შპს "მაატი"-ის მუდმივმოქმედი არბიტრაჯის საარბიტრაჟო წარმოების წესები (დებულება)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს ,,მაატის“ მუდმივმოქმედი
არბიტრაჟის საარბიტრაჟო წარმოების წესები (დებულება)
მუხლი 1. საარბიტრაჟო წარმოების წესები
1.1. წინამდებარე წესები (შემდეგში - „წესები“) განსაზღვრავს შპს ,,მაატის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ კერძო ხასიათის იმ ქონებრივი დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესებს, რომელთა მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
1.2. წესები განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილად, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა თვით საარბიტრაჟო შეთანხმებით მხარეებმა კონკრეტული საკითხი დატოვეს მოწესრიგების გარეშე და იმ პირობით, რომ დებულება არ ეწინააღმდეგება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდგომში - „კანონი“). ამავე დროს, თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ან მისი რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება დებულების რომელიმე წესს, მაშინ მოქმედებს საარბიტრაჟო შეთანხმება ან მისი შესაბამისი ნაწილი.
1.3. საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის დროს, ცალკეული საპროცედურო მოქმედების შესრულების დროს.
1.4. წინამდებარე დებულებაში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.4.1.შპს ,,მაატის“ არბიტრაჟი – მუდმივმოქმედი არბიტრაჟი;
1.4.2. საარბიტრაჟო კოლეგია - არბიტრაჟის შემადგენლობაში კონკრეტული დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით დანიშნული არბიტრი ან არბიტრები;
1. 4.3. კომპანია - შპს ,,მაატი“;
1.4.4.არბიტრაჟის რეგისტრატურა–კომპანიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც იღებს, არეგისტრირებს და აგზავნის საარბიტრაჟო სარჩელს, შესაგებელს და სხვა კორეპონდენციას. რეგისტრატურის მეშვეობით ხდება მხარეების, მათი წარმომდგენლების, მოწმეების, ექსპერტების, თარჯიმნების და სხვა პირების მოწვევა საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. რეგისტრატურა ასევე ასრულებს არბიტრაჟის არქივის ფუნქციას და ასრულებს არბიტრაჟის თავმჯდომარის დავალებებს;
1.4.5 . არბიტრაჟის თავმჯდომარე – კომპანიის დამფუძნებელი ერთადერთი პარტნიორის, ან დამფუძნებელ პ არტნიორთა კრების მიერ, დანიშნული პირი, რომელიც ახორციელებს არბიტრაჟის უფლებამოსილებას არბიტრაჟის ფორმირებისა და დავის საარბიტრაჟო განხილვის პროცესში; იგი ხელმძღვანელობს არბიტრაჟს, არბიტრაჟის სახელით ნიშნავს არბიტრებს, შეუძლია განიხილოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი; თანამდებობაზე ნიშნავს რეგისტრატორისა და არბიტრაჟის სხვა დამხმარე პერსონალის კანდიდატურებს და ახორცილებს ამ წესებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
1.4.6. სამედიაციო შეთანხმება – არბიტრაჟის მიერ მხარეებისათვის შეთავაზებული და წარმართული სამომრიგებლო პროცედურა, რომელიც სრულდება კომპრომისული შეთანხმებით (მორიგებით).
მუხლი 2. რეგისტრატურა
2.1. რეგისტრატურა ასრულებს არბიტრაჟის კანცელარიის ფუნქციას, რომლის საქმიანობასაც კონტროლს უწევს არბიტრაჟის თავმჯდომარე.
2. 2. ყოველგვარი კომუნიკაცია არბიტრაჟის თავმჯდომარეს, არბიტრებს, მხარეებსა და საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე სხვა პირებს შორის წარმოებს რეგისტრატურის მეშვეობით. არბიტრაჟს შუძლია მხარესთან ურთიერთობა დაამყაროს კომუნიკაციის სხვა საშუალებებითაც, თუ ეს აუცილებელია საქმის განხილვისათვის.
2. 3. ყველა დოკუმენტი, რომლიც წარედგინება არბიტრაჟს უნდა იყოს დარეგისტრირებული. არბიტრაჟისათვის უშუალოდ სხდომაზე გადაცემული დოკუმენტები, დაუყოვნებლივ, მაგრამ გადაცემიდან არაუგვიანეს ერთი დღისა, უნდა გადაეცეს რეგისტრატურას საკანცელარიო წიგნში (ფორმულარში) ან/და ელექტრონულ პროგრამაში ასახვის მიზნით, გარდა ელექტრონული დოკუმენტებისა, რომლებიც დარეგისტრირებულია ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით.
მუხლი 3. არბიტრაჟის კომპეტენცია
3.1. არბიტრაჟი განიხილავს მხარეთა შორის არსებულ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმება. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა, მათ შორის საარბიტრაჟო შეთანხმება წერილობით დადებულად ითვლება შეთანხმების ელექტრონული დოკუმენტის სახით არსებობის შემთხვევაშიც, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელექსით ან ტელეფაქსით და მათზე ხელმოწერა (თანხმობა) დადასტურებულია ელექტრონულად ან/და ,,ელეტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.3.2 თუ მხარეები შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე, მაშინ მიიჩნევა, რომ მათ იკისრეს ვალდებულება, ამ კონკრეტული დავის გადასაწყვეტად არ მიმართონ არცერთ სხვა სასამართლოსა თუ არბიტრაჟს არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეთა წერილობითი შეთანხმება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
3.3. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს კანონით და მხარეთა ან თავად არბიტრაჟის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრული პროცედურით.
მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა
4.1. არბიტრაჟის შემადგენლობა, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დებულება წარმოადგენს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილს, განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად.
4.2. არბიტრაჟის შემადგენლობა განისაზღვრება ერთი ან სამი არბიტრით. იმ შემთხვევაშიც, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეები გაითვალისწინებენ დავის განხილვის მიზნით ოთხი ან მეტი არბიტრის დანიშვნას, დავას განიხილავს სამი არბიტრისაგან დაკომპლექტებული საარბიტრაჟო კოლეგია.
4.3. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, არბიტრაჟის შემადგენლობა განისაზღვრება ერთი წევრით , თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ან ასევე თუ სხვა რამეს არ გადაწყვეტს არბიტრაჟი.
4.4. იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება ამ მუხლის 4.3. პუნქტით გათვალისწინებულ თანხას, დავას განიხილავს სამი არბიტრისგან შემდგარი კოლეგია.
მუხლი 5. არბიტრების დანიშვნა
5.1. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დებულება წარმოადგენს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილს, ამ მუხლით განისაზღვრება არბიტრების დანიშვნის წესი.
5.2. მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით შესაძლოა დადგენილ იქნეს არბიტრების დანიშვნის ამ დებულებისგან განსხვავებული წესი. ყველა სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ მხარეები არბიტრების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებას გადასცემენ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს და არბიტრების დანიშვნა ხდება წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.
5.3. თუ საარბიტრაჟო დავა უნდა განიხილოს ერთმა არბიტრმა, მას ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 4 დღის ვადაში.
5.4. თ უ ს აარბ იტ რაჟო შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა ან არბიტრაჟის დ ე ბ უ ლ ე ბ ა კ ო ნ კ რ ე ტ ული დავ ის თვ ი ს ი თვ ა ლ ისწი ნე ბ ს არბ ი ტ რაჟის შ ე მ ა დგ ე ნ ლ ობ ა ს ს ა მ ი წ ე ვრ ი თ ,მ ო ს არჩ ე ლ ე ა რბ იტ რის კ ა ნ დიდა ტ უ რ ას წ არ ად გ ენ ს ს აარბ იტ რ ა ჟო პ რ ე ტ ენ ზი ა ს თან ე რ თ ა დ , ხოლო მ ო პ ა ს უ ხ ე შ ე ს აგე ბ ე ლ თან ე რ თ ა დ . თ უ მ ო ს არჩ ე ლე ს აარბ იტ რაჟო პ რ ე ტ ენ ზ ი ა ს თან ე რ თად არ დაა ს ახ ე ლ ე ბ ს არბ იტ რ ე ბ ი ს ს ა ს უ რ ველ კ ა ნ დიდ ა ტს , ჩა ი თვლება, რომ მ ან უა რ ი თქვა არბ იტ რის კ ა ნ დიდა ტ უ რ ი ს წ ა რდ გ ენ ი ს უფ ლ ე ბი თ ს ა რ გ ე ბ ლობ ა ზ ე . თ უ მ ო პ ა ს უხე დ ე ბ უ ლ ე ბი თ განს ა ზღვ რ ულ ვ ა დაში არ წ არად გ ენ ს შ ე ს ა გ ე ბე ლს, ან შ ე ს აგებლ ი ს წ არ დ გ ე ნ ა ს თ ა ნ ე რ თად არ დაა ს ახ ე ლ ე ბ ს არბ იტ რო ბ ი ს ს ა ს უ რ ველ კ ა ნ დიდა ტ ს , ჩა ი თვლება, რ ომ მ ან უა რ ი თ ქვა არბ იტ რის კ ა ნ დიდა ტ უ რ ი ს უ ფ ლ ე ბ ი თ ს არგ ე ბ ლობ ა ზ ე .
5.5. თ უ ს აარბ იტ რაჟო შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა ა ნ არბიტრაჟის დ ე ბ უ ლ ე ბ ა კ ო ნ კ რ ე ტ ული დავ ის ათვ ი ს არ ი თვ ა ლ ისწი ნე ბ ს არბ იტ რაჟის შ ე მ ადგ ე ნ ლობ ა ს ს ა მ ი წ ე ვრ ი თ დ ა მი უხ ე დავად ა მის ა,არბიტრაჟი მი ზა ნ შ ე წ ო ნ ი ლ ა დ ჩათვლ ი ს დავ ი ს ს ა მ ი არბ იტ რის მ ო ნ ა წი ლ ე ობ ი თ გ ა ნ ხ ი ლვ ა ს , მ ხარ ე ე ბმ ა არბ იტ რო ბ ი ს თ ი თო კ ა ნ დიდა ტ უ რა უ ნ და წ არ ა დგი ნ ონ არბიტრაჟ ი ს შ ე ს ა ბ ა მის ი გადა წ ყ ვ ე ტი ლ ე ბი ს მი ღ ები დან 5 დღის განმ ა ვ ლ ობ ა ში.თ უ ამ ვ ა დაში არბიტრაჟის რეგისტრატურა (კ ა ნ ცელ ა რია)არ მიი ღ ე ბ ს მ ხარის შ ე ტ ყო ბ ი ნე ბ ას ა რბ იტ რო ბი ს კ ა ნ დიდა ტ უ რის წ არ დ გ ე ნ ი ს შ ე ს ახ ე ბ, ჩა ი თ ლ ე ბ ა , რომ მ ხარ ე მ უა რ ი თქვა ა მ უფლ ე ბ ი თ ს არ გ ე ბ ლო ბ აზ ე .
5.6. რ ოცა ს აარბ იტ რა ჟ ო დავა განიხ ი ლ ე ბ ა ს ა მ ი არბ იტ რის მი ე რ , არბიტრაჟის თავმჯდომარე მ ხარ ე თა მიე რ ა რბ იტ რ ე ბი ს კ ა ნ დიდა ტ უ რ ი ს წ არ მ ოდ გ ენ ი დან ა ნ წ არ მ ოდგ ე ნ ი ს ვ ა დის გაშ ვ ე ბი დ ა ნ 5 დღის ვ ა დ აში ნ ი შ ნ ა ვ ს ს ა მი ვე არბ იტს .
5.7.ი მ შ ე მ თხ ვ ე ვ ა ში, რ ოცა ს აარბ იტ რა ჟ ო კოლეგიის შ ე მ ა დგ ე ნ ლო ბ ა განი ს აზღ ვ რ ე ბ ა ს ა მ ი წ ე ვრ ი თ ,საარბიტრაჟო კოლეგიის თა ვმ ჯდომ ა რედ ი ნ ი შ ნ ე ბ ა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მი ე რ შ ე რჩ ე ული და და ნ ი შ ნ უ ლი არბ იტ რი.
5.8.მ ხარ ე ე ბ ი თა ნ ხ მ დე ბი ან რ ა დავა განხ ი ლ უ ლ ი ქ ნე ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მი ე რ , ნ ი შ ნ ა ვ ს ნე ბ ი ს გა მ ოხა ტ ვ ა ს არბ იტ რ ე ბი ს და ნ ი შვნ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ გადა წ ყ ვ ე ტი ლ ე ბი ს მი ღ ე ბ ი ს უფლ ე ბ ა გადა ს ც ე ნ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს , თ უ მ ხარ ე თა ს აარბ იტ რაჟო შ ე თა ნ ხ მ ე ბი თ ს ხ ვ ა რამ არ ი ქ ნე ბ ა გათვ ა ლ ისწი ნე ბ უ ლი. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შ ე უ ძ ლ ი ა უ ა რი თ ქ ვ ა ს მ ხარ ე თა მიე რ წ ა მ ოყე ნე ბ ული ა რბ იტ რ ობ ი ს კ ა ნ დიდა ტ უ რ ე ბი ს არბ იტ რ ე ბ ა დ დ ა ნ ი შ ვ ნ ა ზ ე , თ უ გ ა და წ ყ ვ ე ტს , რომ ისი ნ ი არ ა რიან შ ე ს ა ფ ე რი ს ე ბ ი, და მ ო უკ ი დ ე ბ ლ ე ბ ი ა ნ მი უ კ ე რ ძ ო ე ბ ლ ე ბ ი . მუდმივმოქმედი არბიტრაჟის გადა წ ყ ვ ე ტი ლ ე ბ ა ს ა ბ ო ლ ო ოა დ ა ა რ ს აჩ ი ვრ დ ე ბ ა.მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ნ ი შ ნ ა ვ ს ა რბ იტ რ ე ბ ს იმ კ რი ტ ე რიუ მ ე ბი ს გათ ვ ალ ისწი ნე ბი თ , რო მ ლ ები ც დ ა თქ მ ულია მ ხარ ე თა ს აარბ იტ რა ჟ ო შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი თ , ა ს ე ვე ა რ ბიტ რ თ ა შ ე რჩ ე ვ ი ს ას მ ხ ე დ ვ ე ლობ ა ში ი ღ ე ბ ს ს აქ მი ს ხა სი ათ ს და ს აქ მი ს გარ ე მ ო ე ბ ე ბს .
5.9.ს აარბ იტ რაჟო დავ ი ს მ ო ნ ა წი ლე მ ხ ა რის მი ე რ ა რბ იტ რო ბი ს კ ა ნ დიდა ტ უ რ ა ჩა ი თვ ლ ე ბ ა წ არ დ გ ე ნ ი ლ ა დ ,თ უ ა მ ა ვ დ რ ო ულ ა დ მუდმივმოქმედი არბიტრაჟს ჩა აბ ა რ ე ბ ს არბ იტ რის მი ე რ ხ ე ლ მ ო წე რილ: (1) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სტ ა ნ დ ა რტული ფ ორ მი ს ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა ს; (2)წერილობით დოკუმენტს , რო მ ლ ი თ ა ც არბ იტ რი აცხა დ ე ბ ს თა ნ ხ მ ობ ა ს ი ყოს კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ს აქ მე ზე არბ იტ რი, ა ს ე ვ ე ადა სტ უ რ ე ბ ს მ ხარ ე თაგ ა ნ და მ ო უკ ი დ ე ბ ლობ ას ,მი უკე რ ძ ო ე ბ ლობ ას ა დ ა ნ ა ს ა მ არ თ ლობ ი ს არქო ნ ა ს .თ უ ე ს მ ო თხოვ ნ ე ბ ი არ ი ქ ნ ე ბ ა დ ა ც უ ლ ი, ჩა ი თვლება,რ ომ მ ხარ ე ს არ უს ა რგ ე ბ ლ ი ა არბ იტ რის კ ა ნ დიდა ტ უ რის წ არ დ გ ენ ი ს უ ფ ლ ე ბ ი თ .
5.10. ამ მ უხლის 5.9 .- ე პ უ ნ ქ ტ ი თ გათვ ა ლ ი ს წი ნე ბ ული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სტ ა ნ დ ა რტული ფ ორ მი ს ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბი ს წ არ გ დენა ა რ არის ს აჭ ი რ ო ი მ არბ იტ რო ბი ს კ ა ნ დ ი დ ა ტის ათვ ი ს, რო მ ე ლ ს აც აქვს მ ოქმე დ ი ხ ე ლ შ ე კ რ ულ ე ბ ა მუდმივმოქმედ არბიტრაჟთან .
5.11.თ უ მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ჩათვლ ი ს ა მ ა თ უ ი მ არბ იტ რო ბი ს კ ა ნ დიდა ტ ს შ ე უს აბ ა მ ოდ ან და მ ო კი დ ე ბ ულ ა დ დ ა მიკ ე რ ძ ო ე ბ ულ ა დ , ან თ უ დ ა ს ახ ე ლ ე ბ ული კ ა ნ დ ი დ ა ტ ი შ ე ცვლ ი ლი უ ნ და ი ქ ნე ს ნე ბისმი ე რი ს ხ ვა მი ზ ე ზი თ , მუდმივმოქმედ არბიტრაჟს აქვს მ ოქმე დ ე ბი ს ს რ უ ლი თა ვის უფ ლ ე ბ ა მიი ღოს გადა წ ყ ვ ე ტი ლ ე ბ ა გა ა გ რ ძ ე ლოს თ უ არა მ ხარის მი ე რ კ ა ნ დიდა ტ ე ბი ს წ ა მ ოყე ნე ბი ს პ რ ო ც ე ს ი.
5.12.თ უ მ ხა რ ე მ არ ის არგ ე ბ ლა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მი ე რ მი ც ე მ ული უფ ლ ე ბი თ შ ე ცვა ლ ოს დ ა წ ა მ ოა ყე ნ ოს ა რბ იტ რ ობ ი ს ახალი კ ა ნ დიდა ტ უ რ ა 5დ ღ ი ს ვ ა დაში, ჩა ი თ ვ ლ ე ბ ა,რ ომ მ ხარ ე მ უა რ ი თქვა ის არგ ე ბ ლოს ამ უფ ლ ე ბი თ დ ა არბ იტ რს და ნ ი შ ნ ა ვ ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი .
5.13 . არბ იტ რის ა ცი ლ ე ბი ს ან მის ი უ ფ ლ ე ბ ა მ ო სი ლ ე ბი ს შ ე წ ყ ვ ე ტ ი ს შ ე მ თ ვ ე ვ ა ში ახალი არბ იტ რი დაინ ი შ ნ ე ბ ა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მ ი ერ .
5.14. მ ხარ ე თა შ ო რის დავ ი ს მ ორ ი გ ე ბი თ და ს რ უ ლ ე ბ ა ზ ე შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი ს , ა ს ე ვე ს ა მ ე დიაც ი ო შ ე თ ა ნ ხ მ ე ბი ს ს ა ა რბ იტ რ ა ჟო გ ა და წ ყ ვ ე ტი ლ ე ბ ი თ და მტკი ც ე ბი ს ს აქ მე ე ბ ზე არბ იტ რის ფ უ ნ ქ ც ი ას ახორ ც ი ე ლ ე ბ ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თა ვმ ჯ დ ო მ არე, თ უ ს აარბ იტ რა ჟ ო განხილ ვი ს და წ ყება მ დ ე ს ხ ვ აგ ვ არ ა დ არ შ ე თა ნ ხ მ დ ე ბი ან მ ხა რ ეე ბ ი ან ს ხ ვ აგ ვ არ ა დ არ გადა წ ყ ვ ე ტ ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი .
მუხლი 6. არბიტრის აცილება
6.1. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი:
ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელეა;
გ) მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლეობა; ან
დ) არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას.
6.2. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრის აცილება ასევე იმ შემთხვევაში, როცა არსებობს გარემოებები, რომლებსაც შუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში.
6.3. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.
6.4. არბიტრის აცილების პროცედურა განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დებულება წარმოადგენს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილს. მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით შესაძლოა დადგენილ იქნეს არბიტრ(ები)ის აცილების ამ დებულებისგან განსხვავებული წესი. ყველა სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ მხარეები არბიტრების აცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებას გადასცემენ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს და არბიტრების აცილება ხდება წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.
6.5. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს 5 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნის ან ამ დებულებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი განცხადების წარდგენიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, ამ შემთხვევაში:
ა) თუ არბიტრაჟი დაკომპლექტებულია სამი არბიტრით, აცილების საკითხს გადაწყვეტს საარბიტრაჟო კოლეგია ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღეში, იმ არბიტრის მონაწილეობის გარეშე, რომელსაც განუცხადეს აცილება . თუ აცილება განუცხადეს საარბიტრაჟო კოლეგიის შემადგენლობის უმრავლესობას ან სრულად საარბიტრაჟო კოლეგიას, აცილების საკითხს იხილავს საარბიტრაჟო კოლეგია ხმათა უმრავლესობით. აცილების სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, არბიტრი აცილებულად არ ითვლება. ასეთ შემთხვევაში და ასევე თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებ ა ს, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ საარბიტრაჟო კოლეგიის გადაწყვეტილებ ა, მისი მიღებიდან5 დღის ვადაში გაასაჩივროს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯომარესთან, რომელიც საჩივრის მიღებიდან 7 დღის ვადაში იხილავს აცილების საკითხს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა;
ბ) თუ საარბიტრაჟო კოლეგია შედგება ერთი არბიტრი საგან , არბიტრის მიერ აცილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარესთან. შესაბამისად, გამოიყენება ამ მუხლის „ა“ პუნქტით დადგენილი წესი.
6.6. საარბიტრაჟო კოლეგიის ან მისი რომელიმე წევრის აცილების შესახებ გამოდის გადაწყვეტილება . თუ აცილების საკითხი დაყენებულია ზეპირი განხილვისას, დადგენილების ნაცვლად შესაძლოა აცილების საკითხზე არბიტრის/არბიტრაჟის გადაწყვეტილება აისახოს არბიტრაჟის სხდომის ოქმში.
6.7 . არბიტრის აცილების შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება იმ წესების დაცვით, რომელიც გამოყენებული იქნა წინა დანიშვნისას.
მუხლი 7. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
7.1. არბიტრაჟის თავმჯდომარეს თავისი ინიციატივით ან დავის ერთ-ერთი მხარის ანდა სხვა არბიტრების მოთხოვნით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მის ნაცვლად სხვა არბიტრის დანიშვნის შესახებ, თუ არსებობს შემდეგი შემთხვევები:
ა) არბიტრის პირადი განცხადება;
ბ) არბიტრის გარდაიცვალება;
გ) არბიტრის მძიმე ავადმყოფობა;
დ) არბიტრის მიერ დავის განიხილვაში მონაწილოების მიღების შეუძლებლობა;
ე) არბიტრი მონაწილეობას იღებდა განსახილველ დავაზე წარმოებულ მედიაციის პროცესში მედიატორად, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლად ან სხვა სტატუსით.
7.2. თუ მუდმივმოქმედი არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ არბიტრი განზრახ არღვევს საარბიტრაჟო შეთანხმების ან დებულების წესებს, ან არ იხილავს დავას ყველა მხარის მიმართ სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, ან არ ასრულებს თავის ფუნქციას ჯეროვნად, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პირის არბიტრის თანამდებობასთან შეუსაბამობის და მისი სხვა არბიტრით შეცვლის შესახებ.
7.3. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება იმ წესების დაცვით, რომელიც გამოყენებული იქნა წინა დანიშვნისას.
მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, შეცვლა და გაუქება
8.1. თუ მხარეთა წერილობითი შეთანხმება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, საარბიტრაჟო კოლეგიას, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს უფლება აქვს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაავალოს მხარეს:
(ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;
(ბ) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
(გ) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
(დ) იმ მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავას და მის გადაწყვეტას.
8.2. მხარემ, რომელიც შუადგომლობით მიმართავს არბიტრაჟს მე-8 მუხლის 8.1. პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გერემოებების არსებობა:
(ა) უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
(ბ) უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანის, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ეს ღონისძიებები, ამ ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში;
(გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
8.3. უზრუნველყოფის საკითხს და ფორმას გადაწყვეტს საარბიტრაჟო კოლეგია (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე). საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) შეუძლია გამოიყენოს უზრუნველყოფის სხვა საშუალებები ან რამდენიმე საშუალება ერთად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
8.4. საარბიტრაჟო კოლეგია (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
8.5. საარბიტრაჟო კოლეგია (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში მხარეთათვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.
8.6. საარბიტრაჟო კოლეგიის (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
8.7. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს გადაწყვეტს საარბიტრაჟო კოლეგია (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) შუამდგომლობის წარდგენიდან ერთი დღის ვადაში, მხარეთა დასწრების გარეშე. თუ საარბიტრაჟო კოლეგიამ (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარემ) საჭიროდ ჩათვალა, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვა შესაძლებელია მოხდეს მხარეთა მონაწილეობით, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ გახდება ასეთი საკითხის განხილვის გადადების ან მის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი. ასეთ შემთხვევაში განხილვის ვადა საარბიტრაჟო კოლეგიამ (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარემ) შეიძლება გააგრძელოს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ხუთი დღისა.
8.8. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის რა კონკრეტული ღონისძიება იქნება გამოყენებული.
8.9. მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, უფლება აქვს მიმართოს საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) ამ ღონისძიებების გაუქმების მოთხოვნით, თუ დაამტკიცებს, რომ:
(ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო; საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია; უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია იმ დავიდან გამომდინარე, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით; ან დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;
(ბ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის შესახებ არ იქნება შესრულებული;
(გ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
8.10. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს არბიტრაჟს როგორც საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენასთან ერთად, ასევე საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენამდე. ამასთან, საარბიტრაჟო სარჩელი წარდგენილი უნდა იქნას საარბიტრაჟო კოლეგიის (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის) მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო თუ ასეთი ვადა არ არის განსაზღვრული, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში. მოცემულ ვადაში საარბიტრაჟო სარჩელის წარუდგენლობა საკმარისი საფუძველია, რათა საარბიტრაჟო პალატამ მეორე მხარის მოთხოვნით ან მის გარეშე, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.11. თუ მხარეთა წერილობითი შეთანხმება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს), უფლება აქვს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს მის მიერ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.12. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის და გაუქმების საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
8.13. საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) უფლება აქვს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობის განხილვა დანიშნოს ზეპირი მოსმენით, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საქმის განხილვას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის 8.7. პუნქტის დებულება.
8.14. თუ მხარეთა წერილობითი შეთანხმება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ერთი სახის მეორეთი შეცვლის და გაუქმების შესახებ საარბიტრაჟო კოლეგიის (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის) გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე.
მუხლი 9. საარბიტრაჟო განხილვის წესები
9.1. საარბიტრაჟო განხილვის წესები დადგენილია წინამდებარე დოკუმენტით. იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომელიც არ რეგულირდება ამ დოკუმენტით და მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით, არბიტრაჟს შეუძლია იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ნორმებით დადგენილი წესებით.
9.2. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო შეთანხმებით გაითვალისწინონ საარბიტრაჟო განხილვის განსხვავებული წესები, მაგრამ იმ პირობით, რომ:
(ა) საარბიტრაჟო წარმოების მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით;
(ბ) თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა (ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე დოკუმენტების წარმოდგენით);
(გ) არ უნდა ემსახურებოდეს საარბიტრაჟო განხილვის გაჭიანურებას.
9.3. წინამდებარე დებულებით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდრული დღეების მიხედვით, გარდა წინამდებარე წესებით ან/და საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული განსხვავებული წესისა.
მუხლი 10. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
1 0.1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილს წარმოადგენს არბიტრაჟის ადგილსამყოფელი (იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი).
1 0.2. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო შეთანხმებაში დათქვან საარბიტრაჟო განხილვის სხვა ადგილი და მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა წარიმართება ამ ადგილას, თუ:
(ა) არ იქნება დაკავშირებული არბიტრაჟთან ან რომელიმე მხარისთვის მნიშვნელოვან ხარჯთან;
(ბ) არ იქნება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
(გ) შესაძლებელი იქნება საარბიტრაჟო განხილვის ნორმალურ რეჟიმში წარმართვა.
1 0.3. ამ მუხლის 1 0.1. და 1 0.2 პუნქტების მიუხედავად, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია განისაზღვროს საარბიტრაჟო განხილვის სხვა ადგილი საქმის გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ადგილი მხარეებისთვის. საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეები, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად.
მუხლი 11. საარბიტრაჟო განხილვის ენა
1 1.1. საარბიტრაჟო განხილვა, როგორც წესი, მიმდინარეობს ქართულ ენაზე, თუ მხარეები სხვა რამეს არ გაითვალისწინებენ საარბიტრაჟო შეთანხმებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, საარბიტრაჟო კოლეგიას, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დავის ქართულ ენაზე განხილვის შესახებ.
1 1.2. თუ რომელიმე დოკუმენტი შედგენილია სხვა ენაზე, ვიდრე საარბიტრაჟო განხილვის ენაა, და მხარემ, რომელმაც წარმოადგინა ეს დოკუმენტი და ამავდროულად არ წარმოადგინა მისი თარგმანი საარბიტრაჟო განხილვის ენაზე, საარბიტრაჟო კოლეგიას, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია დაავალდებულოს მხარე წარმოადგინოს ეს დოკუმენტი საარბიტრაჟო განხილვის ენაზე დამოწმებული თარგმანის სახით.
1 1.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოცხადდება ქართულ ენაზე და იმ ენაზე რომელზეც მიმდინარეობდა საარბიტრაჟო განხილვა. ამასთან, არბიტრი/არბიტრები ხელს მოაწერენ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. დაინტერესებულ მხარეს არბიტრაჟი მიაწვდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თარგმანს საარბიტრაჟო განხილვის ენაზე. ამასთან ტექსტებს შორის შეუსაბამობისას, უპირატესობა მიენიჭება გადაწყვეტილების ქართულენოვან ტექსტს.
მუხლი 12. საარბიტრაჟო დავის განხილვის დაწყება
1 2.1. საარბიტრაჟო განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის ან მოპასუხეების მიერ მიღების დღეს. მორიგების ან სამედიაციო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა იწყება ასეთი მორიგების ან სამედიაციო შეთანხმების არბიტრაჟში წარდგენის მომენტიდან.
1 2.2. საარბიტრაჟო კოლეგიას (მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელის ან მორიგების აქტის ან/და სამედიაციო შეთანხმების წარმოებაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ სარჩელის/შუამდგომლობის წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში.
1 2. 3. მხარეთა მორიგებაზე ხელშეკრულების ან სამედიაციო შეთანხმების საფუძველზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისათვის საარბიტრაჟო კოლეგია, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ამოწმებს არსებობს თუ არა მხარეთა შეთანხმება მორიგების/სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების თაობაზე და გადახდილია თუ არა საარბიტრაჟო საზღაური. იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება, საარბიტრაჟო კოლეგია, ხოლო მის ფორმირებამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ორივე მხარისაგან ითხოვს დადასტურებას, რომ მათ საერთო სურვილს წარმოადგენს მორიგების/სამედიაციო შეთანხმების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადასტურება. დადასტურება არ მოითხოვება, თუ სამედიაციო შეთანხმებაზე/მორიგებაზე, რომელიც ითვალისწინებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილებით მის დამტკიცებას, მხარეთა ხელმოწერები დამოწმებულია სანოტარო წესით.
1 2. 4. არბიტრაჟის რეგისტრატურა დავის წარმოებაში მიღების საკითხზე არბიტრაჟის გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში.
12.5. არბიტრაჟს შეუძლია შეაჩეროს საქმის განხილვა, თუ:
1) ერთ-ერთი მხარის გარდაცვალების ან ლიკვიდაციის შემთხვევში (უფლებამონაცვლეობის დადგენამდე);
2) საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმეზე არბიტრაჟის ან სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
3) ექპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში;
4) სხვა ისეთ შემთხვევაში, როცა საქმის განხილვა გარკვეული დროის განმავლობაში ან გარკვეული გარემოების დადგომამდე შეუძლებელია.
12.6. სარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების ან განხილვის შეწყვეტის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავ მ ჯდომარეს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ბარდება მოსარჩელეს.
მუხლი 13. შეტყობინებები
13.1. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩ ა ითვლება, თუ ის ადრესატს ან მის წარმომადგენელს ჩა ჰ ბარდა:
(ა) პირადად;
(ბ) თავის იურიდიულ მისამართზე;
(გ) საცხოვრებელ ადგილას;
(დ) უკანასკნელ სამუშაო ადგილას;
(ე) ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით;
(ვ) არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეს შორის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით (შემდგომში - დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა);
(ზ) საჯარო გამოქვეყნებით;
1 3.2. ტელეფონით შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარებისას გამგზავნი/ჩამბარებელი პირი ადგენს ოქმს, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
(ა) შეტყობინების/დოკუმენტის ჩაბარების მიზნით გამოყენებული ტექნიკური საშუალება, მისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და შეტობინების ჩაბარების მიზნით განხორციელებული მოქმედებები;
(ბ) შეტყობინების/დოკუმენტის ჩამბარებლის ვინაობა;
(გ) შეტყობინების/დოკუმენტის მიმღების ვინაობა;
(დ) გაგზავნილი/ჩაბარებული შეტყობინების/დოკუმენტის შინაარსი;
(ე) შეტყობინების/დოკუმენტის გაგზავნის/ჩაბარების დრო;
(ვ) შეტობინების/დოკუმენტის გამგზავნის/ჩამბარებლის ხელმოწერა;
შედგენილი ოქმი დაერთვება საარბიტრაჟო საქმის მასალებს.
13.3. თუ შეუძლებელია ამ მუხლის 13 .1. პუნქტში მითითებული ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე, ელექტრონულ მისამართზე, დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.
13.4. მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი მიმართვისას, ასევე დავის განხილვისას, მხარეთა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შორის კომუნიკაცია შესაძლოა წარმოებდეს ელექტრონული ფოსტის ან/და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო სარჩელი და შესაგებელი/შეგებებული სარჩელი და მათზე თანდართული დოკუმენტები სკანირებული ფორმატით მიაწოდონ არბიტრაჟის რეგისტრატურას, ან/და დოკუმენტები არბიტრაჟისათვის მიწოდებული იყოს არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეს შორის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული პირობების დაცვით. ამასთან, არბიტრაჟის მიერ როგორც მოსარჩელეზე, ასევე მოპასუხეზე გზავნილი/უწყება გადაცემულად/ჩაბარებულად ჩაითვლება სკანირებული ფორმატით ან/და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შექმნილი დოკუმენტების ელექტრონული ფოსტით, ან ელექტრონული პროგრამით იმ მისამართზე მიწოდებით, რომელიც მითითებულია მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებაში ან იმ ხელშეკრულებაში, რომლის ნაწილიცაა საარბიტრაჟო შეთანხმება, ან სამედიაციო შეთანხმებაში, ან საარბიტრაჟო სარჩელში ან შესაგებელში/შეგებებულ სარჩელში.
13.5. არბიტრაჟი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას შეტყობინების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს, და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა. არბიტრაჟმა შეტყობინება ადრესატს შესაძლებელია ჩააბაროს ასევე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ოფისში. არბიტრაჟს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას შეტყობინება ადრესატისთვის ჩასაბარებლად. შეტყობინების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელმაც აიღო ვალდებულება შეტყობინების ადრესატისთვის გადაცემაზე, ვალდებულია რეგისტრატორს დაუბრუნოს შეტყობინების მეორე პირი მიმღეობის ხელმოწერით.
13.6. შეტყობინება მხარისთვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩა ჰ ბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ მუხლის 13 .7 . პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს. წარმომადგენელი ვალდებულია შეტყობინების ჩაბარების შ ე სახებ აცნობოს მხარეს. შეტყობინებით ხდება ასევე მოწმეების ექსპერტების, სპეცი ა ლისტების და თარჯიმნების დაბარება. შეტყობინების გადაცემის თარიღად მიიჩნევა მათი ადრესატისთვის ან 13 .7 . პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტისთვის ჩაბარების დღე.
ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება დასტურდება:
(ა ) ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მიღებული დასტური, გარდა დოკუმენტების ელექტრონული ფოსტით, ან ელექტრონული პროგრამით იმ მისამართზე მიწოდებით, რომელიც მითითებულია მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებაში ან იმ ხელშეკრულებაში რომლის ნაწილიცაა საარბიტრაჟო შეთანხმება, ან სამედიაციო შეთანხმებაში, ან საარბიტრაჟო სარჩელში ან შესაგებელში/შეგებებულ სარჩელში, რა შემთხვევაშიც გზავნილი ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნის მომენტიდან.
(ბ) დეპეშით დაბარების შემთხვევაში - შეტყობინების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული ცნობით.
(დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული პირობების დაცვით.
13.7. თუ შეტყობინების ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი შეტყობინებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ შეტყობინება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. შეტყობინების ჩაბარება ამ პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება შეტყობინების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება შეტყობინების მეორე ეგზემპლარით ან კურიერის (ფოსტის)მიმღების ხელმოწერით.
13.8. თუ პირველად ვერ ხერხდება შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება, მისი გაგზავნა უნდა განხორციელდეს ხელმეორედ იმავე ან არბიტრ ა ჟისათვის ცნობილ ადრესატის სხვა მისამართზე. ხელმეორედ შეტყობინების გაგზავნა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, როცა პირველად შეტყობინების გაგზავნის შედეგად დადგენილი იქნა, რომ ადრესატი არ ცხოვრობს ან არ მუშაობს იმ მისამართზე, სადაც პირველად გაიგზავნა შეტყობინება ან სხვა ალტერნატიული მისამართი არბიტრაჟს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე ჩაბარების მცდელობის დღეს.
13.9. თუ ადრესატმა ან ამ მუხლის 13 .7 . პუნქტით გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა შეტყობინების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი აკეთებს სათანადო აღნიშვნას, რომელიც გადაეცემა რეგისტრატორს. მოცემულ შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის ჩაბარების მცდელობის დღეს.
13.10. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის (მათ შორის, ტელეფონის, ფაქსის, ელ.ფოსტის) შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას შეტყობინება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
13.11. თუ საქმის წარმოება მუდმივმოქმედ არბიტრაჟში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, შეტყობინება ჩა ჰ ბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. შეტყობინების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის. თუ საქმეში მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე რამდენიმე პირია და საქმის წარმოება არა აქვს მინდობილი ერთ-ერთ თანამონაწილეს, შეტყობინება ეგზავნება თითოეულ თანამონაწილეს დამოუკიდებლად .
13.12. იმ შემთხვევაში, თუ არბიტრაჟისათვის უცნობია მოპასუხის ბოლო საცხოვრებელი მისამართი ან სამუშაო ადგილი (მათ შორის ტელეფონი, ელ.ფოსტა, ფაქსი), ის უფლებამოსილია შეტყობინების ჩაბარება მოახდინოს საჯარო გამოქვეყნებით არბიტრაჟის ვებგვერდზე განთავსებით ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებ ებში გამოქვეყნებით . შეტყობინება ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
13.13. მხარეებს საარბიტრაჟო დათქმით შეუძლიათ შეთანხმდნენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი მიმართვისას, ასევე დავის განხილვი სას მხარეთა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შორის კომუნიკაცია წარმოებდეს ელ.ფოსტ ი ს ან/და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში მხარეებს და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შეუძლიათ პრიორიტეტულ კომუნიკაციის საშუალებად გამოიყენონ ელ.ფოსტა ან/და სხვა დათქმული ტექნიკური საშუალება . მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგისტრატორს ელ. ფოსტის ან/და სხვა დათქმული ტექნიკური საშუალების მეშვეობით მხარეები მიაწვდიან საარბიტრაჟო სარჩელს (შესაგებელს) და თანდართულ დოკუმენტებს სკანირებული ან/და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტებით შექმნილი ფორმატით. ასევე, შეტყობინება ჩაითვლება მხარეთათვის მოწოდებულად საარბიტრაჟო დათქმაში მითითებულ მხარეთა ელ. ფოსტის მისამართზე გაგზავნით. ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის დედნის ნახვა, რის შესახებაც შუამდგომლობით უნდა მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს. თუ მეორე მხარე არ წარმოადგენს დოკუმენტის დედანს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრის) მიერ განსაზღვრულ ვადაში, ეს დოკუმენტი ამოირიცხება მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან (არ გაითვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას), რის შესახებაც მხარეებს დამატებით არ ეცნობებათ .
მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელი
14.1. მხარე, რომელსაც სურს დაიწყოს დავის საარბიტრაჟო განხილვა ამ დებულების შესაბამისად (შემდგომ - მოსარჩელე), თავის საარბიტრაჟო სარჩელს გადასცემს ამ დებულებით გათვალისწინებული წესებით . საარბიტრაჟო სარჩელში უნდა აისახოს:
(ა) დავის თითოეული მხარის სახელი, გვარი, მისამართი, ასევე ასეთის არსებობის შემთხვევაში ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ალტერნატიული მისამართი და მხარისათვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები ;
(ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება ან ის დოკუმენტი, რომელშიც გაკეთ ე ბულია საარბიტრაჟო დათქმა (შემდგომში - საარბიტრაჟო შეთანხმება), რომელსაც ეყრდნობა მოსარჩელე დავის განხილვისათვის საარბიტრაჟო სარჩელის შედგენისას;
(გ) დავის შინაარსი და ის მოთხოვნები, რომლებიც გააჩნია მოსარჩელეს დავის მეორე მხარის (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ;
(დ) გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის მოთხოვნებს;
(ე) დავის განხილვის პროცესთან დაკავშირებული ყველა იმ საკითხის (დავის განხილვის ადგილი, განხილვის ენა, არბიტრთა რაოდენობა) აღწერა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო შეთანხმებით და რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს მოსარჩელე;
(ვ) დოკუმენტების ნუსხა, რომელსაც მოსარჩელე თან ურთავს საარბიტრაჟო სარჩელს.
14.2. მოსარჩელეს საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად შეუძლია წარადგინოს:
(ა) იმ საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალი (მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება; მოპასუხეზე იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალება რომლებიც მასთან ინახება და რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის საარბიტრაჟო სარჩელს; მტკიცებულებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება; მტკიცებულებათა უზრუნველყოფა), რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელით;
(ბ) ნებისმიერი საბუთი რომელიც უკავშირდება საქმეს, ან მიუთითოს იმ საბუთებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებსაც ის შემდგომ წარმოადგენს;
(გ) არბიტრობის კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი. ელექტრონული ფოსტის მისამართი (თუ ცნობილია), რომლის დანიშვნაც სურს მოსარჩელეს, თუ მხარეთა მიერ არბიტრების დანიშვნა გათვალისწინებულია საარბიტრაჟო შეთანხმებით და არ ეწინააღმდეგება ამ წესის დებულებებს .
14.3. მოსარჩელემ, იმ შემთხვევაში თუ წარდგენა არ ხდება ელ. ფოსტის ან სხვა შეთანხმებული ტექნიკური და ელექტრონული საშუალების გამოყენებით,არბიტრაჟის რეგისტრატურას საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკ უ მენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს იმდენ ასლად, რომ სამყოფი იყოს არბიტრაჟისათვის და მოპასუხე(ები)სათვის .
14.4. საარბიტრაჟო განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვა ლ ოს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია განხილვის გაჭიანურებად.
14.5. იმ შემთხვევაში, როცა სარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად არბიტრაჟს გადაეცემა ელექტრონული ფოსტით , აუცილებელია ასევე ამ დოკუმენტების არბიტრაჟისათვის მიწოდება საარბიტრაჟო განხილვის დასრულებამდე, თუ დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის შეთანხმებული ტექნიკური და ელექტრონული საშუალების გამოყენებით.
მუხლი 15. საარბიტრაჟო შესაგებელი
15.1. საარბიტრაჟო მოპასუხემ შესაგებელი სააბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
15.2. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაით ვ ალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.
15.3. საარბიტრაჟო შესაგებელი უნდა მოიცავდეს:
(ა) მოსარჩელის მოთხოვნების სრულ ან ნაწილობრივ აღიარებას, ან უარყოფას;
(ბ) მოსარჩელის მიმართ შემხვედრი პრეტენზიების ხასიათისა და გარემოებების მოკლე აღწერას;
(გ) კომენტარებს იმ გარემოებათა და აქტების შესახებ, რომლითაც აფუძნებს თავის მოთხოვნებს მოსარჩელე საარბიტრაჟო პრეტენზიაში;
(დ) გარემოებებ ს და მტკიცებულებებ ს , რომლებსაც უდე ბ ს საფუძვლად მოპასუხე შესაგებელს;
(ე) დოკუმენტების ნუსხა, რომელსაც მოპასუხე თან ურთავს შესაგებელს.
15.4. მოპასუხე მ საარბიტრაჟო შესაგებელთან ერთად შეუძლია წარმოადგინოს:
(ა) საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალი (მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებების საგარანტიო უზრუნველყოფა; მოსარჩელეზე იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალება რომელიც მასთან ინახება და რომლებზეც მოპასუხე ამყარებს თავის საარბიტრაჟო შესაგებელს; მტკიცებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება; მტკიცებულებათა უზრუნველყოფა), რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს მო პ ასუხე;
(ბ) ნებისმიერი საბუთი რომელიც უკავშირდება საქმეს, ან მიუთითოს იმ საბუთებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებსაც ის შემდგომ წარმოადგენს;
(გ) არბიტრობის კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ( თუ ცნობილია), რომლის დანიშვნაც სურს მოპასუხეს, თუ მხარეთა მიერ არბიტრების დანიშვნა გათვალისწინებულია საარბიტრაჟო შეთანხმებით და არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესებს.
15.5. გამოიყენება დებულების მე–14 მუხლის წესები საარბიტრაჟო სარჩელის შესახებ.
მუხლი 16. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი
16.1. საარბიტრაჟო მოპასუხემ, თუ მას სურს მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად განხილულ იქნ ე ს მისი შემხვედრი მოთხოვნა , მან ამ უფლებით უნდა ისარგებლოს და შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი გადასცეს არბიტრაჟის რეგისტრატურას, თუ წარდგენა არ ხდება ელ. ფოსტის ან სხვა შეთანხმებული ტექნიკური და ელექტრონული საშუალების გამოყენებით, საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში. ამ ვადაში გასვლის შემდეგ, შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი განიხილება დამოუკიდებლად, თუ არბიტრაჟის თავმჯდომარემ, ხოლო თუ საარბიტრაჟო კოლეგია უკვე ფორმირებულია - საარბიტრაჟო კოლეგიამ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სხვაგვარად არ გადაწყვიტა .
16.2. მ ო პ ა ს უხის მი ე რ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის წ ა რ დ გ ენ ა ზე ს რ უ ლ ა დ ვრცელ დ ე ბ ა დ ე ბ უ ლ ე ბ ი ს მ ე -14მ უხლის მ ო თ ხო ვ ნე ბ ი
16.3. საარბიტრაჟო სარჩელის და შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი ერთად განხილვისას, მათ იხილავს ის საარბიტრაჟო სასამართლო, რომლის ფორმირებაც მოხდა მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 17. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა
17.1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, აგრეთვე თუ ამ წესებით დადგენილი არ არის განხილვის კონკრეტული ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე (მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე). ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.
17.2. თუ არბიტრაჟი მიიჩნევს , რომ მოსარჩელის და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი დავაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მას შეუძლია თითოეულ მხარეს გაუგზავნოს შეკითხვები და მოსთხოვოს მათ ამ შეკითხვებზე წერილობითი პასუხების, ასევე საჭიროებისას დამატებით მტკიცებულებების მოწოდება. ამასთან, არბიტრაჟი უფლებამოსილია საქმის გარემოებების და მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის და მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება ზეპირი განხილვის ჩატარების თაობაზე მიუხედავად იმისა თუ რას ითვალისწინებს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება.
17.3 . მას შემდეგ რაც მოპასუხე წარმოადგენს წერილობით შესაგებელს, ან გაუშვებს შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრულ ვადას, არბიტრაჟი უფლებამოსილია და ნიშნ ო ს ზეპირი განხილვის დღე. მხარეებს წინასწარ გონივრულ ვადაში უნდა ჩაბარდეთ შეტყობინება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ.
17.4 . ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარე, დაუყონებლივ უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არბიტრაჟმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.
17.5 . საარბიტრაჟო სასამართლოს ყველა სხდომა დახურულია, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოქვეყნებული სხვა სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
17.6 . არბიტრი ხსნის, უძღვება და დახურულად აცხადებს საარბიტრაჟო სხდომას. არბიტრი აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივნად, არკვევს რომელი მხარე გამოცხადდა და განუმარტავს მათ აცილების უფლების შესახებ.
17.7 . მხარეთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის თუ გამოთხოვის, აგრეთვე საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, არბიტრაჟმა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილოს, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები არ ისახავს მიზნად საქმის განხილვის გაჭიანურებას. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნი თ ან არბიტრაჟის ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.
17.8 . საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის შესახებ არბიტრის მოკლე მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს.
17.9 . თავდაპირველად საარბიტრაჟო კოლეგია მო ისმენს მოსარჩელის ახსნა– განმარტებებს, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარეს ამ მოთხოვნას და უარს ხომ არ ამბობს პრეტენზიაზე, ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა. შემდეგ საარბიტრაჟო კოლეგია მოისმენს მოპასუხის ახსნა-განმარტებებს, კერძოდ, როგ ო რია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს პრეტენზიას, ან ხომ არ სურს საქმის დამთავრება და სხვა. შემდეგ საარბიტრაჟო კოლეგია მოისმენს მოპასუხის ახსნა-განმარტებებს, კერძოდ როგო რ ია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს სარჩელს, ან ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა.
17.10 . თითოეულ მხარეს შუძლია შეკითხვები დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.
17.11 . არბიტრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეკითხვები დაუსვან მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრის მიზნით.
17.12 . მხარეთა და პროცესის მონაწილე სხვა პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, არბიტრაჟი შეუდგება წარდგენილი მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას. ამის შემდეგ, თუ არბიტრაჟი მიიჩნევს აუცილებლად, მას შეუძლია კიდევ ერთხელ მოუსმინოს მხარეებს. ასეთ შემთხვევაში უკანასკნელი სიტყვის უფლება აქვს მოპასუხეს. თუ არბიტრაჟი ჩათვლის, რომ მიიღო საკმარისი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად, საარბიტრაჟო განხილვას დაასრულებს დავაზე გადაწყვეტილების მიღებით. არბიტრაჟმა შესაძლოა გადადოს საარბიტრაჟო გადა წ ყვეტილების გამოცხადების დღე, რომელიც არ შეიძლება სცილდებოდეს საარბიტრაჟო განხილვის დასრულებიდან 10 დღეს. თუ ეს აუცილებელია დავის სირთულიდან გამომდინარე, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 10 დღით.
17.13 . თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციას და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
მუხლი 18. მხარეთა მორიგების ხელშეკრულების და სამედიაციო შეთანხმების დამტკიცება
18.1. მოდავე მხარეებს, რომელთაც შეძლეს დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, შეუძლიათ მორიგების ხელშეკრულება წარუდგინონ არბიტრაჟს და მოითხოვონ გადაწყვეტილებით მისი დამტკიცება.
18.2. მორიგების ხელშეკრულების/სამედიაციო შეთანხმების ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს სამედიაციო შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნით მიმართოს არბიტრაჟს და წარუდგინოს სამედიაციო შეთანხმება.
18.3. არბიტრაჟი ამოწმებს თავის კომპეტენციას დავაზე, ანუ ითვალისწინებს თუ არა მხარეთა შეთანხმება არბიტრაჟის მიერ მის დამტკიცებას, ამოწმებს გადახდილია თუ არა საფასური , რის შემდეგაც იღებს საქმეს წარმოებაში.
18.4. ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვისას არ მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელთან და შესაგებელთან დაკავშირებული წესები .
18.5. არბიტრაჟი შეისწავლის ხომ არ ეწინააღმდეგება სამედიაციო შეთანხმება/ხელშეკრულება დავის მორიგებით დასრულებაზე მოქმედ კანონმდებლობას, რამდენად ნათლად არის ჩამოყალიბებული მისი დებულებები და დარღვევის შემთხვევაში, არის თუ არა აღსრულებაუნარიანი .
18.6 თუ არბიტრაჟი დაადგენს სამედიაციო შეთანხმების/მორიგების ხელშეკრულების პირობების დაზუსტების ან შესწორების აუცილებლობას, მას აქვს უფლება მოიწვიოს მხარეები სხდომაზე მისი დაზუსტების მიზნით ან შეაჩეროს საქმის განხილვა და გადაუგზავნოს საქმე მედიატორს და მხარეებს შესაბამისი შენიშვნებით.
18.7. იმ შემთხვევაში თუ სამედიაციო შეთანხმება/ხელშეკრულება დავის მორიგებით დასრულებაზე არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მისი იძულებითი აღსრულების შესაძლებლობა, არბიტრაჟი იღებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას სამედიაციო შეთანხმების/დავის მორიგებით დასრულებაზე ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებით საარბიტრაჟო განხილვა სრულდება.
მუხლი 19. უარი შეპასუხებაზე
თუ ამ დებულების რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნება დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი დღისა, წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
მუხლი 20. მტკიცებულებები
20.1. არბიტრაჟის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.
20.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია:
(ა) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარუდგინოს მეორე მხარეს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება;
(ბ) გამოიძახოს ნებიესმიერი მხარის მოწმე ან, საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს მისი დაკითხვა საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე და გამოიყენოს მოწმის ჩვენება განხილვის დრ ო ს;
20.3. არბიტრაჟს ან მხარეს არბიტრაჟის თანხმობით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს მხარეს (მხარეებს) და არბიტრაჟს განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
20.4. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად.
2 0.5.თუ არბიტრაჟმა უნდა მიმართოს დახმარებისათვის სასამართლოს ამ მუხლის 20.4. პუნქტით გათვალისიწნებულ შემთხვევაში, მხარე, რომლის ინიციატივითაც ხდება სასამართლოსადმი მიმართვა, ვალდებულია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენეტის დედანი წარმოადგინოს არბიტრაჟში.
20.6 . თუ არბიტრაჟი სხვა რამეს არ დაადგენს ან თუ საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, მოწმეთა ჩვენება შესაძლოა წარმოდგენილი იქნეს წერილობითი ფორმით (არბიტრაჟს შეუძლია მოითხოვოს, რომ ასეთი ჩვენება დამოწმებული იყოს სანოტარო წესით ).
20.7 . მხარეს შეუძლია მოითხოვოს იმ მოწმის გამოძახება და დაკითხვა, რომლის ჩვენებაზეც ამყარებს თავის პოზიციას მოწინააღმდეგე მხარე. თუ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმე არ გამოცხადდება ზეპირ მოსმენაზე (საპატიო მიზეზების გარეშე. თუ საპატიო მიზეზია - ეს უნდა იყოს დადასტურებული), არბიტრაჟს შეუძლია მტკიცებულების ძალა მიანიჭოს მოწმის წერილობით ჩვენებას ან საერთოდ გამორიცხოს მტკიცებულებებიდან. ამასთან, საარბიტრაჟო სასამართლოს შე უ ძლია მიმართოს სასამართლოს მოწმის გამოძახების შესახებ.
20.8. მხარეებს შეუძლიათ დაუსვან კითხვები მოწმეს ზეპირი ჩვენების მიცემის შემდეგ. საარბიტრაჟო სასამართლოს ნებისმიერ დროს შეუძლია დაუსვას კითხვა მოწმეს.
მუხლი 21. ექსპერტის დანიშვნა და აცილება
2 1.1. არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით უფლება აქვს:
(ა) დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი არბიტაჟის მიერ განსაზღვრულ საკითხებზე დასკვნების წარდგენის მიზნით;
(ბ) მოსთხოვოს მხარეებს წარუდგინონ ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, გადასცენ ექსპერტს დათვალიერებისათვის ან მისცენ შესაძლებლობა, დაათვალიეროს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან სხვა ნივთი.
2 1.2. ექსპერტის მიერ დასკვნა უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით.
2 1.3. ექსპერტის მიერ წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ არბიტრაჟს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადაო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით მოიწვიოს ექსპერტი საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. როგორც არბიტრებს ასევე მხარეებს უფლება აქვთ დაუსვან შეკითხვები ექსპერტს. მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლოა მოწვეულ იქნეს ასევე სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემად.
2 1.4. ნებისმიერი ექსპერტისათვის ჰონორარისა და ხარჯების ანაზღაურება ხდება დაინტერესებული მხარის მიერ (მხარე, რომელმაც დააყენა ექსპერტის მოწვევის შუამდგომლობა) ავანსად შემოტანილი თანხის ხარჯზე. თუ ექსპერტის დანიშვნა ხდება საარბიტრაჟო სასამართლოს ინიციატივით, ჰონორარის და ხარჯების მხარეებს შორის განაწილების საკითხი ჩამოყალიბდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში.
2 1.5. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ექსპერტის აცილება, თუ ექსპერტი:
ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელეა;
გ) მსჯავდებულია დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა;
დ) არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას; ან
ე) არა აქვს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია.
ვ) მონაწილეობას იღებდა განსახილველ დავაზე წარმოებულ მედიაციის პროცესში მედიატორად, ერთ–ერთი მხარის წარმომადგენლად ან სხვა სტატუსით.
2 1.6. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ექსპერტის აცილება ასევე იმ შემთხვევაში, როცა არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი ექსპერტის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში.
21.7. ექსპერტის აცილების პროცედურა განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დებულება წარმოადგენს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილს.
2 1.8. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს ექსპერტს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს 5 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდება შესაბამისი ექსპერტის დანიშვნა ან ამ დებულებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც ექსპერტის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ ექსპერტი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი განცხადების გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღეში. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მუხლი 22. გამოსაყენებელი სამართლის ნორმები
2 2.1. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის ნორმების შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.
2 2.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთვევაში არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოში მოქმედი სამართლის ნორმებზე დაყრდნობით.
2 2.3. არბიტრაჟს შეუძლია, ხელშეკრულების პირობების და იმ სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების გათვალისწინებით, რომლებიც ასეთი ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება, საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენოს სხვა სამართლის ნორმები.
მუხლი 23. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
2 3.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრაჟმა არაუმეტეს 180 დღემდე.
2 3.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). გადაწყვეტილება შესაძლებელია შექმნილი იქნას ელექტრონული დოკუმენტის სახით და იგი ხელმოწერილი იქნას ელექტრონულად. თუ გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე არბიტრისგან შემდგარმა არბიტრაჟმა, გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს, ან/და განსხვავებული აზრი აქვს, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში.
2 3.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
(ა) საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას;
(ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მტკიცდება მხარეთა მორიგება შეთანხმებული პირობებით.
2 3.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
2 3.5. არბიტრაჟმა ხელმოწერილი გადაწყვეტილება უნდა გადასცეს რეგისტრატურას საარბიტრაჟო დავაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება შექმნილია ელექტრონული დოკუმენტის სახით და დადასტურებულია ელექტრონული ხელმოწერით. გადაწყვეტილების ერთი ეგზემპლარი რჩება არბიტრაჟს, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მოსარჩელეს და ერთიც მოპასუხეს. იმ შემთხვევაში, როცა საარბიტრაჟო განხილვაში რამდენიმე მოსარჩელე ან მოპასუხე მონაწილეობს, რეგისტრატურა თითოეულ მხარეს გასცემს გადაწყვეტილების ასლებს, რომელთა დედანთან სისწორესაც ამოწმებს თვითონ. გადაწყვეტილების მხარეებისათვის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეს შორის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული პირობების დაცვით .
2 3.6. მხარეებს შორის დავის მორიგებით დასრულების, მათ შორის სამედიაციო შეთანხმების შემთვევაში, საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მხარეთა მომართვის საფუძველზე, 30 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდება საარბიტრაჟო განხილვა და დამტკიცდება მხარეთა მორიგება შეთანხმებული პირობებით.
2 3.7. საარბიტრაჟო დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას, არბიტრმა საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლებელია მიიღოს მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოდგენისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 20 დღისა.
2 3.8. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარეებს შორის მორიგების მიღწევის შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია მხარეთა მომართვის საფუძველზე, ასეთი განცხადების წარდგენიდან 14 დღის განმავლობაში შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება ახალი გადაწყვეტილებით მხარეთა მორიგების შეთანხმებული პირობებით დამტკიცების შესახებ. ასეთ შემთხვევაში გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ მცირდება.
2 3.9. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ მხარეებს ექნებათ სურვილი დავა მოაგვარონ საარბიტრაჟო მორიგებით, მათ შეუძლიათ ეს განახორციელონ მე–18 მუხლით გათვალისწინებული წესით. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 29–ე მუხლის 29.5–ე პუნქტის შესაბამისად.“
მუხლი 24. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
2 4.1. მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ან იმ ვადის გასვლამდე, ვიდრე გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, წერილობით მიმართოს არბიტრაჟს და მოითხოვოს:
ა) გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა მსგავსი შეცდომები;
ბ) მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.
2 4.2. არბიტრაჟმა, თუ იგი მოითხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. შესწორება და განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.
2 4.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის 24.1. პუნქტის (ა) ქვეპუნქტში მითითებული შეცდომები.
2 4.4. მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ან იმ ვადის გასვლამდე, ვიდრე გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, წერილობით მიმართოს არბიტრაჟს და მოითხოვოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში.
2 4.5. მხარის მოთხოვნა უნდა ჩაჰბარდეს რეგისტრატურას, ან/და არბიტრაჟისათვის მოწოდებული იყოს არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეს შორის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული პირობების დაცვით . რომელიც ამ მოთხოვნას გადასცემს სხვა მხარეებს და არბიტრს (არბიტრებს). არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.
მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვის განახლება
2 5.1. თუ რომელიმე მხარე გაასაჩივრებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას მისი გაუქმების მიზნით და სასამართლო შეაჩერებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვას არბიტრაჟისათვის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით, არბიტრაჟი განაახლებს დავაზე საარბიტრაჟო განხილვას.
2 5.2. არბიტრაჟმა საარბიტრაჟო განხილვის განახლების შემდეგ ახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ ვადის განმავლობაში რა ვადითაც შეაჩერა სასამართლომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საკითხის განხილვა.
2 5.3. განახლებული საარბიტრაჟო განხილვის დასრულების შემდეგ, არბიტრაჟი იღებს ახალ გადაწყვეტილებას, რომლითაც ამავდროულად უქმდება სასამართლოში გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2 5.4. არბიტრაჟი ახალ გადაწყვეტილებას გადასცემს მხარეებს და სასამართლოს, რომელიც იხილავს გადაწყვეტილების გაუქმების საქმეს. სასამართლოს ასევე გადაეცემა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის დამამტკიცებელი დოკუმენტები.
2 5.5. იმ შემთვევაში, თუ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობას არ მოახდენს სასამართლო იმ მიზეზით, რომ არბიტრაჟის მიერ დარღვეული იყო საარბიტრაჟო წარმოების წესები ან არ იყო სრულად გამოკვლეული საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაბრუნებული იქნას საქმე წარმოებაში და არბიტრაჟს დაევალოს საქმის განხილვის განახლება. საქმის განხილვა წარიმართება და საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესების შესაბამისად.
2 5.6. იმ შემთვევაში, თუ არბიტრაჟი თავისი ინიციატივით ან ერთ–ერთი მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაადგენს, რომ არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო განხილვისას დარღვეული იყო საარბიტრაჟო წარმოების მნიშვნელოვანი დებულება ან არბიტრაჟის მიერ არ იყო სრულად გამოკვლეული საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ან შეიძლებოდა მოეხდინა საარბიტრაჟო განხილვის შედეგზე და ამავდროულად არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ არის სასამართლოს მიერ აღიარებული ან ნებაყოფილობით აღსრულებული, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაბრუნებული იქნას საქმე წარმოებაში და არბიტრაჟს დაევალოს საქმის განხილვის განახლება. საქმის განხილვა წარიმართება და საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულებით გათვალისწინებული საერთო წესების შესაბამისად.
მუხლი 26. უფლებამონაცვლეობა
2 6.1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობებიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოქალაქის გარდაცვალება, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო თუ საარბიტრაჟო კოლეგია უკვე დაკომპლექტებულია - საარბიტრაჟო კოლეგია დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია საარბიტრაჟო განხილვის ყოველ სტადიაზე.
2 6.2. უფლებამონაცვლისათვის საარბიტრაჟო განხილვაში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
2 6.3. უფლებამონაცვლეობის შემთვევაში, უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტამდე, არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო თუ საარბიტრაჟო კოლეგია უკვე დაკომპლექტებულია – საარბიტრაჟო კოლეგია შეაჩერებს საარბიტრაჟო განხილვას გონივრული ვადით.
2 6.4. უფლებამონაცვლეობის საკითხი შესაძლოა აისახოს ასევე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების დამატებაში, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, თუკი გაირკვევა რომ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე განხორციელდება მხარის უფლებამონაცვლეობა.
მუხლი 27. კონფიდენციალურობა
2 7.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას დაიცვან კონფიდენციალურობის საერთო პრინციპი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, ასევე საარბიტრაჟო განხილვის დეტალებისა და ნებისმიერი მასთან დაკავშირებული პროცედურების, დოკუმენტების, ინფორმაციის შესახებ, თუ ეს დოკუმენტები და ინფორმაცია საარბიტრაჟო განხილვამდე არ გამხდარა საჯარო ინფორმაცია. ამ საერთო წესისაგან არსებობს გამონაკლისები, კერძოდ როცა:
ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმება ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვასა და გადაწყვეტილების საჯაროობას;
ბ) მხარეს სჭირდება ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გახმოვანება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უფლებების (იძულებითი აღსრულება; გასაჩივრება სასამართლოში კანონით გათალისწინებულ შემთხვევაში) სარეალიზაციოდ.
2 7.2. საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა ევალებათ ასევე არბიტრაჟს.
2 7.3. არბიტრაჟი არ აქვეყნებს (არ ხდის საჯაროს) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ან მის ნაწილს, თუ ამაზე არა აქვს მიღებული საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე ყველა მხარისა და საარბიტრაჟო კოლეგიის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
მუხლი 28. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
28.1. არც არბიტრაჟი, არც საარბიტრაჟო კოლეგიის წევრი არბიტრი (მათ შორის, თავმჯდომარე და მისი ცალკეული წევრები), არც რეგისტრატორი (ისევე როგორც მისი თანამშრომლები), არც არბიტრები და ექსპერტები არ არიან პასუხისმგებელნი არც ერთი მხარის წინაშე საარბიტრაჟო განხილვის პროცესში წინამდებარე დებულების შესაბამისად განხორციელებული მოქმედებებისა და უმოქმედობისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარე დაამტკიცებს რომ ეს მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს წინასწარ განზრახ სამართალდარღვევას იმ პირის თუ ორგანოს მიერ, რომელიც მხარის მტკიცებით იყო პასუხისმგებელი ამ მოქმედებებსა თუ უმოქმედობაზე.
28.2. მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მასში დებულების მიხედვით შესწორებების და დამატებების შეტანის შესაძლებლობა ამოწურულია, არც არბიტრაჟი (მათ შორის, თავმჯდომარე და მისი ცალკეული წევრები), არც რეგისტრატორი (ისევე როგორც მისი თანამშრომლები), არც არბიტრები და არც ექსპერტები არ არიან ვალდებულნი გააკეთონ რაიმე სახის კომენტარები ან განცხადებები რომელიმე პირის წინაშე საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, უფრო მეტიც, არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება და არ უნდა სცადოს მოიწვიოს რომელიმე ეს პირი როგორც მოწმე რომელიმე სასამართლო საქმეზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას არბიტრაჟის შედეგებიდან გამომდინარე.
მუხლი 29. საარბიტრაჟო საზღაური და ხარჯები
29.1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და დამატებითი ხარჯები. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი (საარბიტრაჟო საზღაური) და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. დამატებით ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული და მტკიცებულებათა გამოთხოვის ან/და მათ უზრუნველყოფასთან გაწეული ხარჯები.
29.2. საარბიტრაჟო საზღაური გადახდილი უნდა იქნეს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) სამედიაციო შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნაზე;
გ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე
დ) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე.
29.3. საარბიტრაჟო სარჩელზე და შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე საარბიტრაჟო საზღაური განისაზღვრება შემდეგნაირად:
(ა) დავის საგნის ღირებულების 2%–ით, თუ დავის საგნის ღირებულება 25 000 ლარამდეა;
(ბ) დავის საგნის ღირებულების 1, 7%–ით, თუ დავის საგნის ღირებულება 25 000 ლარიდან 80 000 ლარამდეა;
(გ) დავის საგნის ღირებულების 1,5%–ით, თუ დავის საგნის ღირებულება 80 000 ლარს აღემატება;
29.4. საარბიტრაჟო საზღაური არ შეიძლება იყოს 236 ლარზე ნაკლები და 10 000 ლარზე მეტი.
29. 5. სამედიაციო შეთანხმების და დავის მორიგებით დასრულებაზე ხელშეკრულების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების მოთხოვნაზე საარბიტრაჟო მოსაკრებელი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 2,5%–ს, მაგრამ არაუმეტეს 3500 (სამიათას ხუთასი) ლარს და არანაკლებ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს. სამედიაციო შეთანხმების/დავის მორიგების დასრულების ხელშეკრულების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების მოთხოვნაში უნდა ჩანდეს იმ დავის ღირებულება რომელიც დასრულდა სამედიაციო შეთანხმებით/მხარეთა მორიგებით.
29. 6. დავის საგნის ღირებულება მოსარჩელემ უნდა მიუთითოს საარბიტრაჟო სარჩელში (ან შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელში). თუ მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული დავის საგნის ღირებულება ან მითითებული ღირებულება აშკარად შეუსაბამობაშია დავის საგნის ნამდვილ ღირებულებასთან, დავის საგნის ღირებულებას თავისი ინიციატივით განსაზღვრავს არბიტრაჟი.
დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება:
(ა) თანხის ანაზღაურების მოთხოვნისას - მოთხოვნილი თანხით;
(ბ) გარკვეული მოქმედების ან უმოქმედობის შესახებ მოთხოვნაზე - მოსარჩელის ქონებრივი ინტერესების შესაბამისად.
29. 7. საარბიტრაჟო სარჩელში, რომელიც შედგება რამდენიმე მოთხოვნისაგან, თითოეულის ღირებულება უნდა განისაზღვროს ცალ-ცალკე. ასეთ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე და, შესაბამისად ცალ-ცალკე დგინდება საარბიტრაჟო საზღაურის ოდენობა.
29. 8. დავის საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სარჩელის შეტანის დროს არსებული საბაზრო ფასები.
29. 9. თუ საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს არბიტრაჟი, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდა ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად.
29.1 0. ცალკეულ შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარეს, კომპანიის პარტნიორების თანხმობით, შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის ან შეგებებული სარჩელის ავტორს შეუთანხმდეს საარბიტრაჟო საზღაურის სხვა ოდენობაზე. შეთანხმება ფორმდება წერილობით და წარმოადგენს ამ წესების/საარბიტრაჟო შეთანხმების (დათქმის) ნაწილს.
29.1 1. საარბიტრაჟო განხილვის პროცესში შესაძლოა წარმოიშვას შემდეგი ხარჯები:
(ა) საარბიტრაჟო ხელშეკრულებით გათალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (ქირა, ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება და ა.შ.);
(ბ) სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
(გ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
(დ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;
(ე) საჯარო გამოქვეყნების ხარჯები.
ექსპერტების, სპეციალისტების და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს, როგორც წესი გაიღებს მხარე (გადაიხდის ავანსის სახით), რომელმაც იშუამდგომლა მათ მოწვევაზე, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ იქნება დადგენილი. რაც შეეხება საჯარო გამოქვეყნების ხარჯებს, მას გასწევს მოსარჩელე მხარე, თუ მუდმივმოქმედი არბიტრაჟი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.
29.12. არბიტრაჟს შეუძლია ხარჯების დაფარვის მიზნით დააკისროს მხარეებს ვალდებულება გააკეთონ ერთჯერადად ან რამდენჯერმე შუალედური ან საბოლოო გადახდები. ეს თანხები ავანსის სახით უნდა ჩაირიცხოს კომპანიის ანგარიშზე, რომელსაც ის საარბიტრაჟო განხილვის პერიოდში გამოიყენებს არბიტრაჟის, არბიტრების, ექსპერტების მომსახურების და სხვა დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად.
29.13. არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა, თუ რეგისტრატორისაგან არ იქნება დასტური, რომ კომპანია ფლობს შესაბამის ფონდებს (საარბიტრაჟო საზღაური, ავანსი, დამატებითი ხარჯებისათვის).
29.14. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ შეიტანს ან უარს განაცხადებს შეიტანოს საჭირო ავანსი, არბიტრაჟის თავმჯდომარეს ან საარბიტრაჟო კოლეგიას შეუძლია სხვა მხარეს მოსთხოვოს ამ მხარის ნაცვლად ავანსის თანხის შემოტანა იმისათვის, რომ გაგრძელდეს საარბიტრაჟო განხილვა (ეს უნდა აისახოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში). ამ პირობებში მხარეს, რომელმაც სხვა მხარის სანაცვლოდ განახორციელა გადახდა, უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს უკან ეს თანხა (ამ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება აისახება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში)
29.15. საარბიტრაჟო საზღაურის ოდენობა 50%-ით მცირდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე, რასაც შედეგად მოყვა საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა. ამასთან, თუ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმა მხოლოდ მოთხოვნის ნაწილს შეეხება, მაშინ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა გავრცელდება ამ ნაწილის შესაბამისად გადახდილ საარბიტრაჟო საზღაურზე.
29.16. საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვის შეწყვეტის შემთხვევაში (გარდა 29.15-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მუდმივმოქმედი არბიტრაჟი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 80%-ს უბრუნებს მის შემომტანს.
29.17. საარბიტრაჟო საზღაურის ოდენობა შემცირდება 30%–ით, თუ მხარეებმა მორიგებით დაასრულეს დავა (ეს არ ეხება სამედიაციო შეთანხმების დამტკიცების საქმეებს). ამასთან, თუ მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა გავრცელდება ამ ნაწილის შესაბამისად გადახდილ საარბიტრაჟო საზღაურზე.
29.18. საარბიტრაჟო საზღაურის 90% უბრუნდება მის შემომტანს, თუ არბიტრაჟი უარს იტყვის დავის წარმოებაში მიღებაზე (საარბიტრაჟო განხილვის დაწყებაზე).
29.19. ამ მუხლის 29.15., 29.16, და 29.17. პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საარბიტრაჟო მოსაკრებლის შესაბამისი ნაწილი უბრუნდება მის შემომტანს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, ამ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საარბიტრაჟო მოსაკრებელმა, რომელიც რჩება არბიტრაჟს, არ შეიძლება შეადგინოს 29.4.-ე პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტაჟო მოსაკრებლის მინიმუმზე ნაკლები.
29.20. იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საარბიტრაჟო სასამართლო, როგორც წესი, დააკისრებს მეორე მხარეს (თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან). თუ საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება პრეტენზიის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ამასთან, თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით სააბირტრაჟო განხილვის დასულებამდე შეასრულა მოსარჩელის მოთხოვნა, მაშინ მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას საარბიტრაჟო სასამართლო როგორც წესი დააკისრებს მოპასუხეს.
29.21. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ან/და დამატებითი ხარჯების ავანსის სრულად და დაუყოვნებლივ გადაუხდელობა არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს როგორც საარბიტრაჟო სარჩელზე ან შემხვედრ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე უარად.
29.22. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის, როცა აღსრულება ხდება არბიტრაჟის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შეადგენს 90 ლარს.
29.23. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენამდე გამოყენებისას, არბიტრაჟი ადგენს მოსარჩელისათვის ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს საარბიტრაჟო მოსაკრებლის სრულად გადახდა და საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა. ამ ვადაში საარბიტრაჟო სარჩელის წარუდგენლობისას, არბიტრაჟი უფლებამოსილია გააუქმოს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები. ამ შემთხვევაში არ ხდება მოსარჩელისათვის 29.19.-ი პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის დაბრუნება.
29.24. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე არბიტრაჟის გადაწყვეტილებით შესაძლოა შემცირდეს საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ან მოხდეს მისი გადახდის სრულად ან ნაწილობრივ გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე.
29.25. არბიტრაჟსა და კორპორატიულ კლიენტს (კლიენტი რომელიც თავის საქმიანობის ფარგლებში დადებულ გარიგებაში ითვალისწინებს საარბიტრაჟო დათქმას და დავების განმხილვევლად უთითებს არბიტრაჟს) შორის ხელშეკრულების საფუძველზე, კორპორატიულ კლიენტთან დაკავშირებული დავებისათვის შესაძლოა დადგინდეს საარბიტრაჟო მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა და მათი გადახდის ამ დებულებისგან განსხვავებული ნორმები.
29.26. ამ მუხლში გათვალისწინებულ საარბიტრაჟო მოსაკრებელში შედის დამატებითი ღირებულების გადასახადი.
29.27. არბიტრაჟს შეუძლია დაადგინოს საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურებები, მათ შორის დოკუმენტის ასლის გადაღება, ფოსტით გაგზავნა, გამოქვეყნება და ა.შ., და ამ მომსახურების საზღაური.
მუხლი 30. რეკომენდირებული საარბიტრაჟო დათქმები
30.1. ქვემოთ მოცემულია რეკომენდებული საარბიტრაჟო დათქმები დავის არბიტრაჟის ან/და მედიაციის ფორმით გადაწყვეტის მიზნით.
საარბიტრაჟო დათქმა:
,,ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობასა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს შპს ,,მაატის“ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს (რომლის სარეგისტრაციო კოდია 406140340; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ანტონ კათალიკოსის ჩიხი №2 ; ტელ: 2933128; ელ.ფოსტა: maati.org@gmail.com ვებ.გვერდი: www.maati.ge).
მხარეები დებენ რა შეთანხმებას საარბიტრაჟო დათქმის შესახებ, ეთანხმებიან შპს ,,მაატის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებით განსაზღვრულ საარბიტრაჟო განხილვის წესებს სრულად.
მხარეები თანხმდებიან, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიებაზე ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ ცნობის საჭიროების გარეშე, არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება წერილობითი ფორმით აა დადებულ ი ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის (მათ შორის ხელმოწერა (თანხმობა) დადასტურებულია ელექტრონულად ან/და ,,ელეტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით) მომენტიდან“.
შეთანხმება მედიაციაზე:
,,მხარეებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს სცადონ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის მედიაციის მეთოდით გადაწყვეტა არბიტრაჟის რეგლამენტის შესაბამისად“. შეთანხმება მედიაციით დავის გადაწყვეტის მცდელობის აუცილებლობაზე.
,,მხარეები იღებენ ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა თავდაპირველად სცადონ მედიაციის მეთოდით არბიტრაჟის რეგლამენტის შესაბამისად.“
შეთანხმება მედიაციით დავის გადაწყვეტაზე, როცა მედიაციის შეწყვეტა უკავშირდება დადგენილი დროის ამოწურვას:
,,მხარეები, იღებენ ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა სცადონ მედიაციის მეთოდით არბიტრაჟის რეგლამენტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მედიაციის მეთოდით დავის გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟის მიმართვიდან 30 დღის განმავლობაში არ მოხდება სამედიაციო შეთანხმების გაფორმება, მხარეებს უფლება ეძლევათ დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართონ სხვა საშუალებებს.“
შეთანხმება მედიაციით დავის გადაწყვეტაზე, როცა წარუმატებელი მედიაციის შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა დავა განხილულ იქნეს არბიტრაჟის მიერ საარიტრაჟო წარმოებით:
,,მხარეები, იღებენ ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა სცადონ მედიაციის მეთოდით,არბიტრაჟ ის რეგლამენტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია არ დასრულდება სამედიაციო შეთანხმებით, მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ არბიტრაჟს დავის საარბიტრაჟო განხილვით გადაწყვეტის მიზნით მისი დებულების შესაბამისად.“
შეთანხმების ნაწილი სამედიაციო შეთანხმების იძულებითი აღსრულების შესაძლებლობაზე:
,,მხარეები იღებენ ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშვირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა სცადონ მედიაციის მეთოდით,არბიტრაჟის რეგლამენტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია დასრულდება სამედიაციო შეთანხმებით, მხარე(ებ)ს უფლება აქვთ სამედიაციო შეთანხმება წარუდგინონ არბიტრაჟს , რომელიც ამოწმებს სამედიაციო შეთანხმების კანონმდებლობასთან შესაბამისობას და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულებას.“
შეთანხმება გზავნილების მიღებისა და ჩაბარების შესახებ:
,,მხარეებ ი საარბიტრაჟო დათქმით თანხმდებიან, რომ მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი მიმართვისას, ასევე დავის განხილვი სას მხარეთა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია წარმოებდეს ამ შეთანხმებაში (ხელშეკრულებაში) მითითებულ მხარეთა საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით (მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტ ა ან/და სხვა ტექნიკური და ელექტრონული საშუალებები) .
შეტყობინება/დოკუმენტები ჩაითვლება მხარეთათვის მოწოდებულად/ჩაბარებულად საარბიტრაჟო დათქმაში (ხელშეკრულებაში) მითითებულ მხარეთა ერთ-ერთ საკონტაქტო მონაცემზე გაგზავნით (მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტ ა ან/და სხვა ტექნიკური და ელექტრონული საშუალებები). მუდმივმოქმედი არბიტრაჟ ს ელ. ფოსტის ან/და სხვა დათქმული ტექნიკური საშუალების მეშვეობით მხარეებ მა შესაძლებელია მიაწოდონ საარბიტრაჟო სარჩელი (შესაგებელ ი ) და თანდართულ დოკუმენტებ ი სკანირებული ან/და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტებით შექმნილი ფორმატით“.
30.2. თუ მხარეებს სურთ საარბიტრაჟო დავის ზეპირი მოსმენი თ განხილვა, მათ ამის შესახებ უნდა მიუთითონ საარბიტრაჟო დათქმაში.
მუხლი 31. დებულების ამოქმედება
31.1. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შპს ,,მაატის“ დირექტორი (დამფუძნებელი) გ . ჩიტაიშვილი