ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2015
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2015 წლის 25 თებერვალი
დ. ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების
შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24–ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება დანართის №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება ადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის (შემდგომში ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ვებ-გვერდის დანიშნულებაა:
ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან. ვებ-გვერდი საშუალებას მისცემს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ, რითაც შესაძლებელი იქნება თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ოფიციალური მისამართია: www.kharagauli.ge
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
3. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებ-გვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებ-გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებ-გვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ რესურსები;
დ) ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რომლებიც ახორციელებენ ერთობლივ პროექტს მუნიციპალიტეტთან.
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, საწარმოები და ორგანიზაციები ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებ-გვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით წინამდებარე დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებ-გვერდზე დროული, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახური.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ა) საკრებულო;
ბ) გამგეობა;
გ) ადმინისტრაციული ერთეულები;
დ) იურიდიული პირები;
ე) მაჟორიტარი დეპუტატი;
ვ) ბიუჯეტი;
ზ) სოფლის მხარდამჭერი პროგრამა;
თ) განათლება და მეცნიერება;
ი) კულტურა და სპორტი;
კ) ჯანდაცვა და სოციალური სფერო;
ლ ) ინფრასტრუქტურა;
მ) მართლწესრიგი;
ნ) კანონმდებლობა;
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1. საკრებულოს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია,
პარტიულობა,უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მოქალაქეთა მიღების დრო);
გ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურისმისამართი);
დ) საკრებულოს კომისიები ( კომისიის შემადგენლობა,უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სხდომის ოქმები);
ე) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, ბიუროს სხდომის ოქმები);
ვ) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);
ზ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი და მისამართი), აპარატის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება,პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
2. გამგეობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) გამგეობის დებულება;
ბ) გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა,
უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მოქალაქეთა მიღების დრო);
გ) გამგეობის სტრუქტურა;
დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, სამუშაო გეგმა, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით).
3 . გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მათი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი).
4. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი ბაზა (კანონები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, მთავრობის დადგენილებები და სხვა ნორმატიული აქტები);
ბ) საკრებულოს სამართლებრივი აქტები;
ბ.ა) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები;
5. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.
6. ჯანდაცვა და სოციალური სფეროს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ჯანდაცვის ობიექტები;
გ) სოციალური პროგრამები;
დ) სოციალური მომსახურების სააგენტო;
ე) სადაზღვევო სფერო;
ვ) ა(ა)ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“;
ზ) ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური;
7. კულტურა და სპორტი
ა) კულტურის სახლები;
ბ) ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები;
გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
დ) მუზეუმი;
ე) ბიბლიოთეკები;
ვ) სპორტული ობიექტები;
ზ) საფეხბურთო კლუბი;
თ) გამოჩენილი სპორტსმენები;
ი) სამუსიკო სკოლა;
კ) კულტურული მემკვიდრეობა.
8. განათლება და მეცნიერება
ა) საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
ბ) საჯარო სკოლები;
გ) სკოლამდელი დაწესებულებები;
დ) მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლი.
9. ჩვენ შესახებ
ა ) ზოგადი ცნობები;
ბ) ზოგადი ცნობები ხარაგაულზე;
დ) ხარაგაულის სიმბოლიკა;
ე) ხარაგაულის რუკა;
ვ) ხარაგაულის გეოგრაფია და ისტორია;
ზ) თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა.
10. ხარაგაული
ა) გამოჩენილი ადამიანები;
ბ) პოეტები;
გ) ლექსები ხარაგაულზე;
დ) წიგნები ხარაგაულზე.
11. თეატრი
ა) ხარაგაულის თეატრის ისტორია;
ბ ) ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი;
გ) რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი;
დ) თოჯინების თეატრი.
12. რელიგია
ა) მარგვეთისა და უბისის ეპარქია;
ბ) ეკლესია-მონასტრები.
13. გალერეა
ა) ფოტო ალბომი;
ბ) ვიდეო ალბომი.
14.კონტაქტი ჩვენთან
ა) საჯარო ინფორმაცია;
ბ) წერილი გამგებელს.
15.ტრანსპორტი და კომუნიკაცია
ა) რკინიგზის სადგური;
ბ) ავტოსადგური;
გ) მუნიციპალური ტრანსპორტი;
დ)კერძო ტრანსპორტი;
ე)კავშირგაბმულობა;
ვ) სილქნეტი;
ზ)საქართველოს ფოსტა.
16. კომუნალური საწარმოები
ა) ა(ა) ი.პ ,,ხარაგაულ-დასუფთავება“;
ბ)ა(ა)ი.პ ,,ხარაგაულ კეთილმოწყობა;
დ) ხარაგაულის წყალმომარაგების კომპანია.
17.მართლწესრიგი
ა) პოლიცია;
ბ) სასამართლო;
18. საზოგადოება
ა) მედია;
ბ) გაზეთი ,, ჩემი ხარაგაული“;
გ) არასამთავრობო ორგანიზაციები;
დ) პოლიტიკური პარტიები;
ე) ვეტერანთა კავშირი.
19.ტურიზმი
ა) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი;
ბ) ტურისტული მარშრუტები;
გ)კულტურისა და დასვენების პარკი.
20. ბიზნესი
ა) ფერმერული მეურნეობები;
ბ) მცირე და საშ. საწარმოები;
გ) ბანკი;
დ) რესტორნები;
ე) კაფე-ბარები;
ვ) აფთიაქები;
ზ) სხვა მომსახურების სფერო.
21. სხვადასხვა
ა) მომავალი თაობა.
22. ფორუმი
23. სასარგებლო ბმულები
24. მიმდინარე პროექტები
25. ვაკანსია