თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 29.03.2018
გამომცემი ორგანო №
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | გაცემის თარიღი |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2015 წლის 27 თებერვალი
ქ. თელავი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 ივლისის№3/93 ბრძანების შესაბამისად,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში - თელავის მუნიციპალიტეტი) სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების წარჩინებით დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს მოწმობის ფორმების გაცემის რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი №1
თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი
მუხლი 1🔗. მოწმობის ფორმებით უზრუნველყოფა
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების გაცემას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.
2. მოწმობის ფორმების დაბეჭვდას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმო ხელშეკრულების საფუძველზე.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა.
მუხლი 2🔗. მოწმობის ფორმების შენახვა და გაცემა
1. მოწმობის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
2. მოწმობის ფორმების შენახვა-გაცემას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ მოწმობის ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 3🔗. მოწმობის ფორმების გაცემა
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი უზრუნველყოფს მოწმობის ფორმების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.
2. მოწმობის ფორმების მისაღებად ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის წერილი და მისივე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები საბოლოო შეფასებით, სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.
3. მოწმობის ფორმების გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ მინდობილ პირს.
მუხლი 4🔗. დაწესებულების მიერ მოწმობის გაცემა
1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასების აღნიშვნით.
2. მოწმობის რეგისტრაციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.
3. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით ინახება დაწესებულებაში.
მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდაულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი ჩამოწერის აქტის საფუძველზე.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ჩამოწერის აქტთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა.
4. დაკარგული მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობა გაიცემა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დაცვით.
დანართი №2
თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების წარჩინებით დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა
დანართი №3
თელავის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა
დანართი №4
მოწმობის ფორმების გაცემის რეგისტრაციის
ჟურნალის ფორმა
№
გაცემის
თარიღი
მოწმობის №
სერიის
№
მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
მოწმობის მიმღები პირი
სახელი
გვარი
თანამდებობა
ხელმოწერა
სახელი
გვარი
თანამდებობა
ხელმოწერა