📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2015
ძალის დაკარგვა 29.01.2018
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.141.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,059 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2015 მიღება
29.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2015 წლის 26 თებერვალი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ”ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის”საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ.ბ” ქვეპუნქტის და  61-ე  მუხლის მეორე პუნქტის, აგრეთვე ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დამტკიცდეს   ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული  სამსახურის  დებულება  (დანართი #1); 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნების შემდეგ.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული  სამსახური (შემდგომში _ სამსახური) არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილების და მომართვების განხილვას; გამგებლის და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნის მომზადებას, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას; ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვის და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი~, ,,საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონით; შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის და ინსტრუქციების საფუძველზე. გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას. 4. სამსახურის და ფინანსების წყაროა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს. დაუშვებელია სამსახურის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება 2 განყოფილებისაგან: ა) განყოფილება ადმინისტრაციულ და სამართლებრივი საკითხებში ბ) კონტროლისა და შიდა აუდიტის განყოფილება. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ახორციელებს  განყოფილების უფროსი. 3. განყოფილების საჯარო მოხელეებია: ა) მთავარი სპეციალისტი; ბ) წამყვანი სპეციალისტი. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებების უფროსსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით: საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 4🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმის და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმიანობას; ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ი) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს სამსახურის უფროსის წარდგინებით განახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 5🔗. კონტროლისა და შიდა აუდიტის განყოფილება  1. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის  დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა; ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტორული შემოწმება; გ) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და მათი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, სამსახურის უფროსის მიერ გამგებლისათვის წარდგენის მიზნით; დ) გამგეობის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა; ე) გამგეობის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება; ვ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 2. განყოფილება უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ჩაატაროს შიდა აუდიტი გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციებს მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ბ) შიდა აუდიტის წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად მოითხოვოს გამგეობის თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე დადგენილი წესით ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით; გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, სამსახურის უფროსს მიაწოდოს ინფორმაცია გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ; დ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამისულებანი. 3. განყოფილება ვალდებულია: ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის/ინსპექტირების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია; ბ) ჩაატაროს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით; გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის/ინსპექტირები ობიექტის სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდანან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; დ) მოამზადოს ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ, სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით გამგებლისათვის წარსადგენად. მუხლი 6🔗. განყოფილება ადმინისტრაციულ და სამართლებრივი საკითხებში 1. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა)უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; ბ)ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; გ)უზრუნველყოფს გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; 2. განყოფილება უფლებამოსილია: ა)მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ბ)განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 3. განყოფილება ვალდებულია: მოამზადოს ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ, სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით გამგებლისათვის წარსადგენად. მუხლი 7🔗 1.სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ახალქლაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას. 2. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს თვითმმართველი თემი –ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.