სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 20.03.2024
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,233 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
20.03.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2015 წლის 27 თებერვალი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2015 წლის 27 თებერვალი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები, დანართი №1–ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკობა ძიძიგური დანართი №1 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები ეს წესი განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის  წესსა და პირობებს. მუხლი 1🔗. სტაჟირების მიზანი სტაჟირების მიზანია: ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, სტუნდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება; ბ) კვალიფიკაციური კადრების მომზადება; გ) მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დ) დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა. მუხლი 2🔗. სტაჟიორები 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო  პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%); ასევე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო  პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%). 2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის  დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%). 3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის პროფილთან. მუხლი 3🔗.  სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა 1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 2. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. 3. სტაჟირების ვადა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სტაჟიორთა მიღების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი განსაზღვრავენ სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა. მუხლი 4🔗.  სტაჟირების გავლის წესი და მიღება 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ორ ნაკადად. პირველი ნაკადის მიღება ხდება შემოდგომაზე, სექტემბერის თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა – გაზაფხულზე, მარტის თვეში. 2. პირი სტაჟიორად მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში ბიურო)“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 3. სტაჟიორების კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან  უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებებში ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს ათ დღეზე ნაკლები. 4. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში. სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზერვში ჩარიცხული პირები, ავტომატურად გაივლიან სტაჟირებას შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე. 5. ბიურო თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და წერილობით აცნობებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ორგანოებს სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. 6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები ვალდებულია, შესაბამისი ნაკადის ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. 7. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამისი სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით, სტაჟირების ადგილზე. მუხლი 5🔗. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტაჟიორის პირადი განცხადება. სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა, დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით, საქართველოს კანონმდებლობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესის ან/და შესაბამის უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევებით. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს. მუხლი 6🔗. სტაჟიორის უფლება–მოვალეობები 1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაოს აღწერილობის ფარგლებში. 2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ ორგანიზებულ  ღონისძიებებში; დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს /სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი/; ე) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 3. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. 4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები კი – შინაგანაწესიდან. მუხლი 7🔗. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლება-მოვალეობები 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტაჟიორს სტაჟირების გასავლელად უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ–ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან  სტაჟირების ინტეგრირების მიზნით. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის  დასრულებისთანავე. მუხლი 8🔗.  სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება–მოვალეობები 1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს. 2. სტაჟიორის ხელმძღვანელი, პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით. 4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით. მუხლი 9🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებენ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ. 2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც გაიცემა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.