,,თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
,,თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2015 წლის 2 მარტი
ქ. ახმეტა
,,თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
,,თვითმმართველი ერთეულის-ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2011, 020080130.35.162.016081) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ახმეტის მუნიციპალიტეტში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენის საკითხის მოწესრიგების საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე, 24-ე, 27-ე, 31-ე 67-ე ნაწილების შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“
პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ხოლო მისი დავალებით აგრეთვე სამსახურის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 51², 51³, 52-ე, 53³, 55-ე, 55², 55³, 63-ე, 64-ე, 65-ე, 65¹, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე, 86-ე,119¹ მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 127¹ მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146¹, 148-ე, 150-ე, 150¹, 151-ე, 1534, 159-ე, 159¹, 1778, 1779, 179² მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე“.
„ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ დირექტორი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, 74-ე მუხლით, 146¹ მუხლით, 148-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 152² მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე (თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში)“.
პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი, ხოლო მისი დავალებით სამსახურის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196³, 1966 და 197¹ მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე“.
ამოღებულ იქნას პირველი მუხლის „ბ“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტები.
შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„შენიშვნა: ამ მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებამოსილი პირები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51-ე, 51², 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-65¹, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა ჩადენილია ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიაზე“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი