⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.02.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 13.02.2020
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.166.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 280 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
13.02.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა-ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2015 წლის 27 თებერვალი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებული შენობა- ნაგებობისა და სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის  №669 დადგენილების 34-ე მუხლის, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საწყისი  წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდუტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი, შენობის საწყისი საპრივატიზაციო ფასის 5%-ს ოდენობით. მუხლი 2🔗 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური ქირა განისაზღვროს თითოეული ზონისათვის, დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს: 2.1. ცენტრალური ზონისთვის - 4,92 ლარი; 2.2. შუალედური ზონისთვის - 3,78 ლარი; 2.3. პერიფერიული ზონისთვის - 2,65 ლარი. მუხლი 3🔗 მუნიციპალიტეტის სოფლებში, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური zონისთვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით, რაც შეადგენს 1,89 ლარს. მუხლი 4🔗 დასახლებათა შორის არეალებში მიწის საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისთვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით,რაც შეადგენს 1,89 ლარს.      მუხლი 5🔗 საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით, რაც შეადგენს 1,89 ლარს. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და   თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის №4 დადგენილება;(გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი:200230000.35.166.016132, 21.01.2014წ.) მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი