ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2015
ძალის დაკარგვა 28.02.2017
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.109.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | ქ. მარტვილში |
| 2 | მარტვილის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფელში |
| 3 | სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) |
| 4 | საკარმიდამო |
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2015 წლის 26 თებერვალი
ქ. მარტვილი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და
მისი განაკვეთების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის და XXIX თავისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 მარტის №6 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202–ე მუხლის 3’ ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
მუხლი 3🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4🔗
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
ა)
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები
ლარი/ჰა
1
სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
19.00
2
საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
15.00
3
სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)
76.00
4
საკარმიდამო
76
ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის გადასახადი განისაზღვრება ამ მუხლის „ა“ პუნქტში დადგენილი ფასების შესაბამისი ოდენობით;
გ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა დაიბეგრება 3 ლარით.
მუხლი 5🔗
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქალაქ მარტვილში, მის თემებში და სოფელში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:
№
მარტვილის მუნიციპალიტეტი
ტერიტორიული კოეფიციენტი
საბაზისო განაკვეთი 1 მ2-ზე (ლარებში)
წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2-ზე
(3X4 )
1
ქ. მარტვილში
0,6
0,24
0,144
2
მარტვილის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფელში
0,45
0,24
0,108
მუხლი 6🔗
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისგან სრულად განთავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მუწის ნაკვეთები;
გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისგათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.
მუხლი 7🔗
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი შესაბამისიდაბეგვრის ობიექტის მიხედვით და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.