⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 01.03.2016
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 460 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
01.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2015 წლის 27 თებერვალი ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი თან ერთვის); მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (ვებგვერდი, 10/03/2014) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე დანართი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:  CN=IMGX ITL X CX K,   სადაც: 1. CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2. IMG - არის ქ.ლანჩხუთის მიკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,38-ს; 3. ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ერთს; 4. C - არის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; 5. K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა შეადგენს 100-ს. მუხლი 2🔗 პირველი პუნქტის შესაბამისად ქალაქ ლანჩხუთის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: CN=0,38 X1 X 0,24 X 100=9,12 მუხლი 3🔗 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 35 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,19 ლარს. მუხლი 4🔗 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,28 ლარს. მუხლი 5🔗 სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 9,12 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის მე-3, მე-4 და მე-6 მუხლებით დადგენილი ნორმები. მუხლი 6🔗 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს), გარდა დანართის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიებისა, მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ლანჩხუთში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,56 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის მე-3 – მე-5 მუხლებით დადგენილი ნორმები.