⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.02.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
ძალაში შესვლა 01.03.2015
ძალის დაკარგვა 18.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №289
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.029.016279
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,670 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
01.03.2015 ძალაში შესვლა
18.02.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №289 2015 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 22 ივლისის N65 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ძალაშია 2015 წლის 1 მარტიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება თავი I. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი      მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემაში გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი, სამინისტროს სისტემის ფარგლებში მონიტორინგისა და აუდიტორული მუშაობის განხორციელება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე შემოსული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის  შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრის) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით. 4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს, თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, ემორჩილება კანონს და მოქმედებს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 5. შიდა აუდიტი უნდა განხორციელდეს აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) დამოუკიდებლობა; ბ) ობიექტურობა; გ) პროფესიონალიზმი; დ) საჯაროობა; ე) გამჭვირვალობა; ვ) კანონიერება. 6. დეპარტამენტი მოქმედებს „შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე შექმნილ შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოსთან (ჰარმონიზაციის ცენტრი) (შემდგომში - საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.      მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგამოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება, ასევე მათი პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, რაც მოიცავს საბიუჯეტო სახსრების სათანადოდ, ეკონომიურად და ეფექტიანად, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას; გ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; დ) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; ვ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; ზ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციელება მინისტრის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; თ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ი) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების განუხრელი შესრულებისა და დაცვის კონტროლი, ასევე “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურების კანონიერების შესწავლა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემოწმება. კ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ლ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება; მ) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავება და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ნ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულების მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 2. დეპარტამენტი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შიდა აუდიტის შესაბამისი სახეების გამოყენებით, რაც მოიცავს აუდიტის დაგეგმვას, განხორციელებას, ანგარიშგებას, რეკომენდაციების გაწევას და მათ შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებას. 3. შიდა აუდიტის დაწყების სამართლებრივი საფუძველია კანონისა და დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული შიდა აუდიტორული დავალება. მუშავდება შიდა აუდიტის გეგმა, რომელშიც აისახება მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა. შესამოწმებელ ობიექტს აუდიტის დაწყებამდე წარედგინება შემოწმების განხორციელების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი და პროგრამა (გეგმა), ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა. 4. შემოწმება ხორციელდება სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გამოთხოვით, ან/და ასეთი საჭიროების შემთხვევაში შესამოწმებელ ობიექტზე გასვლით. შესწავლის მიზნით, დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოიძახოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ახსნა-განმარტება იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოსამსახურეები, მხოლოდ მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.      მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება 1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სისტემაზე. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ შესწავლისა და ანალიზის ობიექტი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 3. დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს შიდა აუდიტი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში გამოვლენილი დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; გ) მიიღოს განცხადებები, წერილები და სხვა სახის ინფორმაცია სამინისტროში დასაქმებულ მოსამსახურეთა ქმედებებზე. სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე შემოსული განცხადებების განხილვის შემდგომ, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართოს მინისტრს, რომ შესაბამისი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაგზავნილ იქნეს გამოძიების მიზნით შესაბამის ორგანოებში; დ) აუდიტის საგანთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ან/და რისკის შეფასების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა და მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში; ე) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოსამსახურეები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე; ვ) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე; ზ) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოითხოვოს სამინისტროს მოსამსახურეების ან მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან; ი) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები; ლ) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამინისტროს მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს; მ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 4. სამინისტროს თანამშრომლები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება. თავი II. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვნელობა 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის; გ) დეპარტამენტის თანამშრომლებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს; დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ე) პასუხისმგებელია ამ დებულების მოთხოვნათა შესრულებაზე; ვ) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს. სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე და მას ამტკიცებს მინისტრი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შიდა აუდიტში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრის, დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ. ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; წარადგენს წინადადებებს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ი) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას; კ) წარუდგენს მინისტრს კანონმდებლობით და ამ დებულებით, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ მოვალეობებთან დაკავშირებით შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, შიდა აუდიტორულ ანგარიშს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ლ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებასა და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; მ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების სტრუქტურასა და ფუნქციებში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას; ნ) თანამშრომლობს საბჭოსთან და მოთხოვნის შემთხვევაში საბჭოს თანამშრომლებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციით; ო) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს თითოეული შიდა აუდიტორული დავალების შესასრულებლად საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა; პ) ასრულებს საბჭოს მიერ განსაზღვრულ, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.  დეპარტამენტის უფროსის და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს; ბ) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე; დ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველო; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უზრუნველყოფის სამმართველო. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე დეპარტამენტის უფროსის წინაშე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ე) ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ზ) უწევს კოორდინაციას სამმართველოში სტაჟიორთა საქმიანობას და დადგენილი წესის შესაბამისად, ახდენს მათ შეფასებას; თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის და მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს. 4. შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგამოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება, ასევე მათი პრევენციის მიზნით შიდა აუდიტორული ანგარიშების, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, რაც მოიცავს საბიუჯეტო სახსრების სათანადოდ, ეკონომიურად, ეფექტიანად, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას; გ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; დ) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ე) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების განუხრელი შესრულებისა და დაცვის კონტროლი, ასევე “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების კანონიერების შესწავლა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემოწმება; ვ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება მისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა; თ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულების მიზნებსა და ფუნქციებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 5. სამსახურებრივი დისციპლინის უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ დასკვნის შედგენა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა; ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი და უფლება-მოვალეობების შესრულების ანალიზი; გ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციელება დისციპლინის დაცვის მიზნით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; დ) სამინისტროს მოსამსახურეების მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული მოვალეობების, მათ შორის ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ე) სამინისტროს სისტემაში დისციპლინის დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა; ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულების მიზნებსა და ფუნქციებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 4. შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია: ა) შეასრულოს დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის დავალებები. ბ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი და პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა; გ) დაიცვას მისი საქმიანობიდან გამომდინარე კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტი მიმდინარეობა შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე; დ) დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია. თავი III. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი და ანგარიშგება მუხლი 7🔗. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი 1. ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების მიზნით, დეპარტამენტი ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას, სამსახურებრივი შემოწმების ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. გამონაკლის შემთხვევებში, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს დეპარტამენტს. ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, შიდა აუდიტის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, აგრეთვე გეგმური შემოწმების გრაფიკი. 4. გეგმიური შემოწმების გრაფიკს, ყოველი წლის დასაწყისში, შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის უფროსი. 5. დეპარტამენტის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებება-მოვალეობებსა და ინტერესებს. 6. დეპარტამენტის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს შემსრულებლის ვინაობა და მისი შესრულების გონივრული ვადა. 7. დეპარტამენტის მოთხოვნა სამინისტროს მოსამსახურის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მინისტრთან. მოთხოვნის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს ამ მოთხოვნის დადგენილ ვადაში შესრულების ვალდებულებისაგან, თუ მინისტრი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას. 8. დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება დეპარტამენტში. აღნიშნული მასალების შენახვა და არქივისათვის გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს მიმართავს წარდგინებით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე.     მუხლი 8🔗. ანგარიშგება 1. სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგამოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოწმების შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის მომზადება ხორციელდება აუდიტის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში და წარედგინება მინისტრს. შიდა აუდიტის ანგარიში უნდა აკმაყოფილებდეს შიდა აუდიტის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების ძირითად მოთხოვნებს. 2. შიდა აუდიტორული ანგარიშის  პროექტში შეტანილ იქნება ინფორმაცია მოპოვებული მასალების, გამოვლენილი ფაქტებისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, მათი ანალიზი და მათ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები, ასევე შემოწმებული შიდა კონტროლის სისტემების სანდოობისა და ადეკვატურობის შეფასება. 3. დეპარტამენტმა ყოველკვარტალურად აწარმოოს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების ანგარიშგება და წარუდგინოს საბჭოს. 4. შიდა აუდიტის უფროსი შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წლიურ ანგარიშს. წლიური ანგარიში ასევე წარედგინება საბჭოს მიმდინარე წლის არა უგვიანეს 31 იანვრისა, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზებს (მათი არსებობის შემთხვევაში); ბ) ინფორმაციას განხორციელებული შიდა აუდიტის შესახებ; გ) ძირითად დასკვნებს და რეკომენდაციებს დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ; დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებულ საქმიანობას და ინფორმაციას შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ; ე) წინადადებებს შიდა აუდიტის განვითარების შესახებ; ვ) შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერ შეზღუდვას; ზ) განზოგადებულ სტატისტიკურ მონაცემებს, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე; თ) განზოგადებულ მონაცემებს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამინისტრის სისტემაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი პრობლემების, მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების, მათ შორის, კორუფციის ფაქტების თაობაზე; ი) ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში დეპარტამენტის მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და წარდგინებების თაობაზე, სამინისტროს სისტემაში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების თვალსაზრისით; კ) ინფორმაციას გაწეულ რეკომენდაციებსა და წარდგინებებზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე, აგრეთვე მონაცემებს სათანადო რეაგირების გარეშე დარჩენილი წინადადებებისა და გაუთვალისწინებელი რეკომენდაციების თაობაზე; ლ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემულ საქმეთა ჩამონათვალს, აგრეთვე ინფორმაციას ამ საქმეების შემდგომი მსვლელობის თაობაზე; მ) ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევების შედეგად სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მხრიდან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ოდენობის, კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოსათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე. მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, სამინისტროში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა. 2. შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში; ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში; გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს დეპარტამენტის უფროსი. მუხლი 10🔗. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან დეპარტამენტი თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და სხვა უწყებებთან.