📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.157.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2015
matsne.gov.ge 457 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 ქ. თეთრიწყარო, დაბა მანგლისი
2 სოფლები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია
3 საძოვრები (მათ შორის, გაკულტურებული)
4 ტყის მიწაზე ქონების გადასახადი (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)
5 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 31.01.2018 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 13.04.2018 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 27.02.2026 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 12.02.2018 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპური ფომების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 27.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №111 2015 წლის 27 თებერვალი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, მე-60, 200-206-ე მუხლებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №4/3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/03/2012წ., 210020010.35.157.016089) და  „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადასახადისაგან გათავისუფლებული ფართობების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 აგვისტოს №15/2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/08/2012 წ., 200230000.35.157.016097). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. მუხლი 4🔗 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: № მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები 90 2 სათიბები (მათ შორის, გაკულტურებული) 22 3 საძოვრები (მათ შორის, გაკულტურებული) 18 4 ტყის მიწაზე ქონების გადასახადი (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული) 40 5 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები  3 მუხლი 5🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია: № ტერიტორია ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი გადასახადის განაკვეთი (ლარი) 1 ქ. თეთრიწყარო, დაბა მანგლისი 1 0.24 0.24 2 სოფლები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია 0.5 0.24 0.12 მუხლი 6🔗 ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 7🔗 ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს  საქართველოს საგადასახადო კოდექსის  206-ე მუხლით დადგენილი ქონება.   ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული  მიწის ფართობების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 2000 კვ.მ-ით;  გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე  ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ფართობების გადასახადისაგან გათავისუფლებულის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 30 კვ.მ-ით.