⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.01.2016)
გაუქმებულია:

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2015
ძალის დაკარგვა 25.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №182
სარეგისტრაციო კოდი 300310000.22.023.016305
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,778 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2015 მიღება
25.01.2016 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
ინსპექტირება
ობიექტის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეაგირება
მუხლი 3
დათვალიერება
ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება და დოკუმენტაციის   შესწავლა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინსპექტირების ჩატარების, ასევე შესაბამისი რეაგირების უზრუნველსაყოფად
მუხლი 3
ადმინისტრაციული მიწერილობა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსპექტირების, ანგარიშგების და საქმიანობის  პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე დეპარტამენტის უფროსის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც აცნობებს ინსპექტირების ობიექტს, რომ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან, რომელთა შეუსრულებლობაც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №182 2015 წლის 24 თებერვალი ქ. თბილისი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის პირველი ოქტომბრის N75 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო  1. წინამდებარე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებადი საქმიანობების  ინსპექტირების ჩატარების წინაპირობებსა და პროცედურებს. 2. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსპექტირების და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის ძირითად მოთხოვნებს. მუხლი 2🔗. კანონმდებლობა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების სფეროში დეპარტამენტი ინსპექტირების განხორციელებისას ხელმძღვანელობს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“, „ლიცენზიებისა და  ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ წესით და სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინსპექტირება – ობიექტის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეაგირება; ბ) დათვალიერება – ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება და დოკუმენტაციის   შესწავლა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინსპექტირების ჩატარების, ასევე შესაბამისი რეაგირების უზრუნველსაყოფად; გ) ადმინისტრაციული მიწერილობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსპექტირების, ანგარიშგების და საქმიანობის  პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე დეპარტამენტის უფროსის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც აცნობებს ინსპექტირების ობიექტს, რომ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან, რომელთა შეუსრულებლობაც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას; დ) ინსპექტირების ობიექტი - ბირთვული და რადიაციული ობიექტი, სადაც დაგეგმილია ან ხორციელდება ინსპექტირება. 2. წესში გამოყენებულ  სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებში. მუხლი 4🔗. ინსპექტირების მიზნები და ამოცანები  1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მიზანია ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. ინსპექტირების ამოცანებია: ა) ბირთვული და რადიაციული  საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი პირების მიერ საქმიანობის განხორციელებისას სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ან/და ლიცენზიის/ნებართვის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პირობების დარღვევის გამოვლენა; ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პირობების დარღვევის გამოვლენა; გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 5🔗. ინსპექტირების სახეები ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება შეიძლება იყოს გეგმური ან არაგეგმური. მუხლი 6🔗. გეგმური ინსპექტირება 1. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ინსპექტირების პროგრამის მიხედვით, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, ყოველი წლის ბოლოს, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). ინსპეტირების პროგრამის შედგენა ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობის გათვალისწინებით. ბრძანებით განისაზღვრება  მომდევნო წელს შესამოწმებელი ობიექტების ნუსხა. 2. ინსპექტირების პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ინსპექტირების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური რესურსები და ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, წინა ინსპექტირების შედეგები და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინსპექტირების განხორციელების პერიოდულობა. 3. გეგმური ინსპექტირების განხორციელების პერიოდულობა გამომდინარეობს კონკრეტული საქმიანობის რადიაციული რისკიდან და განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) რადიოაქტიური წყაროების გამოყენება მედიცინაში, მრეწველობასა და მეცნიერებაში - არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ; ბ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან  მოპყრობა – არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ; გ) ამაჩქარებლები  სხვადასხვა დანიშნულების (მედიცინა, მრეწველობა და სხვა) - არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ; დ) სამედიცინო დიაგნოსტიკური რადიოლოგია (კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, ზოგადი პროფილის რენტგენოდიაგნოსტიკა, მამოგრაფია და სხვ.) - არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ; ე) სტომატოლოგიური რენტგენოგრაფია და მომსახურების მიწოდება მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებით – არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ; ვ) ლიცენზირებადი საქმიანობის დანარჩენი სახეობები – არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ. 4. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ობიექტების შერჩევის პრინციპით. ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ინსპექტირების პროგრამაში დადგენილი შესამოწმებელი ობიექტების რიგითობა. 5. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება  ლიცენზიის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წინასწარი გაფრთხილებით, რომელიც ადრესატს ეგზავნება ინსპექტირების განხორციელებამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. 6. სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კომპლექსური ინსპექტირება სხვა, მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით. მუხლი 7🔗. არაგეგმური ინსპექტირება 1. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება: ა) მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მომართვების (საჩივრების), შეტყობინებების საფუძველზე; ბ) რადიაციული ავარიის ან/და ინცინდენტის, გაუთვალისწინებელი შემთხვევის, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების, დაცულობის, სალიცენზიო/სანებართვო პირობების ან/და საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე; გ) ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირის ანგარიშგების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით; დ) სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად და კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის დადგენილი პირობების დაკმაყოფილების მიზნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ქმედების განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით; ე) საჭიროების შემთხვევაში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რისკისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მუშაობის დაწყებამდე, ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების არსებულ მდგომარეობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ვ) ფიზიკური ან იურიდიული პირის არალიცენზირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის მიზნით; ზ) ინსპექტირების ობიექტის დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე; თ) თუ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების შედეგად (რადიაციული ავარია, გაუთვალისწინებელი შემთხვევა, სავარაუდო კანონდარღვევა) შესაძლებელია მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, მაშინ შესაძლებელია ოპერატიული ინსპექტირების განხორციელება. 2. არაგეგმური ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს როგორც ინსპექტირების პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტში, ისე, სხვა ობიექტშიც, რომელიც არ არის შეტანილი ამ პროგრამით  დადგენილ ნუსხაში. 3. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება  ლიცენზიის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის ინსპექტირების თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემით, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 4. სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს არაგეგმური კომპლექსური ინსპექტირება სხვა, მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით. მუხლი 8🔗. ობიექტის დათვალიერება 1. ობიექტის დათვალიერება შესაძლოა ჩატარდეს ავტორიზებული ან არაავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირის  წინასწარი შეტყობინების გარეშე. 2. დათვალიერების დაწყებამდე დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი  ვალდებულია დათვალიერების ობიექტის ხელმძღვანელს ან მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა. 3. დათვალიერება შესაძლოა მოიცავდეს: ა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოპოვებას, მათ შორის, ობიექტის საქმიანობის ადგილის და მოწყობილობა-დანადგარების ვიზუალურ დათვალიერებას; ბ) ნებისმიერი იმ დოკუმენტაციის გამოთხოვას, რომელიც შესაძლოა ადასტურებდეს ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და ვალდებულებების შესრულებას; გ) ობიექტის ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას. 4. თუ ობიექტის დათვალიერებისას გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა მყისიერი და უშუალო საფრთხე შეუქმნას დარღვევების შესახებ მტკიცებულებებს, დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ახორციელებს ამ მტკიცებულებების მოპოვებისათვის საჭირო ღონისძიებებსა (მათ შორის, მტკიცებულებების დალუქვა, სინჯების აღება და ა.შ.) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეაგირების ზომებს. 5. დათვალიერებისას ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ინსპექტირების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. 6. დათვალიერება შესაძლებელია ჩატარებულ იქნეს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში. 7. ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის დათვალიერების  განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს. მუხლი 9🔗. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინსპექტირების თაობაზე  1. გეგმური ან/და არაგეგმური ინსპექტირების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მინისტრი. 2. ოპერატიული ინსპექტირების განხორციელებისას ან/და დათვალიერების საფუძველზე არაგეგმური შემოწმების განხორციელებისას წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ინსპექტირების დასრულებიდან არაუმეტეს სამი დღის ვადაში. 3. ინსპექტირების განხორციელების თაობაზე მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს: ა) ინსპექტირების სახე; ბ) ინსპექტირების განმახორციელებელი პირები (თანამდებობა, სახელი და გვარი, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის ვინაობა); გ) ინსპექტირების ობიექტი/ობიექტები და მათი მისამართები; დ) ინსპექტირების განხორციელების თარიღი და ვადა. მუხლი 10🔗. ინსპექტირების განხორციელება 1. ინსპექტირების განმახორციელებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის ნებისმიერი უბანი, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი საქმიანობა. 2. ინსპექტირება იწყება ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტზე ხელმძღვანელობასთან, რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან, ან/და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთან სამსახურებრივი მოწმობის, ასევე ინსპექტირების თაობაზე მინისტრის ბრძანების წარდგენით. 3. ინსპექტირების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია: ა) გაეცნოს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას (რადიაციული დაცვის პროგრამის, რადიაციული  მონიტორინგის შედეგების, ხარისხის კონტროლის, აპარატურის დაკალიბრება - ტესტირების და სხვა დოკუმენტაციას); ბ) გაესაუბროს ორგანიზაციის პერსონალს და სხვა კომპეტენტურ პირებს, ინსპექტირებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით; გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად ჩაატაროს აუცილებელი რადიოლოგიური (დოზიმეტრული)  გაზომვები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია; დ) დაადგინოს რადიაციული ავარიებისათვის ან/და ინციდენტებისათვის მზადყოფნა; ე) აიღოს სინჯები ლაბორატორიული რადიოლოგიური შეფასებისათვის; ვ) საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ობიექტის ფოტო ან/და ვიდეო გადაღება, რომლის მასალებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული დარღვევების ნივთიერ მტკიცებულებად; ზ) განახორციელოს სხვა ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ინსპექტირების მიზნებისათვის. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს, თან იქონიოს კავშირგაბმულობის საშუალებები, პორტატიული პერსონალური კომპიუტერი, ლაბორატორიული სინჯის ასაღები და გამზომი ხელსაწყოები, ფოტო და ვიდეოკამერა, ასევე ინდივიდუალური დოზიმეტრი, ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა ან მასალები, რომლებიც ესაჭიროება ინსპექტირების სრულყოფილად განხორციელებას. 5. ინსპექტირების დაწყებამდე უნდა შედგეს ინსპექტირების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც თანხმდება დეპარტამენტის უფროსთან. ინსპექტირების ინდივიდუალური გეგმა მოიცავს უფლება-მოვალეობების განაწილებას ჯგუფის წევრებს შორის, აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს, შემოწმების ძირითად ქმედებებს და საინსპექციო შემოწმების კითხვარს. 6. ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) შეამოწმოს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; ბ) დაიცვას ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული  კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალობა. მუხლი 11🔗. ინსპექტირების აქტი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 1. ინსპექტირების დასრულების შემდგომ ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი ან ინსპექტირების განმახორციელებელი სხვა პირი ვალდებულია შეადგინოს ინსპექტირების აქტი, რომელშიც აისახება ინსპექტირებისას განხორციელებული ქმედებები. ინსპექტირების აქტს ხელს აწერენ მასში მონაწილე პირები. 2. ინსპექტირების აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ინსპექტირების ობიექტის  წარმომადგენელს. ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელი ან მისი უფლებამოსილი პირი ინსპექტირების აქტის მიღებას ადასტურებს ინსპექტირების აქტზე ხელმოწერით. 3. ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელის ან მისი უფლებამოსილი პირის მხრიდან ინსპექტირების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 4. ინსპექტირების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინსპექტირების აქტი ეგზავნება ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელს ინსპექტირების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში. 5. ინსპქტირების ობიექტის ხელმძღვანელის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ ინსპექტირების აქტის ხელმოწერაზე უარი არ აჩერებს  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებას. 6. ინსპექტირების შედეგები თანდართული ინსპექტირების აქტითა და საქმის სხვა მასალებით (მათი არსებობის შემთხვევაში), ინსპექტირების ჩატარებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, წარედგინება დეპარტამენტის უფროსს. 7. სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექტირების განმახორციელებელი პირები კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და თანდართულ მასალებთან ერთად განსახილველად უგზავნიან სასამართლოს. 8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში ამის შესახებ უნდა ეცნობოს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს). მუხლი 12🔗. ბირთვული და რადიაციული ობიექტის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები  1. ბირთვული და რადიაციული ობიექტის ხელმძღვანელს (უფლებამოსილ პირს) უფლება აქვს შესაბიმისი უფლებამოსილების დადასტურების გარეშე არ დაუშვას ობიექტზე ინსპექტირების ჯგუფი. 2. ინსპექტირების განხორციელებისას ავტორიზებული ან არაავტორიზებული პირის ხელმძღვანელი ან/და მისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) წარმოადგინოს ინსპექტირებისათვის მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტი; ბ) უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა ობიექტის ყველა საჭირო უბანზე და არ შეზღუდოს საინსპექციო ღონისძიებების განხორციელება; გ) არ დაუშვას საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილებების მუშაობის მიზანმიმართული შეფერხება; დ) არ შეზღუდოს რადიოლოგიური გაზომვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება; ე) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. 3. ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელი ან მისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პერსონალის დასწრება ინსპექტირების პროცესზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ აფერხებს ინსპექტირების განხორციელებას. მუხლი 13🔗. იძულებითი ღონისძიებები 1. დეპარტამენტს უფლება აქვს, ინსპექტირების განხორციელებისას გამოიყენოს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები. 2. ინსპექტირების პროცესში ან ინსპექტირების შედეგების შეჯამებისას საქმის ყველა მასალის გამოკვლევისა და დარღვევების გამოვლენის შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსთვის გადაგზავნა. 3. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების მიზნით, ობიექტების ხელმძღვანელს ეგზავნება ან წარედგინება ადმინისტრაციული მიწერილობა. 4. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.