კრედიტქულების შეწონვის წესის, კრედიტქულების განაწილების პრინციპების და კრედიტქულების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2015
ძალის დაკარგვა 27.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.018462
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| სქემით განსაზღვრული სტატუსი | სავალდებულო აქტივობების წილი |
| უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად | 100.0% |
| უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად | 69.2% |
| წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად | 68.4% |
| წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად | 58.8% |
| მენტორის სტატუსის მისანიჭებლად | 60.0% |
| მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად | 50.0% |
| უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობები | კრედიტქულები |
| საგნის გამოცდის ჩაბარება | 10 |
| 2 გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი | 4 |
| უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად უფროსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობები | კრედიტქულები |
| გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი | 5 |
| 1 გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი | 2 |
| საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა | 2 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კრედიტქულების შეწონვის წესის, კრედიტქულების განაწილების პრინციპების და კრედიტქულების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №77
2015 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
კრედიტქულების შეწონვის წესის, კრედიტქულების განაწილების პრინციპების და კრედიტქულების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 217 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
ამ დადგენილების დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს კრედიტქულების შეწონვის წესი, კრედიტქულების განაწილების პრინციპები და კრედიტქულების გაანგარიშების წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
კრედიტქულების შეწონვის წესი, კრედიტქულების განაწილების პრინციპები და კრედიტქულების გაანგარიშების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ამ დანართის მიზანია, კრედიტქულების შეწონვის წესის, კრედიტქულების განაწილების პრინციპებისა და კრედიტქულების გაანგარიშების წესის განსაზღვრა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს, ამ დანართის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსი (შემდგომში - სქემით განსაზღვრული სტატუსი) - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების სქემაში, მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) პრაქტიკოსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;
დ) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს;
ე) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკას;
ვ) კრედიტქულა - მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული;
ზ) დამატებითი საქმიანობა - არჩევითი საქმიანობა, რომელიც ეხმარება მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის/წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსის მინიჭებისა და მენტორის სტატუსის შენარჩუნებისათვის აუცილებელი რაოდენობის კრედიტქულების დაგროვებაში.
მუხლი 3🔗. კრედიტქულების შეწონვის წესი
1. კრედიტქულების შეწონვის წესი ადგენს სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, მასწავლებლის მიერ განხორციელებული, სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების წილების შემდეგ განაწილებას:
სქემით განსაზღვრული სტატუსი
სავალდებულო აქტივობების წილი
სავალდებულო აქტივობების წილის შესატყვისი კრედიტქულები
დამატებითი საქმიანობის წილი
დამატებითი საქმიანობის წილის შესატყვისი კრედიტქულები
კრედიტქულების ჯამი
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად
100.0%
19
-
-
19
უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად
69.2%
9
30.8%
4
13
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად
68.4%
13
31.6%
6
19
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად
58.8%
10
41.2%
7
17
მენტორის სტატუსის მისანიჭებლად
60.0%
15
40.0%
10
25
მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად
50.0%
15
50.0%
15
30
2. მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის განმეორებით შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებლების შეცვლა, რამაც არ უნდა გამოიწვიოს სქემით განსაზღვრული სტატუსის შესანარჩუნებლად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, მასწავლებლის მიერ დასაგროვებელი კრედიტქულების ჯამის ცვლილება.
მუხლი 4🔗. კრედიტქულების განაწილების პრინციპი
სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად აუცილებელი კრედიტქულები ნაწილდება სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, მასწავლებლის მიერ განხორციელებულ სავალდებულო აქტივობებსა და დამატებით საქმიანობებს შორის.
მუხლი 5🔗. კრედიტქულების გაანგარიშების წესი
1. მასწავლებელი ფასდება მის მიერ განხორციელებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შესაბამისად.
2. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვროს შემდეგნაირად:
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობები
კრედიტქულები
საგნის გამოცდის ჩაბარება
10
2 გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი
4
მასწავლებლის პროფესიულ უნარებში პროფესიული განვითარების კურსის გავლა, რომელიც ორგანიზებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა დაწესებულების მიერ. სხვა დაწესებულების მიერ განხორციელებული პროფესიული განვითარების კურსი აუცილებელია იყოს აკრედიტებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
5
ჯამი - 19
3. უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, უფროსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვროს შემდეგნაირად:
უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად უფროსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობები
კრედიტქულები
2 გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი
4
გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
5
ჯამი - 9 კრედიტქულა
4. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, უფროსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვროს შემდეგნაირად:
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებლისათვის დამატებითი სავალდებულო აქტივობები
კრედიტქულები
1 გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი
2
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
2
ჯამი -
4 კრედიტქულა
5. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, სავალდებულო აქტივობებიდან უფროსმა მასწავლებელმა ჯამურად უნდა მოაგროვოს 13 კრედიტქულა, რაც არის შენარჩუნებისთვის საჭირო კრედიტქულებისა და დამატებითი სავალდებულო აქტივობის ჯამი.
6. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, წამყვანი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვროს შემდეგნაირად:
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად წამყვანი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობები
კრედიტქულები
5 სამოდელო გაკვეთილის წარმართვა
5
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა
3
მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა
2
ჯამი -
10 კრედიტქულა
7. მენტორის სტატუსის მისანიჭებლად, წამყვანი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვროს შემდეგნაირად:
მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებლისათვის დამატებითი სავალდებულო აქტივობები
კრედიტქულები
5 სამოდელო გაკვეთილის წარმართვა
5
ჯამი -
5 კრედიტქულა
8. მენტორის სტატუსის მისანიჭებლად, სავალდებულო აქტივობებიდან წამყვანმა მასწავლებელმა ჯამურად უნდა მოაგროვოს 15 კრედიტქულა, რაც არის შენარჩუნებისთვის საჭირო კრედიტქულებისა და დამატებითი სავალდებულო აქტივობების ჯამი.
9. მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად, მენტორისათვის სავალდებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვროს შემდეგნაირად:
მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად მენტორისათვის სავალდებულო აქტივობები
კრედიტქულები
5 სამოდელო გაკვეთილის წარმართვა
5
მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა
3
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორობა
2
მასწავლებლების საჭიროების შეფასება და მის საფუძველზე მასწავლებლებისათვის პროფესიული განვითარების ღონისძიებების წარმართვა
3
სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტაცია
2
ჯამი -
15 კრედიტქულა
10. სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, უფროსი მასწავლებლის/წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსის მისანიჭებლად და მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად, შესაბამისი მასწავლებელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო აქტივობების გარდა, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობებისათვის გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალიდან აირჩიოს განსახორციელებელი დამატებითი საქმიანობა/საქმიანობები.
11. უფროსი მასწავლებლის/წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსის მისანიჭებლად და მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად განსახორციელებელი დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის შესაბამისი კრედიტქულებია:
დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალი
კრედიტქულა
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა მენტორისა)
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორისათვის
3 კრედიტქულა
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხვა წევრებისათვის
1 კრედიტქულა
პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარი) მომხსენებლად მონაწილეობა
1 კრედიტქულა
სტაჟირება პროფესიული განვითარების მიზნით, რომელიც დადასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენით
1 კრედიტქულა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა)
1 კრედიტქულა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა
სტატიის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა)
1 კრედიტქულა
მეთოდური ლიტერატურის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა)
2 კრედიტქულა
გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა
4 კრედიტქულა
სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტაცია (მხოლოდ უფროსი მასწავლებლისათვის)
2 კრედიტქულა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდულის ავტორობა. სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტრენინგის აკრედიტებული ტრენინგ-მოდულის ავტორობა
2 კრედიტქულა
მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით, მასწავლებლის თვითშეფასების საფუძველზე, მასწავლებლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული ტრენინგის გავლა
25 საკონტაქტო საათი - 1 კრედიტქულა
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობების გარდა, უფროსი მასწავლებლის/წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსის მისანიჭებლად და მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად განსახორციელებელი დამატებითი საქმიანობაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა, რომლისთვისაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება თითოეულ პროგრამაში/პროექტში მონაწილეობის შესაბამისი კრედიტქულა.
13. პრაქტიკოს მასწავლებელს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში განხორციელებული დამატებითი საქმიანობების შესაბამისი კრედიტქულები უღიარდება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შემდგომ.