„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2015 წლის 25 თებერვალი ქ. საჩხერე |
1. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ მოქალაქეებს, რომლებიც დიალეზის მკურნალობის კურსს გადიან სხვადასხვა ქალაქებში, მიეცემათ 120 (ასოცი) ლარი ყოველთვიურად, გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვისათვის. ამ პუნქტში მითითებული პროგრამის განხორციელების მიზნით, სადაც მითითებული იქნება მონაწილე ბენეფიციართა სახელობითი სია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულ ბენეფიციართა გადამოწმებას ყოველთვიურად, შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას საჩხერის სოციალური სააგენტოს წერილის საფუძველზე. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:“
2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები:
,,ზ) დაბადების მოწმობის ასლი;
თ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“
3. მე-9 მუხლის პირველი , მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დედით ან მამით ობოლ ბავშვს რომელსაც, არ შესრულებია 18 წელი მიეცემათ 150 (ასორმოცდაათ) ლარი წელიწადში ერთჯერადად. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა გარდაცვალების შესახებ;
დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;
ზ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
2. მარტოხელა პენსიონრებს, რომელთაც არა ჰყავთ შვილი, შვილიშვილი ან სხვა კანონით გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი გაეწევათ ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარამდე. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
დ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“
3. კანონის წესით მიჩნეულ მარტოხელა დედებს გაეწევა დახმარება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერადად. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);
დ) მარტოხელობის დამადასტურებელი საბუთი შესაბამისი სამსახურიდან;
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;
ზ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“
|