საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი

მიღების თარიღი 18.02.2015
ძალაში შესვლა 18.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №200/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016314
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2015
matsne.gov.ge 222 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2015 მიღება
18.02.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელით   მისი აღმატებულება, ბატონი კახა იმნაძე ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი ტონგას სამეფოს სახელით   მისი აღმატებულება, ბატონი მაჰე ული’ული სენდჰერსტ ტუპუნიუა ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სვაზილენდის სამეფოს შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 20.05.2016 საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 16.02.2019 ოქმი საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 04.10.2016 ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ნამიბიის რესპუბლიკას შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 05.11.2015 „საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 26.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი ოქმი საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველო და ტონგას სამეფო, შემდგომში ”მხარეებად“ წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია, ქ. ნიუ იორკში 2015 წლის 18 თებერვალს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით მისი აღმატებულება, ბატონი კახა იმნაძე ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი ტონგას სამეფოს სახელით მისი აღმატებულება, ბატონი მაჰე ული’ული სენდჰერსტ ტუპუნიუა ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი