⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.01.2017)
გაუქმებულია:

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2015
ძალის დაკარგვა 27.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.018459
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 835 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2015 მიღება
27.01.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს  წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხ
არისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის  პედაგოგიურ პრაქტიკას
მუხლი 2
მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც
წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №74 2015 წლის 20 თებერვალი ქ.თბილისი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ  ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21​7 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: მუხლი 1🔗 ამ დადგენილების დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს ამ წესის ძალაში შესვლის დროისათვის მოქმედი მასწავლებლების განაწილებას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (შემდგომში - სქემა). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სქემით განსაზღვრული სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან  უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების  საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) პრაქტიკოსი მასწავლებელი -  მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმა) მოთხოვნების  შესაბამისად; გ) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის   სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები; დ) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე,  შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს; ე) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს  წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის  პედაგოგიურ პრაქტიკას; ვ) მოქმედი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელსაც ამ წესის ძალაში შესვლის დროისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21​2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მასწავლებლის თანამდებობა; ზ) საგნის გამოცდა - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა; თ) სერტიფიცირებული მასწავლებელი - მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი; ი) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა. მუხლი 3🔗. მოქმედი მასწავლებლების განაწილება სქემაში მოქმედი მასწავლებლები სქემაში განაწილდებიან შემდეგი წესით: ა) პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელიც არ არის სერტიფიცირებული მასწავლებელი და მასწავლებელს, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ბ.ა) ამ წესის ამოქმედების დროისათვის, არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული   საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთ საგანში და ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს; ბ.ბ) 2014 წლის ბოლომდე წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, 2015 წლის ზაფხულის ჩათვლით, წარმატებით ჩააბარებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთი საგნის გამოცდას და ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს; ბ.გ) აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; გ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში და ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს; დ) მოქმედ მასწავლებელს მენტორის სტატუსი მიენიჭება  მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი მასწავლებლების შესახებ ელექტრონულ სისტემაში  განთავსდება შემდეგი მონაცემები: ა) მოქმედი მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესახებ; გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ; დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის შესახებ. 2. მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მასწავლებელი. 4. ელექტრონულ სისტემაში  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრულყოფილად და დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. 5. ელექტრონულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების განთავსებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები არის მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილების საფუძველი. 7. მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილებისა და მისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოიცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 8. მოქმედი მასწავლებლების სქემაში  განაწილება დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით. მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებანი მოქმედი მასწავლებლები სქემაში განაწილდებიან 2015 წლის 20 აგვისტოდან,  2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.