გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო (საერთო, თანამდებობრივი და დამატებითი)მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2015
ძალის დაკარგვა 11.09.2015
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016211
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 475 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2015 მიღება
11.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო (საერთო, თანამდებობრივი და დამატებითი)მოთხოვნების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2015 წლის 20 თებერვალი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო (საერთო, თანამდებობრივი და დამატებითი) მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19, 29-ე და 31-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო (საერთო, თანამდებობრივი და დამატებითი) მოთხოვნები დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დანართში მითითებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის  საკვალიფიკაციო (საერთო, თანამდებობრივი და დამატებითი) მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნები ყველა კონკურსანტს მოეთხოვება: 1. ქართულ ენაზე სრულყოფილი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი; 2. შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ )ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; (წყარო: http://www.parliament.ge/files/international-acts/conventions/2004/515-IIs-26-10-2004.doc); გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”; დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 3. უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი). მუხლი 2🔗. თანამდებობრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები გარდა პირველ მუხლში მითითებული ნორმატიული აქტებისა, თანამდებობრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: 1. აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე (1 საშტატო ერთეული) ა) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ; (წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/112894 ) ბ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“; გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“; (წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2394392) დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №23 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“. (წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2394807) 2. აპარატის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“; (წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2394392) ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №23 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“. (წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2394807) მუხლი 3🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე (1 საშტატო ერთეული) ა) უმაღლესი განთლების დიპლომი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება; გ) ერთ-ერთი უცხოური ენის საფუძვლიანი ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება; დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; ე) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად). 2. აპარატის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) უმაღლესი განათლების დიპლომი; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) ერთ-ერთი უცხოური ენის ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება; დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; ე) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად). მუხლი 4🔗. სავალდებულო ტესტირების ზღვარი კონკურსით გათვალისწინებული სავალდებულო ტესტირების მინიმალური ზღვარია 51%.