,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016439
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №24

2015 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 

,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებით (სსმ, 30/12/2013, 100110000.22.038.016251) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,1ქვეპუნქტი:

,,თ1) მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობებს მსჯავრდებულის სააღსრულებო საქმეში მითითებულ ახლო ნათესავებს;“.

 

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) მსჯავრდებულს მისი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ურჩევს და სთავაზობს ანაზღაურებად შრომით საქმიანობას დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ საწარმოში;“.

ბ) მე-9 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) აწვდის ინფორმაციას აღსრულების სამსახურს მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დღის განრიგისა და ამ დებულებით დადგენილი წესების დარღვევის შესახებ;“.

 

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

,,მუხლი 81. სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების და დასრულების შესახებ შეტყობინების წესი

ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების დაწყებისა და დასრულების შესახებ დაწესებულების უფროსი წერილობით, ამ სამართლებრივი აქტის დაწესებულებისათვის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განაჩენის მიმღებ სასამართლოს, ხოლო ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე აქტის მიმღებ სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს.

 

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები

1. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აღსრულების სამსახური;

ბ) უსაფრთხოების სამსახური;

გ) სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური;

დ) ლოჯისტიკის სამსახური;

ე) სამედიცინო პუნქტი.

2. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულებს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა (შემდგომში - დაწესებულების სამსახური), ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

3. დაწესებულების სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დაწესებულების სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დაწესებულების სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს დაწესებულების სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დაწესებულების სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) დაწესებულების უფროსს წარუდგენს ანგარიშს დაწესებულების სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დაწესებულების უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს.“.

 

5. მე-12 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღების შემდეგ, მსჯავრდებულის მიმართ აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი გადაეცემა აღსრულების სამსახურის ოფიცერს.“.

 

6. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. თუ სასჯელის მოხდის ვადის დასასრული ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს, რის თაობაზეც ეძლევა ცნობა გათავისუფლების შესახებ.“.

 

7. მე-17 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. თამბაქოს მოწევა დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალულია, გარდა სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი, სათანადოდ აღნიშნული ადგილებისა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ოთახებისა.“.

 

8. 21-მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,1ქვეპუნქტი:

,,ბ1) მიიღოს და გააგზავნოს ამანათი;“.

 

9. 22-მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

,,ფ) დაწესებულებაში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება“.

 

10. 26-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულების საქმისწარმოების სპეციალისტი. მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მსჯავრდებულისათვის ჩაბარებისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი.“.

 

11. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

,,მუხლი 261. მსჯავრდებულის მიერ ამანათის მიღება-გაგზავნის წესი

1. მსჯავრდებული უფლებამოსილია მიიღოს ამანათი მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ამ დებულების დანართი №3-ის მოთხოვნათა დაცვით ან ფოსტით.

2. მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.

3. მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების დანართი №4 .

4. ამანათი მსჯავრდებულს შეუძლია მიიღოს დაწესებულებაში მოთავსებისთანავე. თუ ამანათი მოსულია უკვე გათავისუფლებული ან გარდაცვლილი მსჯავრდებულის სახელზე, ის უბრუნდება გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით.

5. ამანათის შემოწმებას აწარმოებს დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, ადრესატის სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება და გადაეცემა/გაეგზავნება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე), დაბრუნების მიზეზების მითითებით.

6. ამანათის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც ამანათი გადაეცემა მსჯავრდებულს ხელწერილით.“.

 

12. 42-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მსჯავრდებულის რისკის, საჭიროებებისა და შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, აღსრულების ოფიცრის მიერ შედგენილი სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური (პროგრესული) გეგმის მიხედვით, მსჯავრდებულს შესაბამის საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს შეურჩევს რეაბილიტაციის სამსახურის ოფიცერი აღსრულების სამსახურის ოფიცერთან ერთად.“.

 

13. 46-მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) არ არის გათვალისწინებული ამ დებულების №2 და №4 დანართებით;“.

 

14. 47-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მსჯავრდებულისგან/ამანათიდან ისეთი ნივთების, ნაკეთობების ან ნივთიერებების ამოღებისას, რომელთა გამოყენება შესაძლებელია დანაშაულებრივი მიზნებისათვის, დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.“.

 

15. 48-მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დაწესებულებიდან დროებით 2 დღეზე მეტი ვადით გასვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არასამუშაო (შაბათი-კვირა) და უქმე დღეების უწყვეტი ერთობლიობა აღემატება 2 დღეს, უსაფრთხოების დაცვისა და მასზე კონტროლის მიზნით, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს - ტერიტორიული ორგანოს - პრობაციის ბიუროს შესაბამის ოფისში და უშუალოდ მიაწოდოს ინფორმაცია პრობაციის ოფიცერს მისი ადგილსამყოფელის შესახებ.“.

 

16. 49-მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომა ანუ ამ დებულებითა და დაწესებულების დღის განრიგით დადგენილი წესების არასაპატიო მიზეზით დარღვევა ან მათი შესრულებისათვის თავის არიდება, აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რისთვისაც სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი.“.

 

ბ) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ინტერნეტითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლების ჩამორთმევა არაუმეტეს 10 დღით;“.

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,1და ,,2პუნქტები:

,,გ1) ტელეფონით სარგებლობის უფლების ჩამორთმევა არაუმეტეს 10 დღით;“.

2) ამანათის მიღების უფლების ჩამორთმევა არაუმეტეს 3 თვით;“.

 

17. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის №3 და №4 დანართები:

 

დანართი №3

განცხადება

მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ

 

დაწესებულების უფროსს

ბატონ/ქალბატონ ----------------------------------------------------------------------------------

 

განმცხადებლის გვარი, სახელი ---------------------------------------------------------------

 

                                                                  დაბადების წელი ------------------

------------ (განმცხადებელი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული)

პირადი ნომერი

 

საცხოვრებელი მისამართი ---------------------------------------------------------------------

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოგახსენებთ, რომ თქვენდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში განთავსებულია (მსჯავრდებული) -----------------------------------------------------------

რომელიც არის ჩემი ------------------------------------------------------------------------------

გთხოვთ მიიღოთ ამანათი ზემოაღნიშნულ მსჯავრდებულისათვის გადასაცემად. მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ამანათის შეფუთვა ჩემს მიერ ან/და ჩემი თანდასწრებით (ხაზი გაესმება ერთ-ერთს) -------------------------

------ (მიეთითება სახელი და გვარი) არის განხორციელებული.

ჩემთვის ცნობილია ყველა ის ნივთი და საკვები პროდუქტი, რომელსაც შეიცავს ეს ამანათი და ვადასტურებ, რომ გავეცანი დაწესებულების დებულების შესაბამისი დანართებით დადგენილ ნივთების ჩამონათვალს და ვაცხადებ, რომ მათში აღნიშნული აკრძალული ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, საკვები პროდუქტები და დოკუმენტები (მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერება და სხვა) არც ამანათში დევს და არც პირადად გამაჩნია.

გაფრთხილებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემისათვის.

______________________________

განმცხადებლის ხელმოწერა

 

„–––“ „ ––––––“ 20 წ.

 

გთხოვთ მიიღოთ ამანათი მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებითა და საკვები პროდუქტებით:

1

26

2

27

3

28

4

29

5

30

6

31

7

32

8

33

9

34

10

35

11

36

12

37

13

38

14

39

15

40

16

41

17

42

18

43

19

44

20

45

21

46

22

47

23

48

24

49

25

50

განცხადება შედგენილია ჩემ მიერ, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.

 

_______________________________

განმცხადებლის ხელმოწერა

 

„––“ „––––––––“ 20 წ.

 

განცხადება ჩავიბარე

 

მსჯავრდებულის გვარი, სახელი და ხელმოწერა

 

„––“ „––––––––“ 20 წ.

 

დანართი4

ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად

 

1. კვების პროდუქტები, ყველა სახეობის ხილი, კენკროვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა (ერთდროულად, ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა); თაფლი ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე (ერთდროულად არაუმეტეს 3 კილოგრამისა).

2. სასმელი (ქარხნული წესით დალუქული მინერალური წყლები და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეფერილობის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 5 ლიტრისა.

3. სეზონური ტანსაცმელი: მუქი ფერის გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, დუტის და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

4. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.

5. ლოგინის თეთრეული – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი, ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.

6. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.

7. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

8. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

9. თავსაფარი არაუმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერები ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

10. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა, შამპუნი არაუმეტეს 1 ლიტრისა.

11. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

12. რვეული – ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა.

13. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა.

14. წიგნი (ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს, რომელიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას).

15. ფოტოსურათი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

16. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

17. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი