📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2015
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.110.016198
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 476 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 26.03.2015 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.01.2017 წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 06.02.2017 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 25.02.2015 ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 15.03.2016

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2015 წლის 26 თებერვალი ქ. აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე- 2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის,  საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის, 202-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5  ნაწილების, 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, და „გ“ პუნქტების, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტების და მე-3 ნაწილის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ჰ“ პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 22-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22  მარტის №15 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი   (ქონების ) გადასახადის განაკვეთები  მუხლი 1🔗 ქონების წლიური გადასახადის განაკვეთები (გარდა მიწისა) განისაზღვროს: ა) საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით; ბ) საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, გარდა ამ მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების  საშუალო წლიური  საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი; გ) სალიზინგო კომპანიისთვის, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე, ლიზინგი მთელი პერიოდის განმავლობაში, ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,5 პროცენტი; დ) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის (ფიზიკური პირი) - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,15 პროცენტი; ე) 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახისათვის,  საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტის ოდენობით; მუხლი 2🔗 მიწაზე (1 ჰექტარზე გადაყვანით) ქონების წლიური გადასახადი  განისაზღვროს: ა) სახნავისათვის (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის - 77 ლარის ოდენობით; ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) - 20 ლარი; გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) - 16 ლარი; დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის,  ამ   მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“  პუნქტებით დადგენილი გადასახადის შესაბამისი ოდენობით; ე) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის, შესაბამისი ლიცენზიით გაცემის  საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის 3 ლარის ოდენობით.                  მუხლი 3🔗 ქ. აბაშისათვის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 0,8-ით, ხოლო სოფლებისათვის 0,4-ით. მუხლი 4🔗 ქ. აბაშისათვის, 1 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადი განისაზღვროს 0,19 ლარით (0,8 x 0.24 =0.19, სადაც 0,24 ლარი არის წელიწადში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული 1 კვ.მ მიწის საბაზისო განაკვეთი ლარში), ხოლო აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 0,01 ლარით (0,4 x 0.24 = 0,01 ლარი, ათწილადი დამრგვალებულია მეასედის სიზუსტით). მუხლი 5🔗 აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის გადასახადისაგან გათავისუფლდეს საცხოვრებელ სახლებზე და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, შესაბამისად - 250 კვ.მ. და 50 კვ.მ.-ის ოდენობით. მუხლი 6🔗 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე  და 206-ე  მუხლებით.