მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2015
ძალის დაკარგვა 21.04.2016
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.109.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,4 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.02.2017
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2015 წლის 26 თებერვალი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს თანდართული მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 მარტის №5 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - ,,მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K სადაც:
ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG - არის მარტვილის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.4-ს;
გ) ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. მარტვილში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (lari)
0,4
1
0,24
50
4,80
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. მარტვილში დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.92 ლარს.
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. მარტვილში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.44 ლარს.
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. მარტვილში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,40 ლარს.