„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016260
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“-ში,  კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,გ“ ქვეპუნქტი.

2. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, საკრებულოს თანამშრომლები და საკრებულოს წევრები.“

3. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,, ა“ პირებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს, უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.".

4.   დადგენილებით დამტკიცებულ  პროგრამას დაემატოს მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 7.  თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება

1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომელნიც ჩართულნი არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას.

2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.

3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება და ზუსტად არის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების გრაფიკი;

დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

4.  თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.

5.  ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია ქრონიკული დიალიზის გაგრძელების არარსების დადასტურება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.02.2015.
როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 20.02.2015. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.153.016260.
რამდენი მუხლისგან შედგება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №10, 20.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016260 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2740086/