საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ
გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია, ქ. ნიუ იორკში 2015 წლის 18 თებერვალს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი“?
- „საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი“ მიღებულია 18.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №200/1. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016314.
- სად არის „საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი“, №200/1, 18.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016314 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2741208/