თბილისის საქალაქო სასამართლო-განჩინება შპს"ტროპიკი" მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20522-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე  № 2/20522-14    

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის  გაუქმების შესახებ

2015 წლი ს 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „ტროპიკი” (ს/კ 204562794)

წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის’’ (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ტროპიკის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 21 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „ტროპიკის” დირექტორის შპს ”რეაბილიტაციის” (ს/კ 204562794) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა - ბიძინა ჩიკვილაძემ და ითხოვა შპს „ტროპიკი” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ტროპიკს” საგადასახადო და კრედიტორული ვალი არ ერიცხება. საწარმოს არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი რომან მესუმიანი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 300 (სამას) ლარს. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰყავს დებიტორები. საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინებით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ტროპიკს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”ტროპიკის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. ამასთან, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 3 დეკემბერს, ხოლო კრედიტორს - რომან მესუმიანის კი კანონით დადგენილი წესით ჩა ჰ ბარდა  2014 წლის 18 დეკემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „ტროპიკის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „ტროპიკის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მომართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „ტროპიკის” (ს/კ 204562794) გაკოტრებულად  გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ტროპიკი” (ს/კ 204562794) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი  რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.  განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. შპს „ტროპიკს” (ს/კ 204562794)  დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ  კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე                                                                         ბ. სისვაძე