ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "მეთხევეობის ჯიშსაშენი"-ის გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

  საქმე №2/3

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

 

2015 წლის 17 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი /მოვალე/ - შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენი’

 ( საიდენტიფიკაციო კოდი - 245436087)

დირექტორი - ომარ ნინიძე

მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ;

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

 

 

  g a m o a r k v i a :

 

შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ომარ ნინიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება 197 126 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს საბიუჯეტო დავალიანებას. საზოგადოებას უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება. მოვალის ბალანსზეა 2 დასახელების ძირითადი საშუალება ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 651 ლარი და 12 დასახელების 22 ერთეული სასაქონლო მატერიალური მარაგი საბალანსო ღირებულები 2291 ლარი, 1 ერთეული ტრაქტორი და 1 ერთეული ნახევარ-მისამბელი. შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენს’’ საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,საქართველოს ბანკში’’, სადაც თანხა არ ერიცხება. ამავე დროს საწარმოს არ გააჩნია დებიტორული დავალიანება. განმცხადებელი ითხოვს შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

 

2015წლის 9 იანვრის განჩინებით შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენის’მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 13 იანვარს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორ ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებ ით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენი’უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენის ’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

 

 

  d a a d g i n a :

 

1. შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენი ’’ (ს/ნ 245436087)გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენ ის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 

 მოსამართლე                                                                         გენადი მაკარიძე