თბილისის საქალაქო სასამართლო-განჩინება სს "გუდვილი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13628-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/13628-13              

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლი ს 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებლები - 1 - სს „გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველი გიორგი ჩუმაშვილი

 

2 -   სს „გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუნუ ფორჩხიძე

 

მოთხოვნა - სს „გუდვილის’’ კრედიტორთა  რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველის გიორგი ჩუმაშვილის და სს „გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუნუ ფორჩხიძის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

 

გამოარკვია

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია  სს „გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე განცხადებით მომართეს სს „გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველმა გიორგი ჩუმაშვილმა და  სს „გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუნუ ფორჩხიძემ.

 

სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1) დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება.

2) სს „გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევა;

3) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტის წინაშე რეაბილიტაციის მმართველის მოხსენება, რეაბილიტაციის გეგმის შესრულებისა და რეაბილიტაციის მმართველის მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ;

4) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2015 წლის 6 მარტსб 16:00 საათზეб თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:

 

1.1) დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება.

1.2) სს „გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევა;

1.3) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტის წინაშე რეაბილიტაციის მმართველის მოხსენება, რეაბილიტაციის გეგმის შესრულებისა და რეაბილიტაციის მმართველის მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ;

1.4) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაშიб კერძო საჩივრითб თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                 თ. ჭუნიაშვილი