აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/58
2015 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის 12 დეკემბრის №01/5248; №01/5246;№01/5247 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში - ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი“) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2009 წლის 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) - საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 17 ნოემბრის №2087-IIს დადგენილებით). აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის - კმ 12.4 - კმ.31.259 მონაკვეთისათვის, დამუშავდა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დამტკიცდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა (LARP III).
,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ასევე დამუშავდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ0-კმ11+500 მონაკვეთზე მშენებლობის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეთანხმდა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და საქართველოს მთავრობასთან.
აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტისა და სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პროექტის განხორციელების მიზნით, აუცილებელია, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონებების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეებთან უმეტესად მიღწეულია (დაახლოებით - 90%), მაგრამ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილ 6 მესაკუთრესთან და სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ 2 მესაკუთრესთან, რომლებმაც, შესაბამის საკომპენსაციო თანხის მიღებაზე ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ ოფიციალურად წერილობით განუცხადეს უარი.
აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან: 1) ბიჭიკო კონცელიძე (პ/ნ 61004046611) - ს/კ №20.47.04.015; 2) იოსებ ქამაშიძე (პ/ნ 61004001254) ს/კ №20.39.04.168, №20.39.04.167 3) თემურ ქამაშიძე (პ/ნ 61004003525) ს/კ №20.39.04.060; 4) მერი თურმანიძე (პ/ნ 61004027343) ს/კ №20.47.01.100; 5) ფატი გოგიტიძე (პ/ნ 61005009506) ს/კ №20.47.01.095; ხოლო სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ზოლში მოქცეული უძრავი ქონებების მესაკუთრეებია: 1) გიორგი ახობაძე (პ/ნ 37001021194) - ს/კ №34.08.69.047); 2) მიხეილ ახობაძე (პ/ნ 37001036544 ) - ს/კ № 34.08.70.077.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად ,,კომისიამ“ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს“ 1) №20.47.04.015; 2) №20.39.04.168; 3)№20.39.04.167; 4) №20.39.04.060; 5) №20.47.01.100; 6) №20.47.01.095; 7)N34.08.69.047; 8) N34.08.70.077 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე (პროექტისათვის საჭირო ფართებზე) ექსპოპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
№20.47.04.015; №20.39.04.168; №20.39.04.167; №20.39.04.060; №20.47.01.100; №20.47.01.095 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებები განთავსებულია აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის მშენებლობის ტერიტორიაზე, ხოლო №34.08.69.047; №34.08.70.077 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები განთავსებულია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლიტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლიტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ამ კანონის მიზანია , განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა - მშენებლობისათვის.
ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება №20.47.04.015; №20.39.04.168; №20.39.04.167; №20.39.04.060; №20.47.01.100: №20.47.01.095; 34.08.69.047 და 34.08.70.077 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 26 იანვრის ოქმის და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება კერძოდ:
ბიჭიკო კონცელიძის (პ/ნ 61004046611) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №20.47.04.015, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 2044 კვ.მ) პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 2044 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა;
იოსებ ქამაშიძის (პ/ნ 61004001254) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №20.39.04.168, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 456 კვ.მ) პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 456 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა;
იოსებ ქამაშიძის (პ/ნ 61004001254) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №20.39.04.167, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 3698 კვ.მ) პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართი - 901 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა;
თემურ ქამაშაძის (პ/ნ 61004003525) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №20.39.04.060, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 2519 კვ.მ) პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 2519 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
მერი თურმანიძის (პ/ნ 61004027343) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრი კოდი №20.47.01.100, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 880 კვ.მ) პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართი - 283;
ფატი გოგიტიძის (პ/ნ 61005009506) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით №20.47.01.095, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 5587 კვ.მ) პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართი -2228 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა;
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება. კერძოდ:
გიორგი ახობაძის (პ/ნ 37001021194) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით №34.08.69.047, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 2349 კვ.მ) პროექტისთვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართი - 852 კვ.მ.
მიხეილ ახობაძის (პ/ნ 37001036544) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით №34.08.70.077, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 4671 კვ.მ) პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართი - 3624 კვ.მ.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
მინისტრი გ. კვირიკაშვილი