ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 07.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 200140020.35.172.016077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 245 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
07.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2015 წლის 27 თებერვალი ქ. ამბროლაური ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის 203-ე და 204-ე მუხლის თანახმად , ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგენს: მუხლი 1🔗 1. განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური განაკვეთები (ლარი/ჰა): ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა -ზე 16 ლარი; ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა -ზე 10 ლარი; გ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწისათვის – 1 ჰა -ზე 3 ლარი; დ) სახნავი და საკარმიდამო მიწებისათვის – 1 ჰა -ზე 61 ლარი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით : ა ) მის საკუთრებაში არსებულ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ; ბ ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე , რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი ; გ ) მის მფლობელობაში ან /და სარგებლობაში არსებულ , გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის , ქირის , უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე . მუხლი 3🔗 გადასახადის გადამხდელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე