„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21-22, მუხ. 455) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ფილიალები
16.1. საწარმოს შეუძლია დაარსოს ფილიალები, რომლებიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენს. ფილიალის შექმნის შესახებ ეცნობება საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ საგადასახადო ორგანოს, რომელიც რეგისტრაციისათვის საბუთებს უგზავნის ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ საგადასახადო ორგანოს.
16.2. კანონით დადგენილი ხელმოწერები შესანახად უნდა გაკეთდეს ფილიალის მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოში. ფილიალის რეგისტრაციისას საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:
ა) საწარმოს მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილება ფილიალის შექმნის შესახებ;
ბ) ფილიალის საქმიანობის მოკლე აღწერა;
გ) საწარმოს წესდების ასლი;
დ) გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;
ე) საწარმოს რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 ნოემბერი.
№2131–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.11.2005.
- როდის იქნა მიღებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.11.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2131. სარეგისტრაციო კოდი — 240.000.000.05.001.002.006.
- სად არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2131, 25.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.002.006 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27460/