თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "კავკასიის ციფრული ქსელის" კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5795-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/5795-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლი 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებლები -          1 - შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ დირექტორი დავით თუთბერიძე

                                      2 - რეაბილიტაციის მმართველი ირაკლი ქაშაკაშვილი

 

მოთხოვნა - კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

   

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

 

გამოარკვია :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის  წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს  ,,კავკასიის   ციფრული    ქსელის’’ მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ დირექტორმა დავით თუთბერიძემ და რეაბილიტაციის მმართველმა ირაკლი ქაშაკაშვილმა,  რომლებმაც მოითხოვეს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით:  შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ დირექტორისა და რეაბილიტაციის მმართველის ინფორმაციის მოსმენა რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ; სს ,,თიბისი ბანკის’’ განცხადების განხილვა მის კრედიტორულ მოთხოვნაზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვასთან დაკავშირებით; რეაბილიტაციის გეგმაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

დაადგინა:

 

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 27 თებერვალს , 15:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე:ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი,მე-12 კმ, №6),სხდომის დარბაზი №29 ,შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ დირექტორისა და რეაბილიტაციის მმართველის ინფორმაციის მოსმენა რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

1.2. სს ,,თიბისი ბანკის’’ განცხადების განხილვა მის კრედიტორულ მოთხოვნაზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვასთან დაკავშირებით;

1.3. რეაბილიტაციის გეგმაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა;

1.4. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                              . ჭუნიაშვილი