⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.03.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2015
ძალის დაკარგვა 07.03.2016
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 273 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2015 მიღება
07.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2015 წლის 26 თებერვალი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: 1. უძრავ ქონებაზე: ა) ცენტრალურ ზონაში (ქ. გარდაბნის დავით აღმაშენებლის ქუჩა) – ქონების საბალანსო ღირებულების 10%;  ბ) შუალედურ ზონაში (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – ქონების საბალანსო ღირებულების 5%; გ) პერიფერიულ ზონაში (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – ქონების საბალანსო ღირებულების 5% 2. მოძრავ ქონებაზე – ნივთის საბალანსო ღირებულების 5%. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აპრილის №12 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 26 თებერვლის   №5  დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი