თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "ავტოტრანსრეგულირებასამცხე-ჯავახეთი"-ის გაკოტრების საქმის წარმობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/22140-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/22140-14

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე-ჯავახეთი” (ს/კ 224070831)

წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე-ჯავახეთის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 16 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე-ჯავახეთის” (ს/კ 224070831) დირექტორის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე-ჯავახეთის” უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 2 164,35 (ორი ათას ას სამოცდაოთხი და ოცდათხუთმეტი მეასედი) ლარს. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი და არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰყავს დებიტორები, საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი და, შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორთა
მოთხოვნები. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე-ჯავახეთის” (ს/კ 2094442110) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე ჯავახეთს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე ჯავახეთის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 დეკემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 26 დეკემბერს, ხოლო კრედიტორს, სსიპ – შემოსავლების სამსახურს კი გზავნილი ჩაბარდა 2014 წლის 24 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 22). განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე ჯავახეთის” კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე ჯავახეთის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე ჯავახეთის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე ჯავახეთი” (ს/კ 224070831 გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია.

2. შპს „ავტოტრანსრეგულირება სამცხე ჯავახეთს” (ს/კ 224070831) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

მოსამართლე                                                  ბესიკ სისვაძე