გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2015
ძალის დაკარგვა 15.04.2016
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016214
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2015 წლის 26 თებერვალი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა), ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0,50 (ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, ხაზობრივი ნაგებობებისათვის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 1 (ერთი) ლარის ოდენობით (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი გზა, ელ. გადაცემის ხაზები, ელ.კავშირი, არხები და სხვა), სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი