წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2015
ძალის დაკარგვა 13.11.2017
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016222
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2015 წლის 25 თებერვალი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ივლისის №26 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები
1.
სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დებულებებით, ამ დებულებით, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს. საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.
2.
ეს დებულება განსაზღვრავს შიდა აუდიტის სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
3.
შიდა აუდიტის სამსახური წარმოადგენს გამგეობის შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით.
4.
შიდა აუდიტის სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე და „სახელმწიფოში და ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან ერთი თვის ვადაში.
5.
შიდა აუდიტის სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები.
6.
შიდა აუდიტის სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 5200, ქალაქი წალენჯიხა, კ. სალიას ქუჩა №5.
თავი II
გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მიზნები, ფუნქციები და
ძირითადი მიმართულებები
მუხლი 2🔗.
გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მიზნები
1.
შიდა აუდიტის სამსახური ახორციელებს დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისკენ მიმართული დამოუკიდებელ, ობიექტურ და საკონსულტაციო საქმიანობას, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინირებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვას და მიმართულია დაწესებულების ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ.
2.
შიდა აუდიტის სამსახურის მიზანია:
ა)
უზრუნველყოს დაწესებულების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი, დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება, დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება, სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ბ)
უზრუნველყოს ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის თაობაზე სრულყოფილი, ამომწურავი და სანდო ანგარიშგება, საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენება, აქტივების, ინფორმაციისა და სხვა რესურსების დაცვა დაკარგვისაგან, არამართლზომიერი გამოყენებისაგან ან მართვისაგან და დაზიანებისაგან. ასევე, საქმიანობა, რომლებიც გამომდინარეობს მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
მუხლი 3🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებია:
ა)
სამსახურის უფროსი;
ბ)
შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი;
გ)
შიდა კონტროლის და მონიტორინგის განყოფილების უფროსი;
დ)
სამსახურის უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები.
2.
სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც მტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის განყოფილებები
მუხლი 4🔗.
გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის განყოფილებები და მათი ფუნქციები
1.
გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურში იქნება შემდეგი განყოფილებები:
ა)
შიდა აუდიტის განყოფილება;
ბ)
შიდა კონტროლის და მონიტორინგის განყოფილება.
2.
გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციებია:
ა)
მუნიციპალიტეტის მმართველობითი სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა; დაწესებულების წინაშე არსებული პოტენციური რისკების განსაზღვრა და მათ სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარისხის შეფასება;
ბ)
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ)
დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
დ)
ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ე)
დაწესებულების ფინანსური საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.
3.
გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლის და მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
ა)
დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
ბ)
შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებასა და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენება ზემონიტორინგი;
გ)
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასება;
დ)
შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავება და განახორციელება.
თავი IV
გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 5🔗.
შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებანი
შიდა აუდიტის სამსახური უფლებამოსილია:
ა)
მუნიციპალიტეტში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება (შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: აუდიტის დაგეგმვა, აუდიტის განხორციელება, ანგარიშგება, გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი) აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ)
შიდა აუდიტის ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედებების განხორციელებისას შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), გამოიძახოს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციისან განმარტების მიღების მიზნით. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა.
მუხლი 6🔗.
შიდა აუდიტის სამსახურის მოვალეობანი
შიდა აუდიტის სამსახური ვალდებულია:
ა)
დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ)
გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგებელს;
გ)
შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
დ)
უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ე)
ითანამშრომლოს შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება;
ვ)
გამგებლის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი V
შიდა აუდიტის სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება და ანგარიშგება
მუხლი 7🔗.
შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი
1.
შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი.
2.
შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3.
შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4.
შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს შიდა აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა;
ბ)
შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
გ)
კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებსმათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
დ)
ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე და უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ე)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;
ვ)
წარმოადგენს სამსახურს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
ზ)
ზედამხედველობს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას და აგრეთვე, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
თ)
დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის
გადაწყვეტილებას;
ი)
ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;
კ)
თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
ლ)
კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას და ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
მ)
შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ნ)
ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ო)
ითვალისწინებს ჰარმონიზაციი სცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;
პ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ჟ)
გამგებელის დავალებით გამგეობის საჯარო მოსამსახურეების სამსახურეობრივი გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ახორციელებს სამსახურეობრივ მოკვლევას და მასვე წარუდგენს დასკვნას მოხელის მიმართ დისცილინური სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;
რ)
შუამდგომლობს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ს)
პასუხისმგებელია სამსახურში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ტ)
ასრულებს და ახორციელებს გამგებლის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
მუხლი 8🔗.
შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშგება
1.
სამსახური შეიმუშავებს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტებს და უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს, იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში.
2.
საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარედგინება გამგებელს.
3.
შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა განხორციელდე სმასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა გამგებელთან შეთანხმებით.
4.
სამსახურის უფროსმა სულ მცირე წელიწადში 2-ჯერ უნდა აცნობოს გამგებელს დამტკიცებული შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
5.
შიდა აუდიტის სამსახური ამზადებს შიდა აუდიტის წლიურანგარიშს, რომელიც წარედგინება გამგებელს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.
თავი VI
ინტერესთა კონფლიქტი
მუხლი 9🔗.
მონაწილეობის შეზღუდვა შიდა აუდიტორულ შემოწმებაში
შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგიშემთხვევა:
ა)
შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ)
შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;
გ)
ინტერესთა კონფლიქტის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
თავი VII
გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
მუხლი 10🔗.
სამსახურის ქონება
1.
შიდა აუდიტის სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
საკუთრებას.
2.
შიდა აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
თავი VIII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 11🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1.
ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილიწესით.
2.
შიდა აუდიტის სამსახური რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველია საკრებულოს დადგენილება.