ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 23.02.2016
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №09
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016252
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტარიელ ბაკურაძე | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| IMG | ITL |
| 0,32 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.02.2016
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №09
2015 წლის 27 თებერვალი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეტარიელ ბაკურაძე
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც:
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ)
IMG არის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;
გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისთვის – 1-ს;
დ)
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე)
K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის განისაზღვროს – 131-ით.
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
1
0,24
131
10.06
3.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.02 ლარს.
4.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.52 ლარს.
5.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის ზოლში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.03 ლარს.