მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2015
ძალის დაკარგვა 30.07.2015
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 366 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2015 მიღება
30.07.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2015 წლის 26 თებერვალი ქ. მარტვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 პუნქტების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის, მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები და განისაზღვროს განაკვეთები თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 მარტის №7 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია     დანართი მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗  მარტვილის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები და მისი ოდენობა განისაზღვროს: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის: ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,8 ლარი; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარი; გ) დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული მშენებლობა. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარი თვეში, სამ და მეტსულიან ოჯახზე არაუმეტეს 1,5 ლარისა; ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, 10 (ათი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე. 3.  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი ) ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ)სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე–კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 ლარი; ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე-კვარტალში 3 000 (სამი ათასი)ლარი. მუხლი 2🔗 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 3🔗 შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხოს მარტივილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.