანონით დადგენილი წესით;
კ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონების, მათ შორის მიწის ნაკვეთების, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა-რეგისტრაციისა და გამიჯვნა-გაერთიანების მიზნით შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება, შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად;
ლ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავება, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
მ)
თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა-რეგისტრაცია და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
ნ)
წინადადებების მომზადება ადგილობრივი ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ო)
წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემას, გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში;
პ)
მუნიციპალიტეტში, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და ზონების საზღვრების განსაზღვრის შესახებ“ შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადება;
ჟ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 9🔗.
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილება
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების ფუნქციებია:
ა)
მუნიციპალური გარემოს დაცვითი პროექტების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე.
ბ)
მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
გ)
აგრარულ სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
დ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდება;
ე)
მუნიციპალური მელიორაციული პროექტების შემუშავება; მუნიციპალური მელიორაციული პროექტების და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა;
ვ)
მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მართვის, დამუშავების აღნიშნული მიწების რეგისტრაციისათვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლების, გამწვანების აქციების და სხვა მსგავსი ღონისძიებების მაქსიმალური ხელშეწყობა;
თ)
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ხე - მცენარეების მოჭრა - გადაბელვის კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში;
ი)
მოსახლეობისათვის ტყის რესურსით სარგებლობის მიზნით ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
კ)
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალური საჭიროებიდან გამომდინარე წიაღით სარგებლობის ხელშეწყობა.
ლ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 10🔗.
სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები
სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 11🔗.
დასკვნითი დებულება
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.