⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.02.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 23.02.2016
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.151.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 557 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
23.02.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
IMG მაკრომდებარეობის ინდექსი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2015 წლის 27 თებერვალი დ. სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების,  ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის გამოანგარიშების მარეგულირებელი კოეფიციენტი – 230 ოდენობით, მიწის საწყისი ნორმატიული ფასის გამოანგარიშება  მოხდეს ფორმულით CN=IMG   X ITL X C x K,  სადაც CN  – არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი 1 მ​2-ზე. IMG  –  არის ყაზბეგისათვის  დადგენილი მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0,2 ოდენობით, ის მუდმივი მაჩვენებელია. ITL – არის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი, რომელიც დ.სტეფანწმინდისათვის განისაზღვრება 1,0 ოდენობით  (დ.სტეფანწმინდაში ზონირება არ ხორციელდება). C –  არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი საბაზისო განაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ​2-ზე და მისი ოდენობა განისაზღვრება 0,24 ლარით.   K – არის მიწის საწყისი ნორმატიული ფასის გასაანგარიშებელი მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ფორმულით, დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი 1 მ​2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით: № IMG მაკრომდებარეობის ინდექსი ITL – ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი C საბაზისო განაკვეთი K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი CN=IMG   X ITL X C x K 0,2 1,0 0,24 230 11,04 მუხლი 3🔗 ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დასახლებებში და მის  არეალებში გამავალ ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ა) საერთაშორისო მნიშვნელობის (სამხედრო გზა) სტეფანწმინდა-თბილისის საავტომობილო გზის (გარდა დ. სტეფანწმინდის. სარეკრეაციო-საკურორტო  და სამთო-სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში. (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 7,728 ლარს 1 მ​2-ზე. ბ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  (გარდა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო-სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60 %-ით, რაც შეადგენს  6,624  ლარს  1მ​2-ზე. მუხლი 4🔗 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო  ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული გუდაურის ტერიტორიისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და დადგინდეს  44,16 ლარი 1 მ​2-ზე. მუხლი 5🔗 ყველა დანარჩენ დასახლებებში და არეალებში მოქცეული ტერიტორიებისათვის მიწის საწყისი ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ. სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60%-ით, რაც შეადგენს 6,624 ლარს 1 მ​2-ზე. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04.03.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.151.016141)  „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“. მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი