ს.ს. "ნინო"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სს „ნინო“ იტყობინება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ 2015 წლის 17 მარტს, ქ. თბილისში, ნინოშვილის ქ. № 8-ში, 12.00 სთ-ზე, ხოლო სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2015 წლის 10 თებერვალი.
დღის წესრიგი:
1. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ცვლილება;
2. სხვა მიმდინარე საკითხები.
დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით.
აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრების მუშაობაში თავისი მონაწილეობის უფლება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან - სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 74ა.
დირექტორი ი. მაჭავარიანი