ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.02.2015
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი | ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2015 წლის 24 თებერვალი
დ. ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 61-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისადლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის N03 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი
დანართი N1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების სახეები
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულად სოციალური დახმარებები:
ა) მძიმე ავადმყოფთა დახმარება;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება;
გ) ხანდაზმულთა დახმარება;
დ) ოჯახებისა და ბავშვების დახმარებაა;
ე) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება;
ვ) ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია);
ზ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო დახმარება;
თ) ერთჯერადი ფულადი დახმარება.
თავი II
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
მუხლი 2🔗.
მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება:
1. მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შემდეგ კატეგორიას:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მკვეთრად გამოხატული I ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას (ცერებრალური დამბლა,დაუნის სიმდრომი, ლეიკემია, შიდსი), დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით.
გ) მძიმე ავადმყოფზე (სიმსივნე III- IV სტადია, ასციტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ტეტრაპლეგია, გემბილეგია, შიზოფრენია და სრული სიბრმავე) განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებით გაიცემა ერთჯერადი დახმარება 200 - დან 500 ლარამდე.
2. მძიმე ავადმყოფისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან).
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100), რომელიც გაცემული იქნება დიაგნოსტიკური ცენტრის გამოკვლევის საფუძველზე.
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა.
მუხლი 3🔗.
ხანდაზმულთა დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება მიეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულებს, რომელთაც შეუსრულდათ 80 წელი და ზევით. დახმარება გაიცემა ოჯახის უფლებამოსილი პირის წევრის განცხადების საფუძველზე.
2. ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ 100 ლარით, 100 წლის და ზევით - 200 ლარით.
3. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წეილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი,
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
დ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა
მუხლი 4🔗.
ოჯახისა და ბავშვების დახმარება:
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:
ა) პირველ და მეორე შვილზე 150 ლარი, მესამე და მეოთხე შვილზე 250 ლარი; მეხუთე და ზევით 300 ლარი, ერთჯერადად
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 4 შვილი - 250 ლარი ერთჯერადად. 5 და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე 20 ლარი; (მრავალშვილიანების დახმარება გაიცემა განცხადების გარეშე)
გ) ტყუპების შემთხვევაში 300 ლარი თითოეულზე ერთჯერადად;
დ) მარტოხელა დედების დახმარება ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით;
2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წეილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ)ცნობა სოციალური სუბსიდიების მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
ვ) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა.
მუხლი 5🔗.
ხანძრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ფინანსური დახმარება:
1. ამ მუხლის შესაბამისად დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრისა და სხვა სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ.) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელ სახლს სტიქიამ მიაყენა არსებითი ზიანი.
2. ხანძრისა და სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 2000 (ორიათასი ) ლარის, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლს ხანძარნა ან სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა - 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
3. დაზარალებულმა ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო დაწესებულებიდან, მათ შორის სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა - ხანძრისა და სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ.
დ) გამგებლის წარმომადგენლის ცნობა აღნიშნულ ოჯახზე;
ე) საბანკო დაწესებულებებში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 6🔗. ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია):
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქ. თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილეებს.
3. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს :
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) ურთიერთობას;
ე) გარდაცვალების მოწმობა.
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
ზ) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა.
მუხლი 6🔗.
ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია):
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქ. თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილეებს.
3. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს :
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) ურთიერთობას;
ე) გარდაცვალების მოწმობა.
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
ზ) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა.
მუხლი 7🔗.
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის მომსახურება
ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
2) მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია.
ა) დამკრძალავი ხარჯების მიმღები პირის განაცხადი მუნიციაპლიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ.
თავი III
კომისიის სხდომის ოქმი
მუხლი 8🔗.
ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა.
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალურ პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში სამსახური).
2. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას, სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად, გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას.
მუხლი 9🔗.
კომისია
1. შემოსულ განცხადებებს საბოლოოდ განიხილავს კომისია, რომელსაც ჰყავს თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის 5 წევრი მაინც
2. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უმრავლესობით არანაკლებ 2/3 -ისა;
3. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს ამ წესის მე-2 თავის მე-2, მე-5, მე-6 მე-7, მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დახმარებაზე.
4. ბენეფიციარს დახმარება მიეცემა მხოლოდ და მხოლოდ ერთი კატეგორიით.
5. კომისია იკრიბება თვეში ერთხელ და ამზადებს დასკვნებს საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად.
მუხლი 10🔗.
კომისიის სხდომის ოქმი
1. კომისიის ყველა სხდომაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
2. კომისიის ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში;
მუხლი 11🔗.
სოციალური დახმარების გაცემის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შემდეგ ბრძანებას.
მუხლი 12🔗.
დახმარების გაცემა
1. გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო სამსახურში.
2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშწორებით.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13🔗.
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.