სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 23.02.2015
ძალის დაკარგვა 17.02.2016
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.108.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჟიშკარიანი | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,58 | 0,7 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 23.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ პუნქტის, „ე.გ“ ქვეპუნქტისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქ. სენაკის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1.
სენაკის მუნიციპალიტეტის (შემდეგში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდეგში – მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი x ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. სენაკის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 120-ს.
2.
ამ დადგენილების დანართი №1-ის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. სენაკში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
ცენტრალური ზონა
0,58
1,3
0,24
120
21,72
შუალედური ზონა
0,58
1
0,24
120
16,70
პერიფერიული ზონა
0,58
0,7
0,24
120
11,70
3.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,01 ლარს.
4.
სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,18 ლარს.
5.
სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 8,35 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი.
დანართი №2
ქ. სენაკის ზონების აღწერა
ცენტრალური ზონა
1. მშვიდობის ქუჩა №156-197-დან ბოლომდე;
2. მიშა ღვინჯილიას ქუჩა;
3. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე);
4. შოთა რუსთაველის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე);
5. ცოტნე დადიანის ქუჩა;
6. ნოე შონიას ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე);
7. დავით აღმაშენებლის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩამდე I შესახვევით;
8. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დასაწყისიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე;
9. ბათუმის ქუჩა;
10. ალექსანდრე პუშკინის ქუჩა;
11. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა;
12. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩამდე;
13. არჩილ ჯორჯაძის ქუჩა;
14. დავით ვაჰანიას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე;
15. აკაკი წერეთლის ქუჩა;
16. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე;
17. ახალგაზრდობის ხეივანი;
18. ვახტანგ გოგოლაძის სახელობის მოედანი;
19. წმინდა ნინოს ქუჩა;
20. მერაბ კოსტავას ქუჩა (ცოტნე დადიანის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე);
21. თამაზ კანკიას ქუჩა;
22. თავისუფლების ქუჩა;
23. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე;
24. შოთა რუსთაველის ქუჩის I და II ჩიხი;
25. შოთა ჩიქობავას ქუჩა;
26. ნესტორ ესებუას ქუჩა;
27. სოსო გეგელიას ქუჩა;
28. აკაკი ხორავას ქუჩა;
29. აპალონ გუნიას ქუჩა.
შუალედური ზონა
1. შოთა რუსთაველის ქუჩა დასაწყისიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;
2. ზურაბ ნაფეტვარიძის ქუჩა;
3. ნიზან ცერცვაძის ქუჩა შესახვევით;
4. გივი კარტოზიას ქუჩა;
5. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა;
6. ნიკო ფიროსმანის ქუჩა;
7. აბესალომ საჯაიას ქუჩა;
8. ალექსანდრე დავითაიას ქუჩა;
9. დუტუ მეგრელის ქუჩა;
10. სამეგრელოს ქუჩა;
11. შოთა რუსთაველის ქუჩა;
12. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა;
13. გიორგი ურიდიას ქუჩა;
14. ომიანე კაჭარავას ქუჩა;
15. ფოთის ქუჩა;
16. ვახტანგ მეფის ქუჩა;
17. უნივერსტიტეტის ქუჩა;
18. რაკვერეს ქუჩა;
19. დავით ჭონქაძის ქუჩა;
20. დამიანე ჯიჯელავას ქუჩა;
21. ნიკო კეცხოველის ქუჩა;
22. კონსტანტინე სანაიას ქუჩა;
23. მერაბ კოსტავას ქუჩა მშვიდობის ქუჩიდან ბოლომდე;
24. გია ნადარეიშვილის ქუჩა;
25. გიორგი ლეონიძის ქუჩა;
26. რომან რუსიას ქუჩა;
27. დედის ქუჩა;
28. მოსე ნაროუშვილის ქუჩა;
29. სამტრედიის ქუჩა;
30. მშვიდობის ქუჩა დასაწყისიდან №156-მდე (შესახვევებით);
31. ალექსანდრე არჩაიას ქუჩა;
32. იგორ ნარმანიას ქუჩა;
33. ანტონ ნადარეიშვილის ქუჩა;
34. შავი ზღვის ქუჩა (შესახვევებით);
35. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;
36. ილია ჭავჭავაძის ქუჩა გიორგი ჭყონდიდელის ქუჩიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;
37. ტეხურის ქუჩა;
38. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;
39. გიორგი ბრწყინვალის ქუჩა;
40. არქეოპოლისის ქუჩა;
41. სოლომონ შამათავას ქუჩა (შესახვევით);
42. აკაკი ელიავას ქუჩა (შესახვევით);
43. სიმონ ჩიქოვანის ქუჩა;
44. ალექსი ბერის ქუჩა;
45. მედეას ქუჩა;
46. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა;
47. ნოკო ხურციას ქუჩა;
48. სულხან-საბას ქუჩა;
49. არსენას ქუჩა;
50. დავით ლოლუას ქუჩა ჩიხით;
51. დავით კლდიაშვილის ქუჩა;
52. თეოფანე დავითაიას ქუჩა;
53. აპოლონ გარუჩავას ქუჩა;
54. მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა (შესახვევით);
55. ზუგდიდის ქუჩა (შესახვევით);
56. დავით აღმაშენებლის ქუჩა ჩიხებით ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან ბოლომდე;
57. ზვიად გამსახურდიას ქუჩა;
58. ლევან II დადიანის ქუჩა (შესახვევით);
59. სანკტ-პეტერბურგის ქუჩა;
60. თბილისის ქუჩა ჩიხებით;
61. ვაჟა-ფშაველას ქუჩა;
62. ბაგრატიონის ქუჩა;
63. ნოე ცხვიტავას ქუჩა;
64. ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა;
65. ძმები კანკავების ქუჩა;
66. კალისტრატე გრიგოლიას ქუჩა;
67. ჟიული შარტავას ქუჩა;
68. დომენტი ქობალავას ქუჩა;
69. ქუთაისის ქუჩა ჩიხებით;
70. ლევან თეფანიას ქუჩა ჩიხით;
71. ვარლამ განგიას ქუჩა;
72. ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა;
73. დავით ვაჰანიას ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;
74. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;
75. მერაბ კოსტავას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;
76. სოხუმის ქუჩა;
77. კონსტანტინე ლესელიძის ქუჩა;
78. ვენე არჩაიას ქუჩა ჩიხებით;
79. გუბაზ მეფის ქუჩა ჩიხით;
80. ანა კალანდაძის ქუჩა;
81. 26 მაისის ქუჩა;
82. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა;
83. ბორჯომის ქუჩა ჩიხებით;
84. სენაკის ქუჩა;
85. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის ქუჩიდან ბოლომდე;
86. სურამის ქუჩა;
87. დავით გურამიშვილის ქუჩა;
88. ალექსანდრე წურწუმიას ქუჩა;
89. აქვსენტი ცაგარელის ქუჩა;
90. აგარაკის ქუჩა;
91. ალეკო შენგელიას ქუჩა;
92. ლეო ქიაჩელის ქუჩა;
93. ტიციან ტაბიძის ქუჩა;
94. აკაკი ხორავას ჩიხი;
95. გოჩა კაშიბაძის ქუჩა;
96. სერგო შენგელიას ქუჩა;
97. ვლადიმერ დემურიას ქუჩა;
98. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა;
99. კოტე მარჯანიშვილის ქუჩა;
100. შალვა დადიანის ქუჩა;
101. ინდიკო სანაიას ქუჩა;
102. გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა;
103.კოლხეთის ქუჩის დასავლეთი ნაწილი;
104. ლადო ასათიანის ქუჩა;
105. დავით დემურიას ქუჩა (ჩიხით);
106. ხოფერიას ქუჩა;
107. დემეტრე თავდადებულის ქუჩა;
108. შალვა ნუცუბიძის ქუჩა;
109. ნოდარ კანკიას ქუჩა (ჩიხით და შესახვევით);
110. გენო ადამიას ქუჩა;
111. სიმონ კალანდარაშვილის ქუჩა;
112. არნოლდ ჩიქობავას ქუჩა;
113. ვალერიან ჯანაშიას ქუჩა;
114. მელორ სტურუას ქუჩა ჩიხით;
115. შალვა ელიავას ქუჩა;
116. იპოლიტე ჩხეტიას ქუჩა ჩიხებით;
117. ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა;
118. გორის ჩიხი;
119. შეროზიას ქუჩა;
120. რეზო თაბუკაშვილის ქუჩა;
121. ნიკო ნიკოლაძის ქუჩა;
122. ლომიას ქუჩა;
123. რუსთავის ქუჩა;
124. გივი ღვინჯილიას ქუჩა;
125. ნატო ვაჩნაძის ქუჩა;
126. ივანე მაჩაბლის ქუჩის დასაწყისიდან (№1-№3) გივი ღვინჯილიას ქუჩამდე;
127. დავით აღმაშენებლის ქუჩის I შესახვევი.
პერიფერიული ზონა
1. კოლხეთის ქუჩის აღმოსავლეთი ნაწილი შესახვევით;
2. სტალინის ქუჩა ჩიხებით;
3. ანტონ ფურცელაძის ქუჩა ჩიხებით;
4. პიერ კობახიძის ქუჩა;
5. ქუჯის ქუჩა;
6. ვახტანგ კალანდარაშვილის ქუჩა;
7. მთის კალთის ქუჩა;
8. შხეფის ქუჩა;
9. ჯიხას ქუჩა ჩიხით;
10. აკაკი ბელიაშვილის ქუჩა ჩიხებით;
11. თამარის ქუჩა;
12. თედო სახოკიას ქუჩა;
13. თედო სახოკიას ქუჩის შესახვევი;
14. თედო სახოკიას ქუჩის I ჩიხი;
15. თედო სახოკიას ქუჩის II ჩიხი;
16. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დასაწყისიდან გიორგი ჭყონდიდელის ქუჩამდე;
17. ძმობის ქუჩა;
18. რემა შელეგიას ქუჩა;
19. ივანე მაჩაბლის ქუჩა მეორე შესახვევიდან ბოლომდე;
20. ივანე მაჩაბლის ქუჩა №1-№3-დან ბოლომდე;
21. ივანე მაჩაბლის ქუჩიდან სიმონ ჯანაშიას ქუჩის გადაკვეთამდე;
22. იგორ ნარმანიას ქუჩის გადაკვეთიდან სიმონ ჯანაშიას ქუჩის გადაკვეთამდე;
23. სიმონ ჯანაშიას ქუჩა ჩიხებით ბოლომდე.