ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2015
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2015
matsne.gov.ge 790 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარი ყურაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 05.10.2015 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 22.12.2017 „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის წესის გადანაწილების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 11.03.2015 ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 07.05.2018 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 19.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2015 წლის 26 თებერვალი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.გ’’ ქვეპუნქტის, 61-ემუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,   ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“  საქართველოს კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი თანდართული რედაქციით ( დანართი №1-ის შესაბამისად.) მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა თანდართული რედაქციით (დანართი №2-ის შესაბამისად.) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი დანართი №1 ცაგერის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით  გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის განაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. ცაგერის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გამოყოფილი  ასიგნების  გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის უზრუნველყოფის მიზნით.  2. ეს წესი განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა  და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება  1. ერთი პრიორიტეტი და სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით;     2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;     3. ერთი პრიორიტეტი ს ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა სარეზერვო ფონდის დაწინაწლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა);     4. ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში - ,,გამგებელი“) სამართლებრივიაქტის (ბრძანების) საფუძველზე.     5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები(პროგრამის/ ქვეპროგრამის/ ღონისძიებისდამატება, პროგრამის /ქვეპროგრამის/ ღონისძიების დასახელების შეცვლა, პროგრამული კოდის დამატება) პროგრამულ კლასიფიკაციაში.     6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათშორის, პროგრამულიკოდის ან პროგრამის დამატება) ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით წარედგინება ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 3🔗. ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება  1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, მხარჯავი დაწესებულება ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ წარუდგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო-საბუჯეტო სამსახურს (შემდგომში–სამსახური) მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს სათანადო არგუმენტაცია და დასაბუთება, მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების არსებობის თაობაზე.  2. მოთხოვნა სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციი სხელმძღვანელის ხელმოწერით, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ესასიგნებები. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.  3. სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა  გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნებისგანაწილების თაობაზე.  4. განაწილების თაობაზე გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგებელი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.  5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილება ზეარსებობს მოთხოვნა.  6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები და თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე,  სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და ის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.  7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობით (დანართი №2). გეგმის ცვლილების ცნობა დგება სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება სამსახურის საფინანსო- საბიუჯეტო განყოფილებას, მეორე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას.  8. ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობით ასევე შესაძლებელია დაზუსტდეს სარეზერვო და წინაწლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის და ზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.  9. სარეზერვო და წინაწლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.  10. იმ შემთხვევაში, თუ მხარჯავ დაწესებულებას წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ასიგნების გადამეტებით სახსრები გამოეყოფა სარეზერვო ან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობის საფუძველზე, შესაბამისი თანხებით მცირდება აღნიშნული ფონდები და იზრდება წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შესაბამისი გასაცემლები. ამ შემთხვევაში მხარჯავი დაწესებულების დაფინანსების წლიური გეგმის და ზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. დანართი  №2 ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №  201   წლის ______________________________________________________________________ მხარჯავი ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციული კოდი  ___________________________________________________________________________________                             (ცვლილების საფუძველი – დადგენილება, განკარგულება, ბრძანება)  201    წლის ________________________________________________________________ ცვლილებების შინაარსი (ათ.ლარებში) რიგითი №       მხარჯავი დაწესებ. პროგრამა, ღონისძიება            ორგანიზაციული კოდი         ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი         დამტკიცებული გეგმა             დაზუსტებული გეგმა              ცვლილების თანხა +/- (გადიდებული შემცირებული) დაფარვის ან მიმართვის წყარო  1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება.  2. სარეზერვო ფონდი.  3. სხვა ცვლილება, ვალდებულების დაფარვა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი: