მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2015
ძალის დაკარგვა 05.11.2015
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.153.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 259 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2015 მიღება
05.11.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2015 წლის 20 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებული   მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16  მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი  №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი დანართი № 1 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება  ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს. მუხლი 2🔗. ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა საკრებულოს თითოეული წევრის  (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 500 (ხუთასი) ლარს. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრების ხარჯების დადასტურება და ანაზღაურება 1.   საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის  გამგეობის საფინანსო სამსახური, საკრებულოს წევრის(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარჯების დამადასტურებელი  შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.   2.   ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.