გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2015
ძალის დაკარგვა 23.03.2016
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2015 წლის 26 თებერავალი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე–16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 24–ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 93–ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8.დეკემბრის №669 დადგენილების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასებული არსასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ცენტრალურ ზონაში 1 კვ. მ-ზე 0,2995 ლარი;
შუალედური ზონა 1 კვ.მ-ზე 0,2496 ლარი;
პერიფერიული ზონა 1კვ.მ-ზე 0,1996 ლარი;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 მარტის №8 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი