ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 24.01.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,163 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
24.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2015 წლის 27 თებერვალი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის  სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №17 დადგენილება ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე, ს/კ 010260020.35.124.000550). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე დანართი №1 ბაღდათის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს გამგეობის  სტრუქტურულ ერთეულს, რომლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება და ეს დებულება.  სამსახური უზრუნველყოფს: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელებას; ბ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; გ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდებით. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ №9. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია 1. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური აერთიანებს: ა) სამსახურის უფროსი; ბ) სოციალური დაცვის მთავარი სპეციალისტი; გ) ჯანდაცვის მთავარი სპეციალისტი; დ) შრომის დაცვის მთავარი სპეციალისტი; ე) იგპ საკითხების მთავარი სპეციალისტი. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი,რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია  გამგებლის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს  სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დებულებით  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) წარუდგენს გამგებელს სტრუქტურული ერთეულის  მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ე) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივუდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ამ დებულებით. 6.  სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის  საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის  ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი  პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ზ)   მიიღოს   თანამდებობრივი   სარგო   და   მოქმედი   კანონმდებლობით   გათვალისწინებული   სხვა დანამატები; თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ი) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით; კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 7. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი   კანონმდებლობის,    ამ    დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ)შეასრულოს შესაბამისი დებულებითა განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი; დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. 8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 9. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებლის მოადგილე შესაბამის დარგში.             მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი მიზნები და ფუნქციები სამსახურის ძირითადი მიზნებია: 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის, მათ შორის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა პრობლემების დარეგულირება, მათი სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა. 2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხებში სამსახურის ფუნქციებია: ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფა; გ) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სოციალურად დაუცველთათვის ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მისი განხორციელება და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა; დ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ  ოჯახთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემების დარეგულირებისათვის ხელშეწყობა  არსებული პროგრამების მიხედვით; ე) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ვ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ზ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მოხუცების საზოგადოებასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება. 3. ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელების კუთხით სამსახურის ფუნქციებია: ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) II  მსოფლიო   ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა კანონიერი უფლებების, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა; გ) II მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებისა  და სამხედრო ძალების ვეტერანთა აღრიცხვა სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებული სიების მიხედვით; დ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ე) დევნილთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი განსახლების ორგანიზაცია. შესაბამისი სამინისტროსა და სამთავრობო უწყებების მიერ შემუშავებული ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში,  აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის საერთაშორისო ჰუმანიტარული  დახმარების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) აღნიშნული კონტიგენტისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევაში, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში, დროებით საცხოვრებელი ფართის მოძიებაში ხელშეწყობა; თ) საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის დავალებით, სამსახურის დებულებით  გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მოქმედი კანონების, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზაცია  და მონიტორინგი; ბ) უზრუნველყოს დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, გამგეობისათვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენა; გ) ხელი შეუწყოს პროგრამების დროული და სრული დაფინსების ორგანიზაციას; დ) დადგენილი წესით აღრიცხოს სოციალურად დაუცველი კონტინგენტი; ე) სოციალურად დაუცველი კონტინგენტისათვის, კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს სოციალური  და სხვა სახის დახმარებათა და შუამდგომლობათა გაცემის საკითხი; ვ) ითანამშრომლოს საქველმოქმედო და სხვა სახის ორგანიზაციებთან, ამასთან, მათ მიერ შესაბამისი ფულადი და მატერიალური დახმარების გაცემისას, წარუდგინოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჩამონათვალი; ზ) თვალყური ადევნოს სოციალურად დაუცველთათვის კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელების სისწორეს, მოამზადოს წინადადებები ამ კონტინგენტისათვის მისი კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი შეღავათების დაწესების შესახებ; თ) განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს პრეზიდენტის იმ ბრძანებულებების, განკარგულებებისა და დავალებათა შესრულებაზე, რომელიც ეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს. 2. სამსახური ვალდებულია: ა) კანონით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მასზე გადაცემული სახელმწიფო ქონების შენახვასა და დაცვაზე; ბ) მიიღოს კორესპოდენციები, საქმიანი ქაღალდები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე  კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები. მუხლი 5🔗. სამსახურის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა  სამსახურის ფუნქციონირებისა და პროგრამების სარეალიზაციოდ ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 6🔗. სამსახურის ქონება სამსახური თავისი საქმიანობის პროცესში სარგებლობს მუნიციპალიტეტის ქონებით. მუხლი 7🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.